ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№313
სარეგისტრაციო კოდი
330090000.10.003.020023
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 05/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №313

2017 წლის 3 ივლისი

ქ. თბილისი

 

ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1
„სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,  ბახმაროს  მიენიჭოს სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსი და დამტკიცდეს ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიების საზღვრების აღწერილობა, თანდართული დანართის მიხედვით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს 2017 წლის 5 ივლისიდან.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი



დანართი 
ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორია

ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის საზღვარი დგინდება ქვემოთ ჩამოთვლილი წერტილების მიხედვით:

ა)  №1. კურორტ ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის  საზღვრის საწყისი წერტილი მიუყვება ხევს სამხრეთ-დასავლეთის მიმართულებით (27˚74'19"N, 46˚38'640"E);

ბ) №2. მდინარე ბახვისწყლის ხეობის კვეთით (27˚54'20"N, 46˚38'043"E);

გ) №3. სამხრეთით გადადის ოზურგეთი-ჩოხატაურის მუნიციპალიტეტების საზღვარზე, საიდანაც გადადის საჰარა-მესხეთის ქედის სამხრეთით (27˚53'33"N, 46˚32'879"E);

დ) №4. გურია-აჭარის ა.რ.-ის სამხარეო-ადმინისტრაციული საზღვრისკენ (27˚74'20"N, 46˚32'394"E);

ე) №5. გადადის გადრეკილი-ზოტიყელის გზაზე, რომელსაც მიუყვება ჩრდილოეთით, დაახლოებით 3 კმ-ის მანძილზე,  (28˚11'75"N, 46˚33'331"E);

ვ) №6. ჩრდილოეთით (28˚11'96"N, 46˚34'930"E);

ზ) №7. მთა გადრეკილზე – ზ.დ. 2500 მ (28˚12'96"N, 46˚36'380"E);

თ) №8. ჩრდილო-დასავლეთით, ბახმაროს უღელტეხილის (ზ.დ. 1950 მ) კვეთით გადადის ჩოხატაური-ბახმაროს საავტომობილო გზაზე (27˚98'89"N, 46˚37'360"E);

ი) №9. შემდეგ გადადის ჩრდილოეთით, გზის პარალელურად – 200 მეტრის მოშორებით და გრძელდება მზის ჩასვლის გორამდე – ზ.დ. 2200 მ აქედან საზღვარი მიუყვება ქედს ჩრდილოეთის მიმართულებით, ხოლო შემდეგ იგი ხევში გრძელდება (27˚82'82"N, 46˚37'860"E). 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 03.07.2017.
როდის იქნა მიღებული „ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“?
„ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 03.07.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №313. სარეგისტრაციო კოდი — 330090000.10.003.020023.
რამდენი მუხლისგან შედგება „ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
სად არის „ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 03.07.2017 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „ბახმაროსთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“, №313, 03.07.2017, სარეგისტრაციო კოდი 330090000.10.003.020023 (კონსოლიდირებული რედაქცია 03.07.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3730861/