რეპო გარიგებების ჩარჩო მოდალური ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 04.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი
ნომერი №100/04
სარეგისტრაციო კოდი 220010000.18.011.016249
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 05/07/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.07.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| ეროვნული ბანკის პრეზიდენტი კობა გვენეტაძე | ეროვნული ბანკის პრეზიდენტი |
| № | ბანკის დასახელება |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდების რეესტრის წარმოებისა და ფლობის წესის დამტკიცების თაობაზე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მოძრავი ნივთის უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას/რეალიზაციისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ნივთების უპირობო აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის პირობიანი აუქციონის ფორმით პრივატიზებისას ნასყიდობის ხელშეკრულების ტიპური ფორმის, უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ტიპური ფორმისა და იჯარის ხელშეკრულების ტიპური ფორმის დამტკიცების შესახებ ლენტეხის მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვის მიზნით გამოცხადებულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ტიპური ფორმების დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის ქონების ელექტრონულ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
რეპო გარიგებების ჩარჩო მოდალური ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის
ბრძანება
№100/04
2017 წლის 4 ივლისი
ქ. თბილისი
რეპო გარიგებების ჩარჩო მოდალური ხელშეკრულების დამტკიცების თაობაზე
„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტისა და, IV თავის შესაბამისად, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗
დამტკიცდეს რეპო გარიგებების ჩარჩო მოდალური ხელშეკრულება.
მუხლი 2🔗
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ეროვნული ბანკის პრეზიდენტიკობა გვენეტაძე
დანართი
რეპო გარიგებების ჩარჩო მოდალური ხელშეკრულება
ქ. თბილისი
მუხლი 1🔗. ხელშეკრულების მიზანი
1.1 ამ ხელშეკრულების მიზანია ხელშეკრულების მონაწილეებს შორის რეპო გარიგებების სამართლებრივი ჩარჩოს შექმნა, მხარეთა უფლებებისა და ვალდებულებების განსაზღვრა და რეპო გარიგებებიდან გამომდინარე ურთიერთობების დარეგულირება.
მუხლი 2🔗. ხელშეკრულების საგანი
2.1 ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენს ხელშეკრულების ერთი მონაწილის მიერ მეორე მხარისათვის ფასიანი ქაღალდების მიყიდვა და შემდგომში იმავე ან ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდების გამოსყიდვა (შემდგომში „რეპო გარიგება“) ამ ხელშეკრულებისა და რეპო გარიგებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
2.2 ამ ხელშეკრულების მიზნებისათვის რეპო გარიგებები შეიძლება დაიდოს შემდეგ ფასიან ქაღალდებზე (შემდგომში „ფასიანი ქაღალდები“): საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ობლიგაციები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებები, საქართველოს ეროვნული ბანკის სადეპოზიტო სერტიფიკატები, ლარით დენომინირებული საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების ობლიგაციები და ლარით დენომინირებული სხვა სასესხო ფასიანი ქაღალდები.
2.3 რეპოში მონაწილე ფასიანი ქაღალდები იდენტიფიცირდება ფასიანი ქაღალდების საიდენტიფიკაციო ნომრით.
2.4 ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული რეპო გარიგებების განხორციელება შეუძლიათ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მოქმედ კომერციულ ბანკებს.
2.5 ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე აღნიშნული ხელშეკრულების დებულებების გამოყენება შეუძლია სხვა ნებისმიერ პირს, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად უფლებამოსილია გააფორმოს ფინანსური გირაოს შეთანხმება. ასეთ შემთხვევაში არ გამოიყენება ამ ხელშეკრულების მე-8, მე-11, მე-12, მე-15 მუხლები, ასევე მე-14 მუხლის 2–7 ქვეპუნქტები და ხელშეკრულების შესაბამისი დანართები.
მუხლი 3🔗. ტერმინთა განმარტებანი
3.1 რეპო გარიგება – ფასიანი ქაღალდების გაყიდვა, შემდგომში იმავე ან ექვივალენტური ფასიანი ქაღალდების წინასწარ შეთანხმებული პირობებით უკან მიყიდვის ვალდებულებით.
3.2 მყიდველი – ანგარიშსწორების თარიღზე ფასიანი ქაღალდების მყიდველი. რეპოს დაფარვის თარიღზე ფასიანი ქაღალდების გამყიდველი.
