სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ განცხადება სამეთვალყურეო საბჭოსა და კომიტეტ(ებ)ის წლიური კომპესაციების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ აქციონერთა საყურადღებოდ!
ორი ათას ჩვიდმეტი წლის ოცდარვა ივნისს სს „ბიჯეო ჯგუფის“ (ს/კ №405103034; იურიდიული მისამართი: ქ. თბილისი, გაგარინის ქ. №29ა) (შემდგომში –აქციონერი) მიერ, რომელიც წარმოდგენილია მისი გენერალური დირექტორის მოადგილის ბ-ნი ავთანდილ ნამიჩეიშვილის სახით (რწმუნებულება, გაცემული 2015 წლის 1 ივნისს სს „ბიჯეო ჯგუფის“ გენერალური დირექტორის ი. გილაურის მიერ, დამოწმებული ნოტარიუს ი. შარვაძის მიერ, რეესტრში რეგისტრაციის №150561560), მიღებულ იქნა გადაწყვეტილებები ქვემოთ მითითებულ საკითხებზე. ვინაიდან „აქციონერი“ ფლობს სს „საქართველოს ბანკის“ ჩვეულებრივი აქციების და შესაბამისად, ხმების 75%-ზე მეტს, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54.11 მუხლისა და სს „საქართველოს ბანკის“ წესდების 7.1.2 ქვეპუნქტის თანახმად, წინამდებარე გადაწყვეტილება აქციონერთა საერთო კრების ოქმის ტოლფასია და ითვლება კრების გადაწყვეტილებად.
დღის წესრიგი:
1. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურების შესახებ.
2. კომიტეტის წევრების ანაზღაურების შესახებ.
დღის წესრიგში მითითებულ საკითხებთან დაკავშირებით „აქციონერის“ მიერ მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები :
1. 2017 წლის 1 ივლისიდან სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში წევრების ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგნაირად:
წლიური ანაზღაურება სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):
− ბ-ნი ნილ ჯანინი − 210,313 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
− ბ-ნი დევიდ მორისონი − 97,820 აშშ დოლარის ეკვივალენტი;
− სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენი წევრები (გარდა ირაკლი გილაურისა) − 73,365 აშშ დოლარის ექვივალენტი;
− ბ-ნი ირაკლი გილაურის ანაზღაურება გაგრძელდეს მასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების შესაბამისად.
2. 2017 წლის 1 ივლისიდან სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკის“ კომიტეტ(ებ)ის წევრების ანაზღაურება განისაზღვროს შემდეგი ოდენობით:
ა. წლიური ანაზღაურება აუდიტის კომიტეტის წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):
− აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე − 17,520 აშშ დოლარის ოდენობით;
− აუდიტის კომიტეტის წევრი − 12,848 აშშ დოლარის ოდენობით;
ბ. წლიური ანაზღაურება ანაზღაურების კომიტეტის წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):
− ანაზღაურების კომიტეტის თავმჯდომარე − 12,848 აშშ დოლარის ოდენობით;
− ანაზღაურების კომიტეტის წევრი − 8,760 აშშ დოლარის ოდენობით;
გ. წლიური ანაზღაურება რისკის კომიტეტის წევრობისათვის (გადასახადების დაქვითვამდე):
− რისკის კომიტეტის თავმჯდომარე − 17,333 აშშ დოლარის ოდენობით;
− რისკის კომიტეტის წევრი − 8,760 აშშ დოლარის ოდენობით.
3. სამეთვალყურეო საბჭოს და კომიტეტის იმ წევრებს, რომლებიც არჩეული არიან ბანკის ბენეფიციარი მესაკუთრეების წარდგინებით, არ გადაეხდებათ ანაზღაურება არც საბჭოს, არც კომიტეტის წევრობისათვის.
4. ანაზღაურების გადახდა მოხდება ყოველი კალენდარული კვარტლის დასრულების შემდეგ 20 დღის განმავლობაში.
5. ზემოთ მითითებული ანაზღაურების ოდენობები ძალაში შევა 2017 წლის 1 ივლისიდან. სამეთვალყურეო საბჭოს და კომიტეტის მოქმედ წევრებს ერთჯერადად, კომპენსაციის სახით გადაეხდებათ ანაზღაურება ზემოთ მითითებული ოდენობებით 2017 წლის 1 იანვრიდან 2017 წლის 1 ივლისამდე პერიოდისთვის.