ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
ცვლილებები (4)
დოკუმენტის ტექსტი
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №1 |
|
2017 წლის 6 იანვარი ქ. ზუგდიდი |
ა) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესი (დანართი №1);
ბ) ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ადგილობრივი ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგიტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამის განხორციელების წესი (დანართი №2).
|
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესი
ა) ომის ვეტერანთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060302);
ბ) ოჯახებისა და ბავშვების სოციალური დაცვა (მრავალშვილიანი ოჯახების, მარტოხელა დედების, დედ-მამით ობოლი ბავშვების, პირველი-მეორე შვილის შეძენაზე, ტყუპის შეძენაზე, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა დახმარება) (ქვეპროგრამის კოდი 060303);
გ) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ონკოლოგიურ ავადმყოფთა სოციალური დაცვა. შშმ პირის (მკვეთრად გამოხატული) სტატუსის მქონე ბენეფიციართა, სმენადაქვეითებულთა, ასევე შშმ, ქრონიკული დაავადების მქონე და სმენადაქვეითებულ ბავშვთა (0-18 წლამდე) ერთჯერადი დახმარება, ონკოლოგიური ავადმყოფების მიზნობრივი დახმარება სამედიცინო საჭიროებისთვის ერთჯერადად (რასაც არ ითვალისწინებს მერიის ჯანდაცვის პროგრამა) და შინ მოვლის ქვეპროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060304);
დ) მარჩენალდაკარგულ პირთა სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060305);
ე) ხანდაზმულთა (100 და მეტი წლის) სოციალური დაცვა (ქვეპროგრამის კოდი 060306);
ვ) უსახლკაროდ დარჩენილთა სოციალური დაცვა (2017 წელს ხანძრით და სტიქიით დაზარალებული ოჯახების დახმარება) ასევე, უსახლკაროთა ბინის ქირით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060309);
ზ) დევნილთა მხარდაჭერის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060310);
თ) უმწეო ოჯახების გათბობის საშუალებებით და კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახების ფინანსური დახმარების პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060311);
ი) ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის თანადაფინანსების პროგრამა-ჰემოდიალიზის პაციენტებისა და პერიტონეალური დიალიზის მედიკამენტების ტრანსპორტირების, ასევე, უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების თანადაფინანსების ქვეპროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 060308);
კ) სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა კომუნალური ხარჯებისა და სხვა ყოფითი პირობების გაუმჯობესებისთვის საჭირო თანხების თანაგადახდა (ქვეპროგრამის კოდი 0604);
ლ) ქალაქ ზუგდიდის ტერიტორიაზე სოციალური საწარმოების განვითარების ხელშეწყობის პროგრამა (ქვეპროგრამის კოდი 0605).
2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი სოციალური დახმარების სახეებიდან უსახლკარო ოჯახთა ბინის ქირით უზრუნველყოფა, ვეტერანთა კავშირის დაფინანსება და მე-2 მსოფლიო ომის ადგილობრივ ვეტერანთა პენსიაზე დანამატის გაცემა, ასევე მოვლის საჭიროების მქონე მძიმე ავადმყოფებისათვის მოვლის საზღაურის დაფინანსება, დედ-მამით ობოლი ბავშვების, მარტოხელა დედების დახმარება, ჰემოდიალიზის, პერიტონეალური დიალიზის (მედიკამენტების) პაციენტთა და უფასო სასადილოს ბენეფიციართა ტრანსპორტირების თანხის ანაზღაურება ყოველთვიური ხასიათისაა და გაიცემა მთელი წლის განმავლობაში, გარდა ამისა, ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ფინანსური მხარდაჭერა ყოველთვიური ხასიათისაა და გრძელდება სტატუსის მოხსნამდე, სოციალური საცხოვრისის ბენეფიციართა კომუნალური ხარჯების ანაზღაურება ხორციელდება მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში (იანვარი, თებერვალი, მარტი, დეკემბერი), ხოლო სოციალური დახმარების სხვა დანარჩენი სახეები ერთჯერადია და მათი გაცემა წელიწადში ერთხელ ხდება.