3.3 გამყიდველი – ანგარიშსწორების თარიღზე ფასიანი ქაღალდების გამყიდველი. რეპოს დაფარვის თარიღზე ფასიანი ქაღალდების მყიდველი.
3.4 რეპო გარიგების თარიღი – დღე, როდესაც მოხდა მხარეებს შორის შეთანხმება რეპო გარიგების განხორციელებაზე.
3.5 ანგარიშსწორების თარიღი – დღე, როდესაც მყიდველი გამყიდველს გადასცემს რეპო გარიგებით გათვალისწინებულ თანხას, ხოლო გამყიდველი მყიდველს გადასცემს რეპო გარიგებით გათვალისწინებულ ფასიან ქაღალდებს, ამ გარიგების პირობების შესაბამისად.
3.6 რეპოს დაფარვის თარიღი – დღე, როდესაც მყიდველი ვალდებულია გადასცეს გამყიდველს ფასიანი ქაღალდები და გამყიდველი ვალდებულია გადაუხადოს მყიდველს რეპოს ნომინალურ ღირებულებას დამატებული დარიცხული სარგებელი.
3.7 რეპო საპროცენტო სარგებელი – თანხა, რომელიც გამოისახება მეასედებამდე დამრგვალებული ათწილადის სახით და რომლის ოდენობა გამოითვლება შემდეგი ფორმულით:
R = r × n × t/act, სადაც:
R - რეპოს საპროცენტო სარგებელი;
r - რეპოს საპროცენტო განაკვეთი;
n - რეპოს ნომინალური ღირებულება;
t - დღეების რაოდენობა ანგარიშწორებასა და დაფარვის თარიღებს შორის;
act - დღეების რაოდენობა წელიწადში.
3.8 რეპო საპროცენტო განაკვეთი – წლიური სასესხო საპროცენტო განაკვეთი, რომელიც გამოიყენება რეპოს სარგებლის დასათვლელად.
3.9 ფასიანი ქაღალდის საბაზრო ფასი – ბანკების მიერ ბლუმბერგში ამ ფასიან ქაღალდებზე გამოქვეყნებული მიმდინარე ღირებულებების საშუალო ინდიკატური მაჩვენებელი, რომელიც გამოისახება ათწილადის სახით.
3.10 ფასიანი ქაღალდების ფასი – გარიგებაში მონაწილე მხარეების მიერ კონკრეტული რეპო გარიგებისათვის დადგენილი, რეპო გარიგებაში გამოყენებული ფასიანი ქაღალდების ღირებულება.
3.11 რეპოს ნომინალური ღირებულება – ანგარიშსწორების დღეს მყიდველის მიერ გამყიდველისთვის გადასახდელი თანხა, რომელიც უდრის სხვაობას ფასიანი ქაღალდების ფასსა და მარჟის ოდენობას შორის.
3.12 რეპოს დაფარვის თანხა – რეპოს დაფარვის დღეს გამყიდველის მიერ მყიდველისთვის გადასახდელი თანხა, რომელიც უდრის რეპოს ნომინალური ღირებულებისა და რეპოს სარგებლის ჯამს.
3.13 მარჟის განაკვეთი – მყიდველსა და გამყიდველს შორის წინასწარ შეთანხმებული პროცენტული მაჩვენებელი, რომლის მიხედვით გამოითვლება მარჟის ოდენობა.
3.14 მარჟის ოდენობა – თანხა, რომელიც აკლდება ფასიანი ქაღალდების ფასს რეპოს ნომინალური ღირებულების გამოსათვლელად, და რომელიც გაიანგარიშება ფასიანი ქაღალდების ფასის მარჟის განაკვეთზე გამრავლებით.
3.15 ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდი – ფასიანი ქაღალდი წარმოადგენს რეპო გარიგების ფარგლებში შეძენილი თავდაპირველი ფასიანი ქაღალდის (მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა შეძენილი ფასიანი ქაღალდის კონვერტაცია, დანაწევრება, კონსოლიდაცია ან დაფარვა) ეკვივალენტურს, თუ ის არის იმავე ფასიანი ქაღალდების ემიტენტის; იმავე ემისიის შემადგენელი ფასიანი ქაღალდი; და იდენტური ტიპისა (კლასის) და ნომინალური ღირებულების.
