„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№18
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.132.016633
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 01/05/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №18

2024 წლის 30 აპრილი

ქ. ბათუმი

 

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში (გამოქვეყნების წყარო: საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, www.matsne.gov.ge, გამოქვეყნების თარიღი: 21/03/2018, სარეგისტრაციო კოდი: 010260020.35.132.016369) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების“:

1. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 3. სამსახურის ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ამოცანებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების  სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავება და განხორციელება;

ბ) სპორტულ-ახალგაზრდული და საგანმანათლებლო-კულტურული ღონისძიებების ორგანიზება/მხარდაჭერა;

გ) ხარისხიანი, გამჭვირვალე, ინკლუზიური და ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე ორიენტირებული სკოლამდელი აღზრდის სისტემის დანერგვის ხელშეწყობა;

დ) შემოქმედებითი საქმიანობის განვითარების ხელშეწყობა. კულტურული ფასეულობების წარმოჩენა და პოპულარიზაცია;

ე) ეროვნული და ეთნიკური კულტურის განვითარების ხელშეწყობა;

ვ) ბათუმის, როგორც საერთაშორისო ღონისძიებების მასპინძელი ქალაქის პოპულარიზაცია;

ზ)  ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

თ) ახალგაზრდების პიროვნული განვითარების ხელშეწყობა და შესაბამისი პროგრამების დაგეგმვა-განხორციელება. ახალგაზრდული სივრცეების შექმნა-უზრუნველყოფა, გაფართოება.

2. სამსახურის ფუნქციებია:

ა) განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სფეროში პროგრამების, ქვეპროგრამების, პროექტების, ღონისძიებების შემუშავება, დანერგვა, მართვა, ადმინისტრირება და განხორციელება;

ბ) კულტურის განვითარების ხელშეწყობა, ადგილობრივი თვითმყოფადობის, კულტურული მრავალფეროვნებისა და შემოქმედებითი საქმიანობის, ქალაქის კულტურული ცხოვრების გამრავალფეროვნებისა და პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

გ) ინიციატივების განხორციელების მხარდაჭერა;

დ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული ბიბლიოთეკების ფუნქციონირების ხელშეწ-ყობა;   

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განლაგებულ საგანმანათლებლო დაწესებულებათა თვითმმართველობებთან და სამეურვეო საბჭოებთან თანამშრომლობა;

ვ) მუნიციპალიტეტის მართვაში არსებული სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ფუნქციონირების ხელშეწყობა;   

ზ)  მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარე ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) სპორტის განვითარების ხელშეწყობა, ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებისა და მასობრივი სპორტის განვითარების ხელშეწყობა;

ი) სკოლამდელი ასაკის ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფიზიკური აღზრდის ხელშეწყობა, სპორტში ჩართვა და ამ გზით მათი სოციალური ინტეგრაციისათვის მომზადების ხელშეწყობა;

კ) სპორტის სახეობების პოპულარიზაცია, მხარდაჭერა და ხელშეწყობა;

ლ) განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მიმართულებით მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია;

მ) მუნიციპალურ პროგრამებში ახალგაზრდების ჩართვის უზრუნველყოფა, ახალგაზრდებს შორის სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებისა და საზოგადოებაში ინტეგრირების, ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებისა და ინტელექტუალური დონის განვითარების ხელშეწყობა;

ნ) ახალგაზრდების სრულფასოვანი განვითარებისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა, საკუთარი პოტენციალის, შესაძლებლობების სრულად რეალიზების, განვითარების და  საზოგადოებრივი  ცხოვრების  ყველა  სფეროში აქტიურად ჩართვის ხელშეწყობა;

ო) ახალგაზრდობის სფეროში მუნიციპალური პროგრამების მომზადება, მართვა-ორგანიზება და ანალიტიკური სამუშაოების განხორციელება/ხელშეწყობა;

პ) სტუდენტურ და ახალგაზრდულ ორგანიზაციათა საქმიანობის მხარდაჭერა და ხელშეწყობა, ურთიერთობებისა და თანამშრომლობის განვითარება;

ჟ)  მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესში მონაწილეობა;

რ) სტრუქტურული ქვედანაყოფების მეშვეობით მერის, ვიცე-მერის და მერის მოადგილ(ეებ)ის სხვა დავალებების შესრულება;

ს) კომპეტენციის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესობების ხელშეწყობა;

ტ) საქართველოს კანონმდებლობით, მერიის დებულებით, ამ დებულებით, მერისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს (შემდგომში – საკრებულო) ადმინისტრაციულ-სამარ-თლებრივი აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება.“.

2. მე-6 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფებია:

ა) განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილება;

ბ) კულტურის განყოფილება;

გ) სპორტის განყოფილება.“.

