ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
16.03.2018 ძალადაკარგული 30.01.2026
ნომერი
№21
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.132.016369
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/03/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ცვლილებები (2)

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის საკრებულოს

დადგენილება №21

2018 წლის 16 მარტი

ქ. ბათუმი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხ­ლის პირველი პუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამი­სად, ქალაქ ბათუ­მის მუნიცი­პა­ლიტეტის საკრებულო :

მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტი­სა და ახალგაზრდობის სამსა­ხურის დე­­ბულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შე­სახებ“ ქალაქ ბა­თუ­­მის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს 2017 წლის 28 ივნისის №16 დად­გე­ნი­ლე­ბა (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 04/07/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016320).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე



დანართი

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის

განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალგაზრდობის

სამსახურის დებულება


მუხლი 1. ზოგადი დებულებანი
1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში – მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის – მერიის განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სა­მ­სა­ხუ­რის (შემ­დგომ­ში – სამ­სახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანობასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომელიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათ­ლე­ბის, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალგაზრდობის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთეულების – განყოფილებებისგან და თანამშრომ­ლე­ბის­გან.

5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ ბა­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში – მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

6. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი – სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში.

8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­დგომ­ში – მე­რი) წინაშე.

9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.

10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას.

11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.


მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია:

ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა;

ბ) კანონის წინაშე თანასწორობა;

გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე;

დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა;

ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველზე;

ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით;

ზ) მიუკერძოებლობა;

თ) საქვეყნოობა და საჯაროობა;

ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები.


მუხლი 3. სამსახურის ამოცანები და  ფუნქციები
1. სამსახურის ამოცანებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროს განვითარების პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება;

ბ) განათლებაზე, შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა;

გ)  ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა;

დ) კულტურული ფასეულობების წარმოჩენა, პოპულარიზაცია, კულტურული მემკვიდ­რე­ობის დაცვა და განვითარება;

ე) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, კულტურული ცენტრების განვითარება;

ზ) მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სკოლამდელი აღზრდის სისტემის დანერგვა;

თ) პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სტუდენტთა სწავლის სტიმულირება;

ი) ეროვნული და ეთნიკური კულტურის, შემოქმედებითი ჯგუფების განვითარება და მათი საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაცია;

კ) ბათუმის, როგორც საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაცია;

ლ) შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა;

მ) მრავალეთნიკური კულტურის განვითარების მხარდაჭერა.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროში პროგრამების, ქვეპ­რ­ოგრამების, პროექტების, ღონისძიებების შემუშავება, დანერგვა, მართვა, ადმინისტრირება და გან­ხორ­ცი­ელება;

ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმყოფადობის, კულტუ­რუ­ლი მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დაცვა და განვითარება, ქალაქის კულ­ტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და ქალაქის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

გ) ცოდნაზე, შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების განვი­თა­რების ხელშეწყობა და თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით, ინოვაციური პროექტების, ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;

დ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ხელშეწ­ყობა;   

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვით­­­მმარ­თვე­­­ლობებთან და სამეურვეო საბჭოებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექ­ტების განხორ­ცი­­ელება/ხელშეწყობა;

ვ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა;   

ზ)  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით;

თ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარ­ტებ­თან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუ­შა­ვება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

ი) ავტორიზაციის პირობების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით, მონიტორინგის განხორციელება;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა, „ადრეული და სკოლამ­დელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბა­მისად;

ლ) სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სა­ქარ­­თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმი­ნის­­­ტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტ­რა­ცი­ულ სამართალდარღვევათა ოქმის შედ­გენა;

მ) საგანმანათლებლო და სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა;

ნ) სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ო) სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზი­კური აღზრდის ხელშეწყობა, სპორტში ჩართვა და ამ გზით მათი სოციალური ინტეგრა­ციისათ­ვის მომზადების ხელშეწყობა;

პ) მასობრივი, სასკოლო და საუნივერსიტეტო ფიზიკური აღზრდა - განათლების გააქტი­ურე­ბის ხელშეწყობა;

ჟ) სპორტის ტრადიციული ეროვნული სახეობების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და ხელ­შეწყობა;

რ)  მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა;

ს) დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის, განვითა­რე­ბი­სათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, წინადადებების, კონცეფციების შემუშავება, ინიციირება, შემოღება, დანერგვა, მართვა, განხორციელება;

ტ) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართვის უზრუნველყოფა, ახალგაზრ­დებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების, ცხოვ­რების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალური დონის განვითარების ხელშეწ­ყობა;

უ) ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, საკუ­თარი პოტენციალის, შესაძლებლობების სრულად რეალიზების, განვითარების და  საზოგადო­ებ­რივი  ცხოვრების  ყველა  სფეროში აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა;

ფ) ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა-ორგანი­ზება და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება/ხელშეწყობა;

ქ) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და ხელშეწ­ყობა, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება;

ღ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორ­ცი­ელება, პროფესიული წრეების და ახალგაზრდების მიზნობრივი ჩართულობა, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა - დაგეგმვა, რომელიც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვ­რები ახალ­გაზრ­დების საჭიროებებსა და გამოწვევებზე, მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონის­ძიებების გატარება;

ყ) ახალგაზრდების ინტელექტუალური დონის განვითარებისა და არაფორმალური განათ­ლების პროგრამების შემუშავება – განხორციელების ხელშეწყობა;