ა) მზრუნველობამოკლებულ პირთა ყოველდღიური ერთჯერადი კვებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060301);
ბ) სადღესასწაულო დღეების დახმარება (ქვეპროგრამის კოდი 060307);
გ) უმწეო ოჯახების შეშით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 060311);
დ) უმწეო ოჯახების სამშენებლო მასალებით უზრუნველყოფა (ქვეპროგრამის კოდი 0606);
ე) მოქალაქეთა მოთხოვნის და მათი სოციალური სტატუსის გათვალისწინებით სოციალური დაცვის განყოფილების მიერ ხორციელდება სხვადასხვა სახის შუამდგომლობების გაწევა უწყებებთან და ორგანიზაციებთან, გარდა ამისა, გუბერნატორის ადმინისტრაციიდან შემოსული წერილის საფუძველზე მოქალაქეები მერიის შუამდგომლობით მოიპოვებენ I ხარისხის სამასალე მერქნით სარგებლობის უფლებას.
ა) 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირებისთვის, ასევე საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის ერთჯერად ფულად დახმარებას 300 (სამასი) ლარის ოდენობით;
ბ) მეორე მსოფლიო ომის ვეტერანის ან საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილის გარდაცვალების შემთხვევაში ვეტერანის ოჯახს უფლება აქვს ისარგებლოს ერთჯერადი დახმარებით 300 (სამასი) ლარის ოდენობით მიმდინარე კალენდარული წლის განმავლობაში. აღნიშნული თანხები გაიცემა დევნილ ვეტერანებზეც;
გ) მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის საზღაური თვეში 100 (ასი) ლარის ოდენობით;
დ) ომის ვეტერანთა ზუგდიდის კავშირის ფინანსური უზრუნველყოფა ამავე კავშირის თავმჯდომარის მომართვის საფუძველზე ყოველი თვის ბოლო რიცხვებში;
ე) აგვისტოს თვეში, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში დაღუპული, ქალაქ ზუგდიდში რეგისტრირებული – ბადრი ბერანძის ოჯახის (შვილის სრულწლოვანებამდე) ფინანსური ხელშეწყობა 1000 (ერთი ათასი) ლარის ოდენობით.
2. დახმარების მისაღებად გარდაცვლილი ვეტერანის ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
გ) ვეტერანის მოწმობის ასლი;
დ) გარდაცვლილთან ნათესაური კავშირის ან მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ე) ვეტერანი დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. 9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით თანხის მისაღებად ვეტერანმა ან მასთან გათანაბრებულმა პირმა უნდა წარადგინოს:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობა;
გ) ვეტერანის მოწმობა;
დ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილის მოწმობა;
ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. მომვლელის საჭიროების მქონე ვეტერანის მოვლის დასაფინანსებლად მერიაში უნდა წარმოადგინონ:
ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ) ვეტერანის პირადობის მოწმობა;
გ) ვეტერანის მოწმობა;
დ) დევნილი ვეტერანის შემთხვევაში დევნილის მოწმობა;
ე) ექიმის მიერ გაცემული სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა), სადაც მითითებულია მომვლელის საჭიროება;
ვ) განმცხადებლის პირადობის მოწმობა;
ზ) განმცხადებლის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი;
თ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) შვილის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) მარტოხელა მშობლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება, რომელთაც ჰყავთ 18 წლამდე ასაკის 4 ან მეტი შვილი, ერთჯერადი წლიური დახმარება. დახმარების თანხა: 4 შვილზე – 400 (ოთხასი) ლარი, 5 შვილზე – 500 (ხუთასი) ლარი, 6 შვილზე – 600 (ექვსასი) ლარი, 7 შვილზე – 700 (შვიდასი) ლარი, 8 შვილზე – 800 (რვაასი) ლარი, 9 შვილზე – 900 (ცხრაასი) ლარი და ა. შ. (ქვეპროგრამის კოდი 060303).
ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობების ასლები;
ა.დ) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
3. დედ-მამით ობოლი 18 წლამდე ასაკის ბავშვებზე ყოველთვიური დახმარება 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (ქვეპროგრამის კოდი 060303).
