„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№46
სარეგისტრაციო კოდი
190040000.35.170.016268
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

 

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №46

2017 წლის 28 ივნისი

ქ. ზუგდიდი

 

„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
„ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების  წესების  დამტკიცების  შესახებ“  ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს 2017 წლის 06 იანვრის №1 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 10/01/2017, სარეგისტრაციო კოდი: 190040000.35.170.016223) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული დებულების დანართი № 1-ის

ა) შესავალი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული და სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტოს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას (ცვლილება(ებ)ში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება), რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა). დაუშვებელია ფულადი სოციალური დახმარებების გაცემა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური სოციალური პროგრამებით დახმარების მიმღებნი. განმცხადებელმა/ბენეფიციარმა სოციალური დახმარების მისაღებად სავალდებულოა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რეგისტრაციის ადგილის განუსაზღვრელობის შემთხვევაში სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან შესაბამისი განცხადება-ანკეტის (ფორმა №1) ასლის წარდგენა“.

) II თავის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს დაემატოს „ა.ვ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა.ვ“. სახლზე უფლების დამდგენი დოკუმენტი (ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საბინაო წიგნი).

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენატალია შეროზია