3.16 განთავსების თარიღი – ეროვნული ბანკის მიერ ამ ხელშეკრულების დანართი №2-ის ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების თარიღი, რომელიც გამოიყენება დანართი №2-ის ძალაში შესვლის მომენტის განსაზღვრისათვის.
3.17 შესასყიდი ფასიანი ქაღალდი – რეპო გარიგების პირველადი ტრანზაქციის ფარგლებში გამყიდველის მიერ მყიდველისათვის მისაწოდებელი შეთანხმებული ფასიანი ქაღალდები.
3.18 დეფოლტი - ამ ხელშეკრულების მე-10 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევა.
3.19 კონფიდენციალური ინფორმაცია – ნებისმიერი ტექნიკური ან/და კომერციული ინფორმაცია, რომელიც არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი და მიჩნეულია ასეთად ხელშეკრულების მონაწილე მხარის მიერ.
მუხლი 4🔗. ზოგადი დებულებები
4.1 ამ ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეებს უფლება აქვთ, დადონ რეპო გარიგებები, რომელშიც ერთი მხარე თანახმაა მიყიდოს მეორე მხარეს, ფასიანი ქაღალდები მყიდველის მიერ გამყიდველისათვის შესყიდვის თანხის გადახდის სანაცვლოდ, იმავდროული შეთანხმებით, რომ მყიდველი მიყიდის გამყიდველს იმავე ან ეკვივალენტურ ფასიან ქაღალდებს გარკვეული, შეთანხმებული თარიღის დადგომის დღეს ან მოთხოვნისთანავე მყიდველის მიერ გამყიდველისათვის გამოსყიდვის თანხის გადაცემის სანაცვლოდ, თუ გამოსყიდვის თარიღი არაა მითითებული.
4.2 რეპო გარიგებით გათვალისწინებული დაფარვის თარიღის დადგომამდე, მყიდველი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ გამოიყენოს და განკარგოს ნაყიდი ფასიანი ქაღალდები.
4.3 ხელშეკრულების ყველა მონაწილე იღებს ვალდებულებას ბლუმბერგის სიტემაში, შესაბამის გვერდზე, გამოაქვეყნოს მის საკუთრებაში არსებული ფასიანი ქაღალდების ყიდვისა და გაყიდვის ინდიკატიური ფასები.
4.4 წინამდებარე ხელშეკრულების მხარეები ვალდებულებას იღებენ არ გათქვან ან სხვაგვარად არ გახადონ მესამე პირებისათვის ხელმისაწვდომი კონფიდენციალური ინფორმაცია ხელშეკრულების ფარგლებში დადებულ რეპო გარიგებებთან დაკავშირებით, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
4.5 ხელშეკრულების ფარგლებში დადებული რეპო გარიგებების მხარეები თავისუფლდებიან ამ ხელშეკრულებით და/ან გარიგებით გათვალისწინებული მათი ვალდებულებების სრული ან ნაწილობრივი შეუსრულებლობით გამოწვეული პასუხისმგებლობისაგან, თუ ეს დაკავშირებულია დაუძლეველ გარემოებებთან (სტიქიური უბედურება, სამხედრო მოქმედება, სახელმწიფო ხელისუფლების და მმართველობის ორგანოების აქტები – შემდგომში „ფორსმაჟორული“ გარემოება), ან სხვა გარემოება, რომლებიც შეუძლებელს ან/და გაუმართლებელს ხდის ამ ხელშეკრულებით ან/და გარიგებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას, რომლებიც წარმოიშვა ხელშეკრულების დადების შემდეგ და რომელთა გათვალისწინება და თავიდან აცილება მხარეებს არ შეეძლოთ. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან „ფორსმაჟორული“ გარემოების არსებობის განმავლობაში.
4.6 პუნქტით გათვალისწინებული „ფორსმაჟორული“ გარემოების არსებობის შემთხვევაში, მხარეებმა უნდა მიიღონ ყველა გონივრული ზომა ასეთი გარემოებით გამოსაწვევი ან/და გამოწვეული ზიანის შემცირებისათვის.
4.7 მხარე ვალდებულია „ფორს-მაჟორული“ გარემოების დადგომის შესახებ დაუყოვნებლივ, წერილობით ან გარიგების მხარეებისათვის მისაღები სხვა ფორმით, აცნობოს მეორე მხარეს.