შ) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით, კულტურული და სპორტული ღო­ნის­ძი­ებების, საგანმანათლებლო – შემეცნებითი, სამეცნიერო კონფერენციების, დებატებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზება;

ჩ)  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობა;

ც) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და გამყარება მუნიციპალიტეტთან დამე­გობ­რებულ ქალაქებთან/რეგიონებთან და საერთაშორისო ურთერთობებიდან გამომდინარე საპრო­ტო­კოლო ღონისძიებების ორგანიზება;

ძ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესო­ბების წარ­მომად­გენ­ლებთან ურთიერთო­ბე­ბის განვითარება და გამყარება, მათი უფლებების დაცვა და ხელ­შეწყობა;

წ) სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგი­ლ(ეებ)ის სხვა დავალებების შესრულება;

ჭ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებუ­ლე­­­ბით, ამ დებულებით, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემ­დგომ­ში – საკრებულო) ადმინისტ­რა­ცი­ულ-სამარ­თლებ­რივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციე­ლე­ბა.


მუხლი 4. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები
1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირებისგან;

ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები;

გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე და­უ­ყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში;

დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგა­დოე­ბის ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ;

ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;

ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.

2. სამსახური ვალდებულია:

ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში;

ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთ­ხოვნები.


მუხლი 5. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები
1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას;

ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე;

გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

დ) მერს წარუდგენს წინადადებებს, სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით;

ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;

ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე;

ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას;

თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს;

ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს;

კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს;

მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს;

ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს;

ო) მოთხოვნის შემთხვევაში, შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ;

პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში;

ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში;

რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს;

ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუ­ხისმ­გებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­­­­სილება.

5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციებს, მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანო­ბი­სათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები
1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილება;

ბ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყო­ფილება;

გ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთიერ­თობის განყოფილება;

დ) საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილება.

3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წი­ნამდებარე დებულებით.


მუხლი 7. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყო­ფი­ლების უფლებამოსილებები
1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის  განყოფილების ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროს განვითარების პოლი­ტიკის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი;

ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება;

გ) სამომავლო პრიორიტეტების დასახვა, რეკომენდაციების მომზადება;

დ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამე­ბის შემუშავება, განხორციელების მონი­ტორინგი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების და დასკვნების მომზადება;

ე) სტატისტიკური ინფორმაციების მიღება-დამუშავება;

ვ) ხელმძღვანელობისათვის წინადადებების, დასკვნების და პერიოდული ანგარიშე­ბის მომზადება;

ზ) სამსახურის რისკების მართვის ორგანიზება;

თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელ­მ­წიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

ი) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული უახ­ლესი ტენდენციებისა და გამოცდილების გათვალისწინება და მათი პრაქტიკაში გადმოტანა;

კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

ლ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარ­ტებ­თან შესაბამისობის დასადგენად, მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუ­შა­ვება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;

მ) ავტორიზაციის პირობების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით მონიტორინგის განხორციელება;

ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეესტრის წარმოება, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად;

ო) სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქარ­თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  გათვალისწინებულ ადმი­ნის­ტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტ­რა­ცი­ულ სამართალდარღვევათა ოქმის შედ­გენა;

პ) არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების მონაწი­ლეობით საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება;

ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 8. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების უფ­ლებამოსილე­ბე­ბი
1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყო­ფილების ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროს განვითარების პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციე­ლება;

ბ) განათლების სფეროს განვითარების შესახებ შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა;

გ) განათლების პროგრამების მიმდინარეობისას ადმინისტრირებისა და საქმიანობის კო­ორ­დინაცია;

დ) კულტურის სფეროზე ორიენტირებული შესაბამისი მუნიციპალური პროგ­რამების განხორციელება და მართვა;

ე) თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციისა და სხვა შემოქმე­დე­ბითი პროექტების ხელშეწყობა;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სადღესასწაულო თარიღების, ფესტივალების, კონკურსებისა და საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა;

ზ) სამსახურის მიერ კულტურის სფეროში ხელშეწყობილი პროექტებისა და პროგრამების  განხორციელების შესახებ ანგარიშების მომზადება;

თ) სპორტის სფეროზე ორიენტირებული შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორ­ციელება და მართვა;

ი) მუნიციპალიტეტში სპორტის, ფიზიკური აღზრდის, მასობრივ-გამაჯანსაღებელი სხვა­დას­ხვა რან­­­გის სპორტული ღონისძიებების ჩატარება;

კ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების კოორდინაცია და ხელშეწ­ყობა;

ლ) ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა;

მ) ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და მათი საქმიანო­ბის მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა;

ნ) ახალგაზრდებისთვის დასვენების, გართობის, დასაქმების და სოციალური პირობების  გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორ­ცი­ელება;

ო) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 9. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფლებამოსილებები
1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთი­ერ­თო­ბის განყოფილება წარმოადგენს მუნიციპალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საქმიანობის კოორდინაციის ერთეულს, რომლის ფუნქციებია:

ა) მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ჩარ­თულობა;

ბ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან თანამ­შრომ­ლობის განვითარება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა;

გ) სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებთან და სპორტულ კლუბებთან თანამშრომ­ლობა;

დ) მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხის შესწავლა (ანალიზი) და შეფასება, ამ მიმართულებით შესაბამისი ანგარიშების მომზადება;

ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციების მიერ განსა­ხორ­ციელებელი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.