3. მე-7 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილების უფლებამოსილებები“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განათლებისა და ახალგაზრდობის განყოფილების ფუნქციებია:

ა) განათლებისა და ახალგაზრდობის სფეროს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;

ბ) სამომავლო პრიორიტეტების დასახვა და განათლებისა და ახალგაზრდობის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

გ) განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა;

დ) განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით პროგრამების მიმდინარეობის ადმინისტრირება;

ე) განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით პროგრამების შესრულების ანგარიშების მომზადება;

ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებთან ურთიერთობა;

ზ) კომპეტენციის ფარგლებში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ავტორიზაციის პროცედურებში მონაწილეობა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

თ) სტატისტიკური ინფორმაციების მიღება-დამუშავება;

ი) განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებებით მოქმედ ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

ლ) არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების მონაწი-ლეობით საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება;

მ) განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებით მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია, რაც გულისხმობს:

მ.ა) მუნიციპალურ საწარმოებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და საქმიანობის კოორდინაციას;

მ.ბ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

მ.გ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;

მ.დ) გაანალიზებას და წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ საქალაქო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

მ.ე) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების განხილვას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას, ასევე პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

მ.ვ) მუნიციპალურ საწარმოებზე/ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;

ნ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

4. მე-8 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„კულტურის განყოფილების უფლებამოსილებები“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. კულტურის განყოფილების ფუნქციებია:

ა) კულტურის სფეროს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში,  განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;

ბ) სამომავლო პრიორიტეტების დასახვა და კულტურის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

გ) კულტურის მიმართულებებით მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა;

დ) კულტურის მიმართულებებით პროგრამების მიმდინარეობის ადმინისტრირება;

ე) კულტურის მიმართულებებით პროგრამების  შესრულების ანგარიშების მომზადება;

ვ)  სტატისტიკური ინფორმაციების მიღება-დამუშავება;

ზ) კულტურის მიმართულებებით მოქმედ ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

თ) კულტურის მიმართულებით მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაცია, რაც გულისხმობს:

თ.ა) მუნიციპალურ საწარმოებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და საქმიანობის კოორდინაციას;

თ.ბ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

თ.გ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;

თ.დ) გაანალიზებას და წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ საქალაქო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

თ.ე) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების განხილვას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას, ასევე პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

თ.ვ) მუნიციპალურ საწარმოებზე/ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;

ი) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული ეთნიკური უმცირესობების კულტურის განვითარების ხელშეწყობა;

კ) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

ლ) არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების მონაწი-ლეობით საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება;

მ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

5. მე-9 მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სპორტის განყოფილების უფლებამოსილებები“.

ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სპორტის განყოფილების ფუნქციებია:

ა) სპორტის სფეროს განვითარების სტრატეგიული დოკუმენტების შემუშავებაში, განხორციელებასა და მონიტორინგში მონაწილეობა;

ბ) სამომავლო პრიორიტეტების დასახვა და სპორტის მუნიციპალური პროგრამების შემუშავება;

გ) სპორტის მიმართულებით მუნიციპალური პროგრამების განხორციელება და მართვა;

დ) სპორტის მიმართულებით პროგრამების მიმდინარეობის ადმინისტრირება;

ე) სპორტის მიმართულებებით პროგრამების  შესრულების ანგარიშების მომზადება;

ვ) სპორტის მიმართულებით მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის კოორდინაციას, რაც გულისხმობს:

ვ.ა) მუნიციპალურ საწარმოებთან/ორგანიზაციებთან თანამშრომლობას და საქმიანობის კოორდინაციას;

ვ.ბ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯობესების მიზნით რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;

ვ.გ) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ განსახორციელებელი პროექტების დაგეგმვაში მონაწილეობის მიღებას;

ვ.დ) გაანალიზებას და წინადადებების შემუშავებას მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების მიერ საქალაქო მუნიციპალური სერვისების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით;

ვ.ე) მუნიციპალური საწარმოების/ორგანიზაციების პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე შემოსული კორესპონდენციების განხილვას, საპასუხო წერილების პროექტების მომზადებას, ასევე პარტნიორის/დამფუძნებლის უფლებამოსილების განხორციელების საკითხებზე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადებას;

ვ.ვ) მუნიციპალურ საწარმოებზე/ორგანიზაციებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ ანგარიშების მომზადებას;

ზ) სტატისტიკური ინფორმაციების მიღება-დამუშავება;

თ) სპორტის მიმართულებით მოქმედ ორგანიზაციებთან/დაწესებულებებთან თანამშრომლობა და მათი საქმიანობის ხელშეწყობა;

ი) საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამების ურთიერთკოორდინაცია;

კ) არასამთავრობო ორგანიზაციების, მოქალაქეებისა და პროფესიული წრეების მონაწილეობით საჯარო შეხვედრების ჩატარების ორგანიზება;

ლ) მოქმედი კანონმდებლობითა და შესაბამისი სამართლებრივი აქტებით მისთვის მინიჭებული, ასევე, კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის უფროსის დავალებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“.

6. მე-10 მუხლი ამოღებულ იქნეს.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარერამაზ ჯინჭარაძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 30.04.2024.
როდის იქნა მიღებული „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ მიღებულია 30.04.2024. მიმღები ორგანო — ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010260020.35.132.016633.
რამდენი მუხლისგან შედგება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 30.04.2024 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 16 მარტის №21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ, №18, 30.04.2024, სარეგისტრაციო კოდი 010260020.35.132.016633 (კონსოლიდირებული რედაქცია 30.04.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6162845/