ა) დახმარების მისაღებად მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) ბავშვის დედის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.გ) ბავშვის მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.დ) მეურვის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ე) ობოლი ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
ა.ვ) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ზ) მეურვის საბანკო ანგარიშის ნომერი.
4. ტყუპი შვილის შეძენისას (ახალშობილი) ერთჯერადი წლიური დახმარების თანხა 500 (ხუთასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060303).
ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) მშობლის (დედის ან მამის) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ბავშვების დაბადების მოწმობის ასლები;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
5. პირველი – მეორე შვილის (ახალშობილის) შეძენისას (უმწეო ოჯახები – სარეიტინგო ქულა 65000-ზე ნაკლები) – ერთჯერადი წლიური დახმარება 200 (ორასი) ლარი (ქვეპროგრამის კოდი 060303).
ა) დახმარების მისაღებად მშობელმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) მშობლის(დედის ან მამის )პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა სოციალური მომსახურების სააგენტოდან უმწეობის შესახებ
ა.დ) ბავშვ(ებ)ის დაბადების მოწმობის ასლ(ებ)ი;
ა.ე) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი.
6. ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა ყოველთვიური 100 (ასი)-ლარიანი დახმარება სტატუსის მოხსნამდე.
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი, დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი;
ა.გ) ძალადობის მსხვერპლის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი (შემაკავებელი ორდერი);
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ა) შშმ და სმენადაქვეითებულთა დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი; ა.გ) შშმ სტატუსის (1 ჯგუფი) ან სმენადაქვეითებულის დამადასტურებელი ცნობა;
ა.დ) ოჯახის წევრის შემთხვევაში ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა);
ა.ე)მეურვის არსებობისას მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბ) 18 წლამდე ასაკის შშმ და მძიმე ქრონიკული ავადმყოფობის მქონე ბავშვის დახმარების მისაღებად მშობელმა ან მეურვემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ბ.ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ.ბ) მშობლის (მეურვის) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.გ) ბავშვის (18 წლამდე) შშმ სტატუსის დამადასტურებელი ცნობა ან სამედიცინო დაწესებულებიდან ქრონიკული ავადმყოფობის დამადასტურებელი სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა);
ბ.დ) ბავშვის პირადობის მოწმობა (არარსებობისას რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი);
ბ.ე) ბავშვის დაბადების მოწმობა;
ბ.ვ) მეურვის არსებობისას მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ.ზ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
გ) ონკოლოგიურმა ავადმყოფმა დახმარების მისაღებად უნდა წარმოადგინოს:
გ.ა) განცხადება მერის სახელზე;
გ.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
გ.გ) სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა);
გ.დ) ანგარიშფაქტურა სამედიცინო დაწესებულებიდან;
გ.ე) ბენეფიციარის საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. შშმ პირთა სტატუსის მქონე ბენეფიციართა (მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე) და მომვლელის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ხანდაზმულის (ქალები 60 წლის და მამაკაცები 65 წლის ასაკიდან) შინ მოვლის პროგრამით ისარგებლებენ სოციალურად დაუცველი (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) ის ოჯახები, რომელთაც ჰყავთ მუდმივი ზრუნვის საჭიროების მქონე მწოლიარე ან ეტლით მოსარგებლე ავადმყოფი. ოჯახის შემადგენლობა განისაზღვროს ავადმყოფის გარდა მხოლოდ 1 ან 2 (სრულწლოვანი) წევრით, რომლებიც უშუალოდ არიან დაკავებული ავადმყოფის მოვლით და ამ მიზეზით ვერ საქმდებიან. მოქალაქეთა შერჩევა მოხდება სოციალურ საკითხთა შემსწავლელი კომისიის მიერ. დახმარების თანხა 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაირიცხება ყოველთვიურად მომვლელის პირად ანგარიშზე (ქვეპროგრამის კოდი 060304).