ვ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, საკუ­რატორო მუნიციპალური ორ­განი­ზა­ციების პარტნიორის უფლებამო­სი­ლე­ბის განხორციელების საკითხებზე შემოსული კო­რეს­პონ­დენ­ციის განხილვა, საპასუხო წერილების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომ­ზა­დება, ასევე განხილვაში, საპასუხო წერილების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომ­ზა­დებაში მონაწილეობა;

ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის საკურატორო ორგანიზაციებიდან შესაბა­მისი მასალების მიწოდების უზრუნველყოფა;

თ) საკურატორო ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომა­რეობის შესახებ ანგარიშების მომზადება;

ი) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 10. საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილების უფლებამო­სილებები
1. საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნ­ქცი­ებია:

ა)  საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა  და გამყარების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა;

ბ) მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ქალაქებთან/რეგიონებთან თანამშრომლობის კოორ­დი­ნა­ცია;

გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესო­ბების ორგანიზა­ციებთან და მათ წარმომადგენლებთან ურ­თიერთობების განვითარება და გამყარება, ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და პროგ­რა­მების განხორციელების ხელშეწყობა;

დ) ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების მიერ მოწოდებული წინადადებების და პროექტების განხილვა;

ე) საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების მოწვევის ორგანიზება, აეროპორტში დახ­ვედ­რა და მიღება, წესების შესაბამისად;

ვ)  სტუმრებისა და მისი თანმხლები პირების ქალაქში ტრანსპორტირება, სასტუმროებში დაბინავება და მიღება-გაცილება;

ზ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მერისა და თანმხლები დელეგაციის წევრების ოფი­ცი­ალუ­რი და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება);

თ)  მერიის მოწვევით საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმ­რების მიღება-გაცილება;

ი)  ვიზიტის პროგრამის შედგენა ქართულ და უცხოურ ენებზე;

კ) წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორ­ცი­ელება;

ლ)  მერიის სახელით, სასაჩუქრე პაკეტების დამზადება და გადაცემა;

მ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო მისიებთან და საერ­თაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დაგეგმვა და კოორდინაცია;

ნ) საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრების დაგეგმვა, საუბრების, მოლა­პა­რაკებების და ხელშეკრულებების ხელმოწერის ორგანიზება;

ო) ადგილზე საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზების ხელშეწყობა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის ცენტრების მხარდაჭერა;

პ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.

2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით.

3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი.

4. განყოფილების უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე; 

ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას;

გ) ანაწილებს დავალებებს, განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის;

დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას;

ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ;

ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ;

ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ;

თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს.

5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.


მუხლი 11. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები
1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სა­მარ­­თლებრივი აქტები.


მუხლი 12. სამსახურის დაფინანსება და ქონება 
1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის საკუთრებას.


მუხლი 13. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.

2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.




მუხლი 1
დამტკიცდეს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტი­სა და ახალგაზრდობის სამსა­ხურის დე­­ბულება, დანართის შესაბამისად.
მუხლი 2
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ქალაქ ბა­თუ­მის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შე­სახებ“ ქალაქ ბა­თუ­­მის მუნიციპალიტეტის საკ­რებულოს 2017 წლის 28 ივნისის №16 დად­გე­ნი­ლე­ბა (სსმ, ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 04/07/2017 წ., სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016320).
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს 2018 წლის 1 მაისიდან.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილეთამაზ სალუქვაძე

დანართი ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულება მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ეს დებულება განსაზღვრავს ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის (შემ­დგომ­ში –

მე­­რია) სტრუ­ქტურული ერთეულის – მერიის განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სა­მ­სა­ხუ­რის (შემ­დგომ­ში – სამ­სახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუ­ქ­ტუ­რას, უფლება­მო­სი­ლე­ბა­სა და ანგა­რი­შ­ვა­ლდე­ბუ­ლე­ბას, ასევე, აწესრიგებს მის საქმიანობასთან და­კავ­შირებულ სხვა საკი­თ­ხებს.

2. სამსახური წარმოადგენს მერიის პირველად სტრუქტურულ ერ­თე­­ულს, რომელიც შექმ­ნი­ლია საქარ­თ­­ველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვით­მმარ­თ­ვე­­ლობის კოდექსი“ და მერიის დე­ბუ­ლე­ბის შე­საბამი­სად.

3. სამსახურის სრული დასახელებაა: ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათ­ლე­ბის, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალგაზრდობის სამსახური.

4. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, მეორადი სტრუ­ქ­ტურული ერთეულების –

განყოფილებებისგან და თანამშრომ­ლე­ბის­გან.

5. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერ­თა­შორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს კანონმდებლობით, ქალაქ ბა­თუმის მუნიციპალიტეტის (შემდგომში –

მუნიციპალიტეტი) ორგანოების სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით.

6. სამსახურს გააჩნია ბლანკი, ბეჭედი –

სამსახურის სახელწოდების აღნიშვნით.

7. სამსახური არ წარმოადგენს დამოუკიდებელ საბიუჯეტო დაწესებულებას, არ აქვს დას­რუ­­­ლებული ბალანსი და ანგარიში.

8. სამსახური ანგარიშვალდებულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის (შემ­დგომ­ში –

მე­რი) წინაშე.