მუხლი 5🔗. რეპო გარიგების დადება და დადასტურება
5.1 რეპო გარიგების დადება შესაძლებელია ტელეფონით, მხარეებს შორის შეთანხმებული კომუნიკაციის ელექტრონული საშუალებებით, სიტყვიერად (შემდგომი – წერილობითი დადასტურებით) ან წერილობით.
5.2 ანგარიშსწორების დღეს, გამყიდველი ვალდებულია შეძენილი ფასიანი ქაღალდები გადასცეს მყიდველს, რომელიც, თავის მხრივ, ვალდებულია გამყიდველს გადაუხადოს რეპოს ნომინალური ღირებულება.
5.3 კონკრეტულ გარიგებაში მონაწილე ფასიანი ქაღალდების ფასის შეთანხმება ხდება მყიდველსა და გამყიდველს შორის. ფასიანი ქაღალდების ფასის შესათანხმებლად მხარეები იხელმძღვანელებენ ბლუმბერგში გამოქვეყნებული საბაზრო ფასით.
5.4 რეპო გარიგებაში მონაწილე ფასიანი ქაღალდების დაფარვის თარიღები, ხოლო სახაზინო ობლიგაციების შემთხვევაში ბოლო კუპონის გადახდის თარიღი, სულ მცირე ერთი დღით უნდა აღემატებოდეს რეპოს დაფარვის თარიღს.
5.5 რეპო გარიგების მონაწილე მხარეები გარიგების დღეს თანხმდებიან სულ მცირე შემდეგ პირობებზე:
ა. გარიგებაში მონაწილე ფასიანი ქაღალდები;
ბ. ფასიანი ქაღალდების ნომინალური ღირებულება;
გ. ფასიანი ქაღალდების ფასი;
დ. ანგარიშსწორების დღე;
ე. რეპოს დაფარვის დღე;
ვ. რეპოს საპროცენტო განაკვეთი;
ზ. მარჟის განაკვეთი;
თ. რეპოს ნომინალური ღირებულება;
ი. საანგარიშწორებო თანხა რეპოს დაფარვის დღეს.
5.6 თუ გარიგება იდება ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით, გარიგებასთან დაკავშირებული დასტურის ურთიერთგაცვლა წარმოებს ავტომატურად, ბლუმბერგის ელექტრონული სავაჭრო სისტემის მეშვეობით, ხოლო ანგარიშსწორების საკითხები რეგულირდება „სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების ანგარიშსწორების (CSD) სისტემის“ წესების ან/და სხვა წესების შესაბამისად. სხვა შემთხვევაში, გარიგების დადების შემდეგ, მყიდველმა და გამყიდველმა დროულად უნდა გაუგზავნონ ერთმანეთს დასტური სვიფტით ან მხარეებისთვის მისაღები ტელეკომუნიკაციის (ფაქსი, ტელექსი, სხვა) საშუალებით. დასტურში მითითებული უნდა იყოს შესყიდული ფასიანი ქაღალდები, მყიდველისა და გამყიდველის მონაცემები და ყველა ზემოაღნიშნული პირობა, მათ შორის შემდეგი პირობები:
ა. ფასიანი ქაღალდების ანგარიში, რომელზეც გამყიდველი გადარიცხავს ფასიან ქაღალდებს რეპოს ანგარიშსწორების დღეს;
ბ. ანგარიში, რომელზეც მყიდველი გადარიცხავს თანხას რეპოს ანგარიშსწორების დღეს;
გ. ფასიანი ქაღალდების ანგარიში, რომელზეც მყიდველი გადარიცხავს ფასიან ქაღალდებს რეპოს დაფარვის დღეს;
დ. ანგარიში, რომელზეც გამყიდველი გადარიცხავს თანხას რეპოს დაფარვის დღეს.
5.7 დასტური წარმოადგენს იმ პირობების ამომწურავ და დამადასტურებელ საბუთს, რომლებზეც თანხმდებიან მყიდველი და გამყიდველი კონკრეტული გარიგებისათვის.
5.8 ამ მუხლის 5.6 პუნქტით გათვალისწინებული დასტურისა და ამ ხელშეკრულების პირობებს შორის კოლიზიის არსებობის შემთხვევაში დასტურს ენიჭება უპირატესი იურიდიული ძალა.
მუხლი 6🔗. მარჟის მოთხოვნა
6.1 თუ ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასი შემცირდა იმგვარად, რომ ის ნაკლებია რეპოს ნომინალურ ღირებულებაზე, მაშინ მყიდველს უფლება აქვს განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი:
ა. მყიდველს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია მოსთხოვოს გამყიდველს დაუყოვნებლივ გადაუხადოს მას თანხა, რომელიც გაუტოლებს რეპოს ნომინალურ ღირებულებას ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასსა და მარჟის ოდენობას შორის სხვაობას;
ბ. მყიდველს საკუთარი შეხედულებისამებრ შეუძლია მოსთხოვოს გამყიდველს გადაურიცხოს მას საკმარისი საბაზრო ფასის მქონე ფასიანი ქაღალდები, რომელიც აღადგენს თავდაპირველ მარჟას.
6.2 თუ ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასი გაიზრდება რეპოს მარჟის ტოლი ან უფრო მეტი ღირებულებით, მაშინ გამყიდველს უფლება აქვს დაუყოვნებლივ განახორციელოს ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთი:
ა. მოსთხოვოს მყიდველს, გადაუხადოს მას თავდაპირველი მარჟის აღდგენისთვის საკმარისი თანხა.
ბ. მოსთხოვოს მყიდველს, გადაურიცხოს მას თავდაპირველი მარჟის აღდგენისთვის ეკვივალენტური ტიპის ფასიანი ქაღალდების საკმარისი ოდენობა.
6.3 მარჟის მოთხოვნის მოლაპარაკების წარმატებით დასრულების შემთხვევაში მხარეები იტოვებენ უფლებას, შეთანხმდნენ მარჟის აღდგენის ვადაზე.
6.4 თუ მხარეები მარჟის აღდგენას განახორციელებენ თანხის გადარიცხვის საშუალებით, ამ თანხით შემცირდება რეპოს ნომინალური ღირებულება მარჟის აღდგენის თარიღიდან, თუ მარჟის აღდგენა ხდება ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასის შემცირების გამო, ხოლო გაიზრდება, თუ მარჟის აღდგენა ხდება ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასის გაზრდის გამო. შესაბამისად, შეიცვლება რეპოს საგებელიც, რომელიც გამოითვლება რეპოს ნომინალური ღირებულების ფაქტობრივად გამოყენებული თანხის და ფაქტობრივად გამოყენებული დღეების გათვალისწინებით. თუ მხარეები სხვაგვარად არ არიან შეთანხმებულნი.
6.5 თუ მხარეები მარჟის აღდგენას განახორციელებენ ფასიანი ქაღალდების გადარიცხვის საშუალებით, ამ ფასიანი ქაღალდების ოდენობით გაიზრდება გარიგებაში მონაწილე ფასიანი ქაღალდების ოდენობა, თუ მარჟის აღდგენა ხდება ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასის შემცირების გამო, ხოლო შემცირდება, თუ მარჟის აღდგენა ხდება ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასის გაზრდის გამო.
6.6 მარჟის მოთხოვნის შეტყობინების განხორციელება შესაძლებელია მოხდეს ზეპირად ან წერილობითი ფორმით, ხოლო ტრანზაქციის დეტალები გაგზავნილი უნდა იქნეს დროულად ორივე მხარის მიერ სვიფტით ან ორივე მხარისთვის მისაღები კომუნიკაციის საშუალებით (ფაქსი, ტელექსი, სხვა).
მუხლი 7🔗. კუპონის გადახდა
7.1 თუ რეპოს დაფარვის თარიღამდე ფასიან ქაღალდებზე ხდება კუპონის გადახდა, აღნიშნული კუპონი ემიტენტის მიერ ჩაერიცხება მყიდველს, ვის სახელზეც იმ მომენტში არის რეგისტრირებული ფასიანი ქაღალდი, და მყიდველი ვალდებულია კუპონის მიღების დღესვე გადაურიცხოს გამყიდველს კუპონის სახით მიღებული თანხა, რომლისთვისაც ეს თანხა ასევე წარმოადგენს კუპონურ/პროცენტულ შემოსავალს.
მუხლი 8🔗. თანხის გადახდა და ფასიანი ქაღალდებით ანგარიშსწორება
8.1 თუ მხარეები სხვაგვარად არ არიან შეთანხმებულნი, რეპო გარიგების თანხის ყველა გადახდა უნდა მოხდეს კომერციული ბანკების საკორესპონდენტო ანგარიშებიდან ეროვნულ ბანკში.
8.2 მყიდველსა და გამყიდველს შორის ყოველი ფასიანი ქაღალდის ანგარიშსწორება უნდა აღირიცხოს შესაბამის რეესტრში.
მუხლი 9🔗. ფასიანი ქაღალდების ჩანაცვლება
9.1 რეპოს დაფარვის თარიღამდე გამყიდველს შეუძლია, მყიდველთან შეთანხმებით, გარიგებაში მონაწილე ფასიანი ქაღალდები ჩაანაცვლოს სხვა ფასიანი ქაღალდებით. ამგვარი ჩანაცვლება უნდა მოხდეს გამყიდველის მიერ სხვა ფასიანი ქაღალდების გადაცემით, ხოლო მყიდველის მიერ ნაყიდი ან ეკვივალენტური ფასიანი ქაღალდების დაბრუნებით. ჩანაცვლებული ფასიანი ქაღალდები მიჩნეული უნდა იქნეს როგორც თავდაპირველად ნაყიდი ფასიანი ქაღალდები.
მუხლი 10🔗. დეფოლტის შემთხვევა
10.1 დეფოლტის შემთხვევად განიხილება ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი:
ა. გამყიდველი ვერ ან არ გამოისყიდის ან მყიდველი ვერ ან არ გადაურიცხავს ნაყიდ ან ეკვივალენტურ ფასიან ქაღალდებს დაფარვის დღეს;
ბ. გამყიდველი ან/და მყიდველი გახდებიან გადახდისუუნარონი;
გ. მყიდველის ან/და გამყიდველის მიერ მოწოდებული ნებისმიერი ინფორმაცია აღმოჩნდა არასწორი ან/და არაზუსტი, რის შედეგადაც არსებითი/მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიადგა რომელიმე მხარეს;
დ. მყიდველი ან გამყიდველი უარს აცხადებს შეასრულოს გარიგებით გათვალისწინებული რომელიმე ვალდებულება;
ე. მყიდველის ან გამყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების მე-6 მუხლით გათვალისწინებული მარჟის მოთხოვნით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისას;
ვ. მყიდველი ვერ ან არ გადაუხდის გამყიდველს შესასყიდი ფასიანი ქაღალდების ფასს ან გამყიდველი ვერ ან არ გადაურიცხავს მყიდველს შესასყიდ ფასიან ქაღალდებს;
ზ. მყიდველს ან გამყიდველს ჩამოერთმევა საბანკო საქმიანობის ლიცენზია.
10.2 რომელიმე მხარის დეფოლტის დადგომისას მეორე მხარეს უფლება აქვს წერილობითი ფორმით მოსთხოვოს არგადამხდელ მხარეს, რომ 10.3 და 10.4 მუხლებით გათვალისწინებული დებულებების დაცვით:
ა. რეპოს დაფარვის ოპერაცია შესრულდეს დაუყოვნებლივ მხარეებს შორის ყველა მოქმედი გარიგებ(ებ)ისთვის, მათ შორის იმ შემთხვევაში, როდესაც ვალდებულების გადახდის ვადა შეიძლება არ იყოს დამდგარი ასეთი მოთხოვნის წაყენების მომენტისათვის. ასეთი ვალდებულება აღირიცხება, როგორც თანხის გადახდის ვალდებულება მათი შეფასებითი მიმდინარე ღირებულებით; ან
ბ. მოხდეს ამ ვალდებულებების შეწყვეტა და შესაბამისი თანხის გადახდის ახალი ვალდებულებით ჩანაცვლება; ან/და
გ. მხარეთა ურთიერთვალდებულებების საფუძველზე გამოითვლება ნეტვალდებულება, რომელსაც გადაიხდის ის მხარე, რომლის მთლიანი ვალდებულებაც მეტია.
10.3 ყველა გარიგებისთვის, რომელშიც არგადამხდელი მხარე არის გამყიდველი, მყიდველი უფლებამოსილია გაყიდოს ფასიანი ქაღალდები მხარეთა მიერ აღიარებულ ბაზარზე იმ ფასად, რომელიც დამაკმაყოფილებელი იქნება გადახდისუნარიანი მხარისთვის და გამოიყენოს მიღებული თანხა, რათა დააკმაყოფილოს არგადამხდელი მხარის მიმართ საკუთარი მოთხოვნა.
ა. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა არ არის საკმარისი არაგადამხდელი მხარის მიმართ საკუთარი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, გამყიდველს წარმოეშვება ვალდებულება გადაუხადოს მყიდველს ის თანხობრივი სხვაობა საანგარიშსწორებო თანხასა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას შორის;
ბ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველის მიერ ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შედეგად მიღებული თანხა აღემატება არაგადამხდელი მხარის მიმართ საკუთარი მოთხოვნის ოდენობას, მყიდველი ვალდებულია გამყიდველს გადაუხადოს თანხობრივი სხვაობა საანგარიშსწორებო თანხასა და ფასიანი ქაღალდების გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას შორის;
გ. მყიდველს საკუთარი გადაწყვეტილებისამებრ, ნაცვლად იმისა, რომ გაყიდოს მთლიანი ან ნაწილი ნაყიდი ფასიანი ქაღალდების მოცულობისა, შეუძლია მისცეს არგადამხდელ მხარეს იმ დღისთვის რეპო კონტრაქტის ქვეშ არსებული ფასიანი ქაღალდების საბაზრო ფასის შესაბამისი ოდენობის სესხი მოზიდული საყოველთაოდ აღიარებული წყაროდან, გარდა გამყიდველის ან მყიდველის გადახდისუუნარობის დადგომის შემთხვევებისა, რომლის საპროცენტო განაკვეთი შეესაბამება ბაზარზე იმ პერიოდისთვის არსებულ განაკვეთს. ეს სესხი გამოყენებული უნდა იქნეს არგადამხდელი მხარის მიერ ამ ხელშეკრულებისა და შესაბამისი რეპო გარიგებით გათვალისწინებული ყველა ნაკისრი ვალდებულების დასაფარად;
დ. იმ შემთხვევაში, თუ მყიდველი ვერ ახერხებს ამ მუხლის 10.3 (ა) პუნქტის შესაბამისად გაყიდოს ფასიანი ქაღალდები მხარეთა მიერ აღიარებულ ბაზარზე, მყიდველი უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ პირდაპირი მიყიდვის გზით გაასხვისოს ასეთი ფასიანი ქაღალდები ან დაისაკუთროს ისინი. ასეთ შემთხვევებში გამოიყენება 10.3 (ა-ბ)პუნქტები.
10.4 იმ გარიგებებისთვის, რომელშიც არგადამხდელი მხარე არის მყიდველი, გამყიდველს შეუძლია იყიდოს ან მოიზიდოს იმავე კლასისა და რაოდენობის ფასიანი ქაღალდები იმ დღის საბაზრო ფასით საყოველთაოდ აღიარებული წყაროს მეშვეობით, რომელიც მიჩნეული იქნება როგორც ჩანაცვლებული ფასიანი ქაღალდები:
ა. იმ შემთხვევაში, თუკი გამყიდველის მიერ ფასიანი ქაღალდების (ან შემდეგში დამატებით ნაყიდი ფასიანი ქაღალდების) ყიდვისას გადახდილი თანხა ნაკლებია საანგარიშსწორებო თანხის ოდენობაზე, გამყიდველი ვალდებულია მყიდველს აუნაზღაუროს თანხობრივი სხვაობა საანგარიშსწორებო თანხასა და ჩანაცვლებული ფასიანი ქაღალდების ღირებულებას შორის;
ბ. იმ შემთხვევაში, თუკი გამყიდველის მიერ ფასიანი ქაღალდების (ან შემდეგში დამატებით ნაყიდი ფასიანი ქაღალდების) ყიდვისას გადახდილი თანხა მეტია საანგარიშსწორებო თანხის ოდენობაზე, მყიდველს წარმოეშვება ვალდებულება გამყიდველის მიმართ საანგარიშსწორებო თანხასა და ჩანაცვლებული ფასიანი ქაღალდების ღირებულებას შორის თანხობრივი სხვაობის ანაზღაურებაზე;
გ. 10.3 (ა) და 10.4 (ბ) პუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში არგადამხდელი მხარე ვალდებულია გადაუხადოს მეორე მხარეს დარიცხული სარგებელი (დაანგარიშებული რეპო საპროცენტო განაკვეთით) ყველა ამდაგვარ ვალდებულებაზე მყიდველის მხრიდან ვალის სრულ დაფარვამდე.
10.5 დეფოლტის დადგომისას არგადამხდელი მხარის მიმართ გაგზავნილ წერილობით მოთხოვნაში განსაზღვრული ვალდებულების შესრულების თარიღი ჩაითვლება რეპო გარიგების დაფარვის თარიღად.
10.6 არგადამხდელი მხარე ვალდებულია აუნაზღაუროს მეორე მხარეს დეფოლტის შემთხვევით გამოწვეული პირდაპირი ხარჯები.
10.7 გარდა ზემოთ ჩამოთვლილი უფლებებისა, მხარეებს უნარჩუნდებათ ამ ხელშეკრულებით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა უფლება.
მუხლი 11🔗. ეროვნული ბანკის როლი
11.1 საქართველოს ეროვნულ ბანკს არ ეკისრება არანაირი ვალდებულება ამ ხელშეკრულების ფარგლებში, გარდა ამ ხელშეკრულების 14.6 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევისა. ამ ხელშეკრულების არც ერთი მუხლი არ უნდა განიმარტოს იმგავარად, რაც რიამე ფორმით მოახდენს საქართველოს ეროვნული ბანკისათვის და მის საკუთრებაში არსებული ქონებისათვის მინიჭებული იმუნიტეტებზე უარის თქმას ან დარღვევას.
11.2 საქართველოს ეროვნული ბანკი პასუხს არ აგებს კომერციული ბანკების მიერ ამ ჩარჩო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობით გამოწვეულ ნებისმიერ შედეგზე.
მუხლი 12🔗. დავის მოგვარება
12.1 მხარეებს შორის ყველა სადაო საკითხი ერთ–ერთი მხარის მოთხოვნით, განიხილება რეპოს ბანკთაშორისი კომიტეტის (შემდგომში – კომიტეტი) მიერ.
12.2 კომიტეტი შედგება ხელშეკრულებაში მონაწილე ყველა მხარის წარმომადგენელისაგან. თითოეულ მხარეს ჰყავს მხოლოდ ერთი წარმომადგენლი. თითოეულ წარმომადგენელს აქვს ერთი ხმა. გადაწყვეტილებები მიიღება მარტივი უმრავლესობით. ხმათა თანაბრად გაყოფის შემთხვევაში გადამწყვეტია ეროვნული ბანკის ხმა.
12.3 რეპო გარიგებასთან დაკავშირებული სადავო საკითხის კომიტეტზე განხილვის შემთხვევაში, გარიგების ორივე მხარე ვალდებულია დაემორჩილოს კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.
12.4 იმ შემთხვევაში, თუ მხარე/მხარეები არ ეთანხმება/ეთანხმებიან კომიტეტის გადაწყვეტილებას, ისინი იტოვებენ უფლებას თავიანთი შეხედულებისამებრ, სადავო საკითხის განსახილველად მიმართონ სასამართლოს.
მუხლი 13🔗. ხელშეკრულებიდან გასვლა
13.1 ერთ-ერთ მონაწილე მხარეს უფლება აქვს წერილობით აცნობოს ყველა მონაწილე მხარეს ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ. ამ მხარისათვის ხელშეკრულება წყვეტს მოქმედებას წერილობითი შეტყობინების გაგზავნიდან 15 კალენდარული დღის შემდეგ ან ამ მხარის მონაწილეობით დადებული ყველა რეპო გარიგების დაფარვის დღეს, ამ ორთაგან რომელიც არის უგვიანესი.
13.2 ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ წერილობითი შეტყობინების მიღების შემდეგ, არ შეიძლება ახალი რეპო გარიგებების დადება ხელშეკრულებიდან გასული მხარის მონაწილეობით.
მუხლი 14🔗. ხელშეკრულების მოქმედება და ცვლილების შეტანა
14.1 ამ ხელშეკრულების რომელიმე მუხლის ან პუნქტის ბათილობა არ იწვევს სხვა მუხლების ან პუნქტების ბათილობას.
14.2 ხელშეკრულება ძალაშია სულ ცოტა ორი მონაწილის მიერ მასზე მიერთების დღიდან და მოქმედებს განუსაზღვრელი ვადით.
14.3 ხელშეკრულების