ა) დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა) მითითებით, რომ ავადმყოფი საჭიროებს მუდმივ მზრუნველობას;
ა.გ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);
ა.დ) მომვლელის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
ა.ე) მომვლელის ანგარიშის ნომერი;
ა.ვ) ავადმყოფის პირადობის მოწმობის ასლი.
ა) დახმარების მისაღებად ბენეფიციარმა (ან მეურვემ) მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) განმცხადებლის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) 18 წლამდე ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი;
ა.დ) ბავშვის დედის ან მამის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.ე) მეურვეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ა) დახმარების მისაღებად ოჯახის წევრმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) ხანდაზმულის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) ოჯახის წევრის ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტი (დაბადების ან ქორწინების მოწმობა ან მემკვიდრეობის ცნობა);
ა.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ა) დახმარების მისაღებად დაზარალებულმა მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა სამაშველო სამსახურიდან ხანძრის შემთხვევაში;
ა.დ) სხვა სტიქიური მოვლენების დროს (ხანძრის გარდა) სოციალური სტატუსის ( 65.000-ზე ნაკლები ქულით) დამადასტურებელი ცნობა;
ა.ე) სოციალური კომისიის ექსპერტის მიერ მომზადებული ხარჯთაღრიცხვა სტიქიური მოვლენების შემთხვევაში;
ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
2. ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული უსახლკაროდ დარჩენილი ყველაზე მძიმე ეკონომიკურ პირობებში მცხოვრები 80 უმწეო კატეგორიის (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) ოჯახის დახმარება ყოველთვიურად ბინის ქირის გადახდის მიზნით, თითოეულ ოჯახზე თვეში 110 (ას ათი) ლარის ფარგლებში (ქვეპროგრამის კოდი 060309).
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.გ) ცნობა რეესტრიდან ქონების არარსებობის შესახებ;
ა.დ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);
ა.ე) ქირავნობის ხელშეკრულება ნოტარიუსით დამოწმებული;
ა.ვ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ა) გათბობის საშუალებებით უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);
ა.გ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბ) კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ბ.ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);
ბ.გ) პირადობის მოწმობის ასლი;
ბ.დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ბ.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს (ქვეპროგრამის კოდი 060310):
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) გარდაცვალების მოწმობის ასლი;
ა.გ) ოჯახის წევრის დევნილის მოწმობის ასლი;
ა.დ) ოჯახის წევრის პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ე) გარდაცვლილის პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;
ა.ვ) ნათესაური კავშირის დამადასტურებელი დოკუმენტები (მეუღლის ქორწინების მოწმობა ან შვილის დაბადების მოწმობის ასლი);
ა.ზ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულა 65.000-ზე ნაკლები);
ა.თ) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ბ) განსაკუთრებული საჭიროების მქონე (მარტოხელა პენსიონერი, შშმ პირი, სოციალურად დაუცველი, ონკოლოგიური ავადმყოფი) დევნილის ერთჯერადი დახმარების მისაღებად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ბ.ა) განცხადება მერის სახელზე;
ბ.ბ) პირადობის და დევნილის მოწმობის ასლები;
ბ.გ) შშმ სტატუსის ან სამედიცინო ცნობა (ფორმა IV-100/ა) და სხვა დამატებითი დოკუმენტები;
ბ.დ) უმწეობის დამადასტურებელი ცნობა (სარეიტინგო ქულა 65.000-ზე ნაკლები);
ბ.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ა) კვების უზრუნველსაყოფად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);
ა.გ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.დ) სხვა არსებული დოკუმენტები;
ა.ე) დევნილის შემთხვევაში დევნილის მოწმობის ასლი.
ა) ხარჯების ასანაზღაურებლად მოქალაქემ მერიაში უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) ჰემოდიალიზის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (ფორმა №4-100/ა) შესაბამისი დაწესებულებიდან(ჰემოდიალიზის პროგრამის პაციენტისთვის);
ა.გ) პერიტონეალური დიალიზის პროგრამაში მონაწილეობის ცნობა (სამედიცინო ცნობა, ფორმა IV-100/ა) (პერიტონეალური დიალიზის ავადმყოფისთვის);
ა.დ) პირადობის მოწმობის ასლი;
ა.ე) საბანკო ანგარიშის ნომერი.