9. სამსახურის საქმიანობაზე საერთო ხელმძღვანელობასა და ზედამხედველობას ახორციე­ლებს მერი ან/და კურატორი მერის მოადგილე.

10. სამსახური მის კომპეტენციაში შემავალი საკითხების განხორციელებისას წარმოადგენს მე­რიას.

11. სამსახურის იურიდიული მისამართია: ქ. ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. №25.

მუხლი 2. სამსახურის საქმიანობის პრინციპები
სამსახურის საქმიანობის პრინციპებია: ა) მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვა; ბ) კანონის წინაშე თანასწორობა; გ) საქმიანობა კანონმდებლობის საფუძველზე; დ) ეკონომიურობა და ეფექტიანობა; ე) დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელება კანონმდებლობის საფუძ­ველზე; ვ) საქმიანობის განხორციელება საჯარო და კერძო ინტერესების ურთიერთგა­წონას­წორე­ბით; ზ) მიუკერძოებლობა; თ) საქვეყნოობა და საჯაროობა; ი) სამართლებრივი სახელმწიფოს საქმიანობის სხვა პრინციპები. მუხლი 3. სამსახურის ამოცანები და  ფუნქციები
1. სამსახურის ამოცანებია: ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროს განვითარების პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება; ბ) განათლებაზე, შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების განვითარების ხელშეწყობა; გ)  ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა; დ) კულტურული ფასეულობების წარმოჩენა, პოპულარიზაცია, კულტურული მემკვიდ­რე­ობის დაცვა და განვითარება; ე) ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; ვ) კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერა, კულტურული ცენტრების განვითარება; ზ) მაღალი ხარისხის, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სკოლამდელი აღზრდის სისტემის დანერგვა; თ) პროფესიული განვითარების ხელშეწყობა და სტუდენტთა სწავლის სტიმულირება; ი) ეროვნული და ეთნიკური კულტურის, შემოქმედებითი ჯგუფების განვითარება და მათი საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაცია; კ) ბათუმის, როგორც საერთაშორისო კულტურული ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაცია; ლ) შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა; მ) მრავალეთნიკური კულტურის განვითარების მხარდაჭერა. 2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროში პროგრამების, ქვეპ­რ­ოგრამების, პროექტების, ღონისძიებების შემუშავება, დანერგვა, მართვა, ადმინისტრირება და გან­ხორ­ცი­ელება;

ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმყოფადობის, კულტუ­რუ­ლი მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის დაცვა და განვითარება, ქალაქის კულ­ტურული ცხოვრების გამრავალფეროვნება და ქალაქის პოპულარიზაციის ხელშეწყობა; გ) ცოდნაზე, შემოქმედებითობასა და ინოვაციებზე დაფუძნებული საზოგადოების განვი­თა­რების ხელშეწყობა და თანასწორუფლებიანი და კონკურენტუნარიანი გარემოს უზრუნ­ველ­ყოფის მიზნით, ინოვაციური პროექტების, ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა; დ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ხელშეწ­ყობა;    ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვით­­­მმარ­თვე­­­ლობებთან და სამეურვეო საბჭოებთან თანამშრომლობა, ერთობლივი პროექ­ტების განხორ­ცი­­ელება/ხელშეწყობა; ვ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა;    ზ)  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის უზრუნველყოფა, საქართველოს კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით; თ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარ­ტებ­თან შესაბამისობის დასადგენად მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუ­შა­ვება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ი) ავტორიზაციის პირობების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით, მონიტორინგის განხორციელება; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეესტრის წარმოების უზრუნველყოფა, „ადრეული და სკოლამ­დელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბა­მისად; ლ) სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, სა­ქარ­­თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ადმი­ნის­­­ტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტ­რა­ცი­ულ სამართალდარღვევათა ოქმის შედ­გენა; მ) საგანმანათლებლო და სპორტული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა; ნ) სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა; ო) სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზი­კური აღზრდის ხელშეწყობა, სპორტში ჩართვა და ამ გზით მათი სოციალური ინტეგრა­ციისათ­ვის მომზადების ხელშეწყობა; პ) მასობრივი, სასკოლო და საუნივერსიტეტო ფიზიკური აღზრდა - განათლების გააქტი­ურე­ბის ხელშეწყობა; ჟ) სპორტის ტრადიციული ეროვნული სახეობების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და ხელ­შეწყობა; რ)  მაღალი რანგის საერთაშორისო ტურნირების ჩატარების ხელშეწყობა; ს) დაქვემდებარებულ სასპორტო დაწესებულებების ფუნქციონირებისათვის, განვითა­რე­ბი­სათვის აუცილებელი პირობების შექმნის მიზნით, წინადადებების, კონცეფციების შემუშავება, ინიციირება, შემოღება, დანერგვა, მართვა, განხორციელება; ტ) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართვის უზრუნველყოფა, ახალგაზრ­დებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების, ცხოვ­რების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალური დონის განვითარების ხელშეწ­ყობა; უ) ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, საკუ­თარი პოტენციალის, შესაძლებლობების სრულად რეალიზების, განვითარების და  საზოგადო­ებ­რივი  ცხოვრების  ყველა  სფეროში აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა; ფ) ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა-ორგანი­ზება და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება/ხელშეწყობა; ქ) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და ხელშეწ­ყობა, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება; ღ) ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებით კვლევითი საქმიანობის განხორ­ცი­ელება, პროფესიული წრეების და ახალგაზრდების მიზნობრივი ჩართულობა, პრიორიტეტული საკითხების გამოვლენა - დაგეგმვა, რომელიც მორგებული იქნება მუნიციპალიტეტში მცხოვ­რები ახალ­გაზრ­დების საჭიროებებსა და გამოწვევებზე, მათი გადაწყვეტის მიზნით შესაბამისი ღონის­ძიებების გატარება; ყ) ახალგაზრდების ინტელექტუალური დონის განვითარებისა და არაფორმალური განათ­ლების პროგრამების შემუშავება – განხორციელების ხელშეწყობა; შ) ახალგაზრდების ინტერესების გათვალისწინებით, კულტურული და სპორტული ღო­ნის­ძი­ებების, საგანმანათლებლო – შემეცნებითი, სამეცნიერო კონფერენციების, დებატებისა და გაცვლითი პროგრამების ორგანიზება; ჩ)  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობა; ც) საერთაშორისო ურთიერთობების განვითარება და გამყარება მუნიციპალიტეტთან დამე­გობ­რებულ ქალაქებთან/რეგიონებთან და საერთაშორისო ურთერთობებიდან გამომდინარე საპრო­ტო­კოლო ღონისძიებების ორგანიზება; ძ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესო­ბების წარ­მომად­გენ­ლებთან ურთიერთო­ბე­ბის განვითარება და გამყარება, მათი უფლებების დაცვა და ხელ­შეწყობა; წ) სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგი­ლ(ეებ)ის სხვა დავალებების შესრულება; ჭ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებუ­ლე­­­ბით, ამ დებულებით, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემ­დგომ­ში – საკრებულო) ადმინისტ­რა­ცი­ულ-სამარ­თლებ­რივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორ­ციე­ლე­ბა. მუხლი 4. სამსახურის უფლებები და ვალდებულებები

1. სამსახური უფლებამოსილია:

ა) თავის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, დადგენილი წესით, მიიღოს საჭირო ინფორმაცია და მონაცემები სხვადასხვა დაწესებულებებიდან, ორგანიზა­ციე­ბი­დან და საწარ­მოებიდან, აგრეთვე, ფიზიკური და იური­დიული პირებისგან; ბ) თავის კომპეტენციაში შემავალი სფეროების განვითარებისა და სრულყოფისათვის, შეი­მუ­შაოს საერთაშორისო პრაქტიკაში აპრობირებული სამართლებრივი, ეკონომიკური და ორგა­ნი­ზა­ციული მექანიზმები; გ) დაქვემდებარებულ სფეროებში გამოვლენილი ან შესაძლო დარღვევების თაობაზე და­უ­ყოვნებლივ მოამზადოს სათანადო წინადადებები და წარადგინოს ისინი შესაბამის ორ­გა­ნო­ში; დ) ითანამშრომლოს საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და უზრუნველყოს საზოგა­დოე­ბის ინფორმირება დარგში არსებული მდგომარეობისა და სამომავლო პერსპექტივების შესახებ; ე) თავის კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან დაკავშირებით, ითანამშრომლოს ადგი­ლო­ბრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; ვ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებითა და საკრებულოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები. 2. სამსახური ვალდებულია: ა) მიიღოს ფიზიკურ და იურიდიულ პირთა განცხადებები, განიხილოს იგი დადგენილ ვადებში და პასუხი გასცეს იმ კანონმდებლობისა და სამართლებრივი აქტების ფარგლებში, რო­მელთა აღსრულებაც შედის მის კომპეტენციაში; ბ) თავისი ფუნქციების განხორციელებისას, კეთილსინდისიერად შეასრულოს მოქმედი კა­ნო­ნმდებლობით, შესაბამისი სამართლებრივი აქტებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოთ­ხოვნები. მუხლი 5. სამსახურის უფროსი და მისი უფლებამოსილებები

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათა­ვი­სუ­ფლებს მერი.