ა) დახმარების მისაღებად მოქალაქემ უნდა წარმოადგინოს:
ა.ა) განცხადება მერის სახელზე;
ა.ბ) ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზიდან (სარეიტინგო ქულით 65 000-ზე დაბალი);
ა.გ) პირადობის მოწმობის ასლი.
2. მერიის ჯანმრთლობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური პასუხისმგებელია დახმარების მიმღებთა (ბენეფიციართა) სიების კომპიუტერულ დამუშავებაზე.
2. სოციალური დახმარების გაცემის საკითხის გადაწყვეტა ხდება ინდივიდუალურად, ყოველი კონკრეტული შემთხვევის არსებითად და ყოველმხრივ შესწავლის საფუძველზე.
3. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა ჯანდაცვის პროგრამის (კოდი 060312) განხორციელების წესი
ა) ტომოგრაფია (კომპიუტერული ტომომოგრაფია, მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია), კორონაროგრაფია, აუდიომეტრია მხოლოდ 0-6 წლამდე ბავშვებისთვის – მაქსიმალური ლიმიტი – 250 (ორას ორმოცდაათი) ლარი წელიწადში ერთხელж
ბ) C ჰეპატიტის პირველადი დიაგნოსტიკის თანადაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი – 200 (ორასი) ლარი წელიწადში ერთხელ.
გ) სტაციონარული სამედიცინო მომსახურება:
გ.ა) ოპერაციების თანადაფინანსება იმ პირებისთვის, რომლებსაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა ან რომელიმე კერძო სადაზღვევო კომპანია უფინანსებს ოპერაციის ღირებულების ნაწილს. თანადაფინანსების ოდენობა განისაზღვროს შემდეგნაირად: 500 (ხუთასი) ლარამდე – 100%, 500 (ხუთასი) ლარიდან 2000 (ორი ათასი) ლარამდე – 50%; მაქსიმალური ლიმიტი 2 000 (ორი ათასი) ლარზე ზევით – 1000 (ერთი ათასი) ლარი, მოსარგებლეები:
გ.ა.ა) სოციალურად დაუცველები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები);
გ.ა.ბ) შშმ პირები;
გ.ა.გ) ონკოლოგიური ავადმყოფები;
გ.ა.დ) პენსიონერები;
გ.ა.ე) 0-18 წლამდე ასაკის ბავშები.
გ.ბ) ოპერაციების (გარდა პლასტიკური და რეპროდუქტოლოგიური ქირურგიისა), რომელთა ღირებულება არ ფინანსდება საყოველთაო ჯანდაცვის, კერძო სადაზღვევო კომპანიის ან რეფერალური პროგრამებიდან დაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი 1 000 (ერთი ათასი) ლარი წელიწადში ერთხელ.
დ) აუტიზმით, ბავშვთა ცერებრული დამბლით, დაუნის სინდრომით დაავადებული 0-18 წლამდე ბავშვების აბილიტაცია/რეაბილიტაციის პროგრამა:
დ.ა) აუტიზმის აბილიტაციის პროგრამა – 20 ბავშვისთვის, ყოველთვიურად 315 (სამას თხუთმეტი) ლარი;
დ.ბ) ბავშვთა ცერებრალური დამბლით და დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვების სარეაბილიტაციო მკურნალობის თანადაფინანსება – მაქსიმალური ლიმიტი – 1000 (ერთი ათასი) ლარი, წელიწადში ერთხელ.
ე) ძვირადღირებული მედიკამენტები (რომელთა ღირებულება აღემატება 50 (ორმოცდაათი) ლარს) – მაქსიმალური ლიმიტი – 250 (ორასორმოცდაათი) ლარი წელიწადში ერთხელ, მოსარგებლეები:
ე.ა) სოციალურად დაუცველი პირები (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები);
ე.ბ) შშმ პირები;
ე.გ) ონკოლოგიური ავადმყოფები;
ე. დ) 0-18 წლამდე ბავშვები;
ე.ე) ქრონიკული დაავადებების (ბრონქული ასთმა, ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, გლაუკომა, გულის იშემიური დაავადება, ეპილეფსია) მქონე პირები;
ვ) მედიკამენტების დაფინანსება ხანდაზმული (ქალები 60 წელზე ზევით, მამაკაცები 65 წელზე ზევით) უმწეო (სარეიტინგო ქულა 65 000-ზე ნაკლები) პენსიონერებისთვის-მაქსიმალური ლიმიტი 200 (ორასი) ლარი, წელიწადში ერთხელ.
ა) განცხადებას;
ბ) პროგრამით მოსარგებლის და განმცხადებლის პირადობის მოწმობის (საჭიროების შემთხვევაში დევნილის მოწმობის) ქსერო ასლებს, დაბადების მოწმობის ასლს და რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს/ცნობას ბავშვების შემთხვევაში (თუ არა აქვთ პირადობის მოწმობა);
გ) სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციას – ფორმა IV-100/ა-ს (დედანი);
დ) ანგარიშფაქტურას (დედანი);
ე) საჭიროების შემთხვევაში სოციალურად დაუცველის (უმწეობის) დამადასტურებელ დოკუმენტს;
ვ) საჭიროების შემთხვევაში შშმ პირის სტატუსის დამადასტურებელ დოკუმენტს;
ზ) ოპერაციის თანადაფინანსების შემთხვევაში მიმართვას საყოველთაო ჯანდაცვიდან ან სადაზღვევო კომპანიიდან მათ მიერ დაფინანსებული თანხის მითითებით(დამოწმებული ბეჭდით);
თ) სპეციალიზებული საკვების თანხის დაფინანსების შემთხვევაში – დამატებით:
თ.ა) მშობლის საბანკო ანგარიშის ნომერი;
თ.ბ) ჩარიცხული თანხის მიზნობრივი ხარჯვის დამადასტურებელი დოკუმენტაცია.
ა) აქვს პროგრამის სამიზნე ჯგუფის სერვისის განხორციელების სულ მცირე 6 თვის გამოცდილება;
ბ) უზრუნველყოფს შესაბამის სერვისს მულტიდისციპლინური გუნდი. ამასთან, ქცევითი თერაპევტი არის ბავშვის ქცევითი აშლილობების მართვის უნარ-ჩვევების მქონე დიპლომირებული ან სერტიფიცირებული სპეციალისტი – ფსიქოლოგი, სპეციალური პედაგოგი ან სხვა, რომელსაც გავლილი აქვს გამოყენებითი ქცევითი ანალიზის ბაზისური მომზადება;
გ) უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერალურ-ტექნიკური ბაზით.
2. პროგრამაში ჩასართავად წარსადგენი დოკუმენტაცია:
ა) მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამედიცინო ცნობა (ფორმა №IV-100/ა), რომლის მოქმედების ვადა უნდა იყოს დოკუმენტაციის განმახორციელებელთან წარდგენის თარიღამდე არაუმეტეს 5 თვე და რომელშიც მითითებული უნდა იყოს პირის ძირითადი დიაგნოზი და დიაგნოსტიკისთვის აუცილებელი სულ მცირე ADOS ტესტირების შედეგი;
ბ) შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
გ) ვაკანტურ ადგილას პრიორიტეტულად ერთვება ჩართვის მომენტისათვის რიგში მყოფი ყველაზე მცირე ასაკის პირი.
3. მოსარგებლისათვის საგარანტიო წერილის ავტომატურ გაუქმებას იწვევს:
ა) მიმწოდებელთან გამოუცხადებლობა განმახორციელებლის მიერ გაცემული ქვეპროგრამაში ჩართვის წერილის ვალიდურობის თარიღამდე;
ბ) მოსარგებლის მიერ ინდივიდუალური წლიური გეგმით თვეში განსაზღვრული ვიზიტების რაოდენობის 20% და მეტის გამოუყენებლობა თვის მანძილზე, გარდა ,,გ“ პუნქტით გათლისწინებული შემთხვევებისა.
გ) საგარანტიო წერილის ავტომატურად გაუქმების მიზეზად არ ჩაითვლება შემთხვევა:
გ.ა) თუ დარღვევა გამოწვეულია მოსარგებლის ჯანმრთელობის მდგომარეობით და დასტურდება ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტაციით;
გ.ბ) მოსარგებლის აქტიური სოციალური სტატუსის ხელშეწყობის (კურორტული დასვენება, კულტურული, შემეცნებითი და სპორტული გასვლები) მიზნით არაუმეტეს 1 თვის საგარანტიოს პროპორციული სეანსების გაცდენა წლის განმავლობაში;
გ.გ) დაწესებულების ფუნქციონირების დროებითი შეჩერების გამო მოსარგებლის მიერ საგარანტიო წერილის გამოუყენებლობის შემთხვევაში.
2. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება ფინანსდება არამატერიალიზებული საგარანტიო წერილის საშუალებით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით, მაგრამ არაუმეტეს თვეში 315 (სამას თხუთმეტი) ლარისა.
3. მიმწოდებელი ვალდებულია განმახორციებელს წარუდგინოს საანგარიშგებო დოკუმენტაცია არაუგვიანეს შესრულებული სამუშაოს მომდევნო თვის 10 რიცხვისა.
4. ანგარიშგებისას მიმწოდებლის მიერ წარდგენილი უნდა იყოს ხარჯის დამადასტურებელი დოკუმენტი, დადგენილი ფორმის შემთხვევათა რეესტრი, რომელსაც ამტკიცებს განმახორციელებელი.
5. განმახორციელებელი უფლებამოსილია დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტაცია განიხილოს შემდეგი თვის დოკუმენტაციასთან ერთად. ამასთან, დაგვიანებით წარდგენილი დოკუმენტები არ განიხილება, თუ შესაბამისი პროგრამით განსაზღვრული პირობების გაწეული მომსახურების დასრულებიდან გასულია 3 საანგარიშგებო თვეზე მეტი.
6. შესრულებულ მომსახურებად უნდა ჩაითვალოს იმავე საანგარიშგებო თვეში პაციენტისათვის მიწოდებული მომსახურების მოცულობა.
7. პროგრამით გათვალისწინებული მომსახურებით (მ.შ. წლიური გეგმის შესაბამისად თერაპიული სეანსების მისაღებად თვეში 15 ვიზიტი) უზრუნველყოფა ხდება სრულად პროგრამისთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში, პაციენტის მხრიდან თანაგადახდის გარეშე.
2. სრულყოფილი დოკუმენტაციის შემთხვევაში გადაწყვეტილების მიღება ხდება მერის ბრძანების საფუძველზე.
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარებისა და ჯანდაცვის პროგრამების განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ
ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიგიორგი თოდუა
დანართი №1 ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2017 წლის ბიუჯეტით განსაზღვრული ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ (ადგილობრივი და დევნილი) პირთა სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების წესი ეს წესი განსაზღვრავს ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული მოსახლეობისათვის ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან (შემდგომში – მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი) სოციალური დახმარების გაცემის პირობებსა და პროცედურებს, მიმღებთა (ბენეფიციართა) კატეგორიებს, მათ მიერ ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიაში (შემდგომში – მერია) წარმოსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას და დახმარების სახით გასაცემი თანხის ოდენობებს. მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა და დევნილთა სამსახური უზრუნველყოფს დახმარების მიმღებთა ოჯახებში მომხდარი ცვლილებ(ებ)ის სისტემატურ შემოწმებას (ცვლილებ(ა)(ებ)ში იგულისხმება ბენეფიციართა ახალი ოჯახ(ებ)ის გამოვლენა ან გაუქმება), რის საფუძველზეც შეაქვს შესაბამისი შესწორებები (დახმარების გაუქმება, შეწყვეტა, აღდგენა), დაუშვებელია ფულადი სოციალური დახმარებების გაცემა ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული დევნილი მოსახლეობისათვის, იმ შემთხვევაში, თუ ისინი არიან ამ წესით გათვალისწინებული ანალოგიური სოციალური პროგრამებით დახმარების მიმღებნი.