2. სამსახურის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას; ბ) წარმოადგენს სამსახურს და პასუხისმგებელია სამსახურზე დაკისრებული ამო­ცა­ნებისა და ფუნქციების შესრულებაზე; გ) ამ დებულებიდან და თანამდებობრივი ინსტრუქციებიდან გამომდინარე, უნაწილებს ფუნქციებს და აძლევს დავალებებს სამსახურის საჯარო მოსამ­სახუ­რეებს, ისმენს მათ ანგა­რი­შებს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ; დ) მერს წარუდგენს წინადადებებს, სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირე­ბით, სამსახურის მოხელეთა წახალისების, საჯარო მოსამსახურეთათვის დისციპლინური პასუხისმ­გებ­ლო­ბის ზომების შეფარდების, შვებულების, სამსახურებრივი მივლინების, პროფე­სიუ­ლი გან­ვი­თა­რების შესახებ, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგე­ნი­ლი წესით; ე) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის წესს, ფორ­მებსა და მე­თოდებს, სამსახურის მოხელეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; ვ) უნაწილებს თანამშრომლებს სამსახურში შემოსულ კორესპონდენციას და აწესებს კონ­ტ­როლს მათ შესრულებაზე; ზ) კო­ნ­ტ­როლს უწევს სამსახურის მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაცვას; თ) სამსახურის თანამშრომლებს უქმნის მათი მოვალეობების შესრულებისა და შინა­განა­წესის მოთხოვნების დაცვისთვის აუცილებელ პირობებს; ი) ხელს აწერს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ სამსახურებრივ დოკუ­მენ­­ტა­ციას, მათ შორის ადმინისტრაციული წარმოების დროს წარმოდგენილი დოკუ­მენ­ტა­ციის მოქ­მედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის შემოწმების დროს გამოვლენილ ხარ­ვე­ზე­ბის დად­გე­ნის შე­სა­ხებ შესაბამის წერილებს; კ) მერიის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში, გამოსცემს ინ­დი­ვიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს; ლ) სამსახურისათვის მიკუთვნებული უფლებამოსილების ფარგლებში, ითანხმებს მერიის სტრუქტურულ ერთეულებში მომზადებულ საკითხებს და მერიის თანამდებობის პირე­ბის ად­მი­ნისტრაციულ-სა­მა­რ­თლებრივი აქ­ტე­ბის პროექ­ტებს; მ) სამსახურებრივ საკითხებზე კონსულტაციებს უწევს მერს, ვიცე-მერს, მერის მოადგი­ლე(ებ)ს, ასევე, სტრუქტურული ერთეულების ხელმძ­ღ­ვა­ნე­ლებს; ნ) მერს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დას­კვნე­ბ­სა და რეკომენდაციებს; ო) მოთხოვნის შემთხვევაში, შეიმუშავებს და წარადგენს სამსახურის სამუშაო გეგმას და ანგარიშს, განხორციელებული საქმიანობის შესახებ; პ) მონაწილეობს მუნიციპალიტეტის საქმიანობიდან გამომდინარე შექმნილ საბჭოებში, სა­მუშაო ჯგუფებში და კომისიებში; ჟ) შეიძლება დაესწროს საკრებულოს სხდომებს და სათათბირო ხმის უფლებით მონა­წი­ლეობ­დეს საკრებულოს კომისიების მუშაობაში; რ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს მერის, ვიცე-მერის, მერის მოად­გი­ლ(ეებ)ის ცა­ლ­­­კეულ დავალებებს; ს) სამსახურის საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს მოქმედი კანონმდებლო­ბით, მერიის დებულებით, ამ დებუ­ლე­ბითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. 3. სამსახურის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სამსახურის, სამსახურის დაქვემ­დებარებაში არსებული სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციების შესრულება და პასუ­ხისმ­გებელია ამ ფუნქციების შესრულებაზე.

4. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია უშუალოდ განახორციელოს სამსახურისადმი ან/და სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფისადმი მიკუთვნებული ნებისმიერი უფლე­ბა­მო­­­­სილება.

5. სამსახურის უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, სამსახურის უფროსის ფუნქციებს, მერის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი.

6. სამსახურის უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის საქმიანო­ბი­სათვის მერის ან/და კურატორი მერის მოადგილის წინაშე.

7. სამსახურის უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების საფუძვლები განი­საზ­­­ღ­ვ­რე­ბა საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 6. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები

1. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფი იქმნება სამსახურის გამგებლობას მიკუთ­ვნე­ბუ­ლი უფლება-მოვალეობების განხორციელების უზრუნველსაყოფად.

2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყოფილება; ბ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყო­ფილება; გ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთიერ­თობის განყოფილება; დ) საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილება.

3. განყოფილებების გამგებლობას მიკუთვნებული უფლება-მოვალეობები განისაზღვრება წი­ნამდებარე დებულებით.

მუხლი 7. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განყო­ფი­ლების უფლებამოსილებები

1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პოლიტიკის  განყოფილების ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროს განვითარების პოლი­ტიკის სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და მისი განხორციელების მონიტორინგი; ბ) სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით, ანალიტიკური საქმიანობის განხორციელება; გ) სამომავლო პრიორიტეტების დასახვა, რეკომენდაციების მომზადება; დ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამე­ბის შემუშავება, განხორციელების მონი­ტორინგი, შეფასება და შესაბამისი წინადადებების და დასკვნების მომზადება; ე) სტატისტიკური ინფორმაციების მიღება-დამუშავება; ვ) ხელმძღვანელობისათვის წინადადებების, დასკვნების და პერიოდული ანგარიშე­ბის მომზადება; ზ) სამსახურის რისკების მართვის ორგანიზება; თ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელ­მ­წიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია; ი) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში არსებული უახ­ლესი ტენდენციებისა და გამოცდილების გათვალისწინება და მათი პრაქტიკაში გადმოტანა; კ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; ლ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების ავტორიზაციის სტანდარ­ტებ­თან შესაბამისობის დასადგენად, მონიტორინგის, შეფასებისა და ანგარიშგების სისტემის შემუ­შა­ვება და მისი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; მ) ავტორიზაციის პირობების შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანონმდებლობით დად­გე­ნილი წესით მონიტორინგის განხორციელება; ნ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების რეესტრის წარმოება, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესის შესაბამისად; ო) სამსახურის კომპეტენციიდან გამომდინარე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქარ­თველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით  გათვალისწინებულ ადმი­ნის­ტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტ­რა­ცი­ულ სამართალდარღვევათა ოქმის შედ­გენა; პ) არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების მონაწი­ლეობით საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება; ჟ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე.

6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში განყოფილების უფროსის ფუნქციებს მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი.

7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 8. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყოფილების უფ­ლებამოსილე­ბე­ბი
1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის პროგრამების მართვის განყო­ფილების ფუნქციებია: ა) განათლების, კულტურის, სპორ­ტი­სა და ახალ­გაზრ­დობის სფეროს განვითარების პოლიტიკის სტრატეგიული დოკუმენტებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციე­ლება; ბ) განათლების სფეროს განვითარების შესახებ შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა; გ) განათლების პროგრამების მიმდინარეობისას ადმინისტრირებისა და საქმიანობის კო­ორ­დინაცია; დ) კულტურის სფეროზე ორიენტირებული შესაბამისი მუნიციპალური პროგ­რამების განხორციელება და მართვა; ე) თანამედროვე და ტრადიციული ხელოვნების პოპულარიზაციისა და სხვა შემოქმე­დე­ბითი პროექტების ხელშეწყობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა სადღესასწაულო თარიღების, ფესტივალების, კონკურსებისა და საიუბილეო ღონისძიებების ჩატარების ხელშეწყობა; ზ) სამსახურის მიერ კულტურის სფეროში ხელშეწყობილი პროექტებისა და პროგრამების  განხორციელების შესახებ ანგარიშების მომზადება; თ) სპორტის სფეროზე ორიენტირებული შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორ­ციელება და მართვა;

ი) მუნიციპალიტეტში სპორტის, ფიზიკური აღზრდის, მასობრივ-გამაჯანსაღებელი სხვა­დას­ხვა რან­­­გის სპორტული ღონისძიებების ჩატარება;

კ) მასობრივი სპორტულ-გამაჯანსაღებელი ღონისძიებების კოორდინაცია და ხელშეწ­ყობა; ლ) ახალგაზრდულ საქმეთა სფეროში მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა; მ) ახალგაზრდულ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის განვითარება და მათი საქმიანო­ბის მხარდაჭერა, ახალგაზრდული ინიციატივების წახალისება, ახალგაზრდების პოტენციალის რეალიზების ხელშეწყობა; ნ) ახალგაზრდებისთვის დასვენების, გართობის, დასაქმების და სოციალური პირობების  გაუმჯობესების ხელშეწყობა და ამ მიზნით შესაბამისი მუნიციპალური პროგრამების განხორ­ცი­ელება; ო) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს, გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 9. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთიერთობის განყოფილების უფლებამოსილებები
1. განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთი­ერ­თო­ბის განყოფილება წარმოადგენს მუნიციპალურ ორგანიზაციებთან თანამშრომლობისა და საქმიანობის კოორდინაციის ერთეულს, რომლის ფუნქციებია: ა) მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან ურთიერთობა, მათი საქმიანობის კოორდინაცია და ჩარ­თულობა; ბ) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციებთან თანამ­შრომ­ლობის განვითარება და მათი საქმიანობის მხარდაჭერა; გ) სპორტის სხვადასხვა სახეობის ფედერაციებთან და სპორტულ კლუბებთან თანამშრომ­ლობა; დ) მუნიციპალიტეტისადმი დაქვემდებარებული განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციების მიერ განხორციელებული საქმიანობის ხარისხის შესწავლა (ანალიზი) და შეფასება, ამ მიმართულებით შესაბამისი ანგარიშების მომზადება; ე) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის ორგანიზაციების მიერ განსა­ხორ­ციელებელი პროექტების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება. ვ) შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ერთად, საკუ­რატორო მუნიციპალური ორ­განი­ზა­ციების პარტნიორის უფლებამო­სი­ლე­ბის განხორციელების საკითხებზე შემოსული კო­რეს­პონ­დენ­ციის განხილვა, საპასუხო წერილების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომ­ზა­დება, ასევე განხილვაში, საპასუხო წერილების, სამარ­თლებ­რივი აქტების პროექტების მომ­ზა­დებაში მონაწილეობა; ზ) მერიის სტრუქტურული ერთეულებისათვის საკურატორო ორგანიზაციებიდან შესაბა­მისი მასალების მიწოდების უზრუნველყოფა; თ) საკურატორო ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომა­რეობის შესახებ ანგარიშების მომზადება; ი) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს, გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე. 8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე, სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. მუხლი 10. საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილების უფლებამო­სილებები

1. საერთაშორისო და ეთნიკურ უმცირესობებთან ურთიერთობის განყოფილების ფუნ­ქცი­ებია:

ა)  საერთაშორისო ურთიერთობების განვითარებისა  და გამყარების მიზნით ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის მომზადება და განხორციელების ხელშეწყობა; ბ) მუნიციპალიტეტთან დამეგობრებულ ქალაქებთან/რეგიონებთან თანამშრომლობის კოორ­დი­ნა­ცია; გ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესო­ბების ორგანიზა­ციებთან და მათ წარმომადგენლებთან ურ­თიერთობების განვითარება და გამყარება, ამ მიზნით შესაბამისი პროექტებისა და პროგ­რა­მების განხორციელების ხელშეწყობა; დ) ეთნიკური უმცირესობების ორგანიზაციების მიერ მოწოდებული წინადადებების და პროექტების განხილვა; ე) საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების მოწვევის ორგანიზება, აეროპორტში დახ­ვედ­რა და მიღება, წესების შესაბამისად; ვ)  სტუმრებისა და მისი თანმხლები პირების ქალაქში ტრანსპორტირება, სასტუმროებში დაბინავება და მიღება-გაცილება; ზ) საზღვარგარეთის ქვეყნებში მერისა და თანმხლები დელეგაციის წევრების ოფი­ცი­ალუ­რი და სამუშაო ვიზიტების ორგანიზება (მათ შორის, განთავსება, ტრანსპორტირება, სამგზავრო ბილეთების დაჯავშნა და ოფიციალური შეხვედრების ორგანიზება); თ)  მერიის მოწვევით საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციების ვიზიტების პროგრამის შედგენა, ვიზიტის პროგრამით გათვალისწინებული ოფიციალური მიღებების გამართვა, სტუმ­რების მიღება-გაცილება; ი)  ვიზიტის პროგრამის შედგენა ქართულ და უცხოურ ენებზე; კ) წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევისათვის შესაბამისი ღონისძიებების განხორ­ცი­ელება; ლ)  მერიის სახელით, სასაჩუქრე პაკეტების დამზადება და გადაცემა; მ) საზღვარგარეთის ქვეყნების წარმომადგენლობებთან, საერთაშორისო მისიებთან და საერ­თაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დაგეგმვა და კოორდინაცია; ნ) საზღვარგარეთის ქვეყნების დელეგაციასთან შეხვედრების დაგეგმვა, საუბრების, მოლა­პა­რაკებების და ხელშეკრულებების ხელმოწერის ორგანიზება; ო) ადგილზე საერთაშორისო ფესტივალების ორგანიზების ხელშეწყობა და საზღვარგარეთ ქართული კულტურის ცენტრების მხარდაჭერა; პ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. 2. განყოფილება მასზე მიკუთვნებულ უფლებამოსილებებს ახორციელებს მხოლოდ სამსა­ხურის უფროსთან შეთანხმებით. 3. განყოფილებას ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც კანონმდებ­ლო­ბით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მერი. 4. განყოფილების უფროსი: ა) ხელმძღვანელობს განყოფილების საქმიანობას, პასუხს აგებს განყოფილებისათვის და­კი­ს­­რებულ მოვალეობათა შესრულებაზე;  ბ) უზრუნველყოფს განყოფილების მიერ ამ დებულებით განსაზღვრული ფუნ­ქ­ცი­ების გა­ნ­ხორციელებას; გ) ანაწილებს დავალებებს, განყოფილების საჯარო მოსამსახურეებს შორის; დ) უზ­რუნ­ველ­ყოფს სამსახურის უფროსის ცალკეული და­ვა­­ლე­ბე­ბით გათვალის­წი­ნე­ბული ღონისძიებების განხორციელებას; ე) იღებს და აფასებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეების ანგარიშებს გაწეული საქ­მი­ა­ნო­ბის შესახებ; ვ) მოთხოვნის შემთხვევაში, ამზადებს და სამსახურის უფროსს წა­რუ­დ­გენს ანგარი­შებს გან­ყოფილების მიერ შესრულებული სამუშაოების შესახებ; ზ) უზრუნველყოფს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა მიერ მერიის შინაგანაწესის დაც­­ვას, სამსახურის უფროსს წარუდგენს წინადა­დე­ბებს საჯარო მო­სამსახურეთა დაწინა­უ­რე­ბის, წახალისების ან მათ მიმართ დისციპ­ლი­ნური ზომე­ბის გა­მო­ყე­ნების შესახებ; თ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით და სამსახურის დებულებით გან­სა­ზ­ღ­ვ­რულ სხვა უფლებამოსილებებს. 5. განყოფილების უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს განყოფილების ფუნქციების შესრულება  და პასუხისმგებელია ამ ფუნქციების  შესრულებაზე. 6. განყოფილების უფროსის არყოფნისას ან მის მიერ უფლებამოსილების გან­ხორ­ციე­­ლე­ბის შე­უ­ძლებლობის ან/და გათა­ვისუ­ფ­ლე­ბის შემთხვევაში, განყოფილების უფროსის ფუნქციებს, მე­რის გა­და­წყვეტილების საფუძველზე, ასრუ­ლებს განყოფილების ერთ-ერთი უფროსი სპეცია­ლი­ს­ტი. 7. განყოფილების უფროსი პასუხისმგებელი და ანგარიშვალდებულია სამსახურის უფ­რო­სი­ს წინაშე.

8. განყოფილების უფროსის თანამდებობიდან გათავისუფლების, აგრეთვე სამსახურებ­რივი ურთიერთობის შეჩერების სა­ფუ­ძ­ვ­ლე­ბ­ი გა­ნი­საზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.

მუხლი 11. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები

1. სამსახურის სტრუქტურაში არსებული თანამდებობები დგინდება მერიის საშტატო ნუს­ხით.

2. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები ახორციელებენ ამ დებულებით, თანამდებობრივი ინსტრუქციებით, შრომითი ხელშეკრულებითა და სამსახურის უფროსის დავალებით გან­სა­ზ­ღ­ვ­­რულ ფუნქციებს.

3. სამსახურის საჯარო მოსამსახურე ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმ­დებ­ლო­ბა, მერიის შინაგანაწესი, საკრებულოს, მერის და სამსახურის უფროსის ადმინისტრაციულ-სა­მარ­­თლებრივი აქტები.

მუხლი 12. სამსახურის დაფინანსება და ქონება 

1. სამსახურის დაფინანსება ხორციელდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის სახსრებით.

2. სამსახურის მფლობელობაში არსებული ქონება წარმოადგენს მუნიცი­პა­ლი­ტე­ტის საკუთრებას.

მუხლი 13. დასკვნითი დებულებები
1. სამსახურის დებულებას მერის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო. 2. დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება მო­­ქ­მე­დი კანონმდებლობით დადგენილი წე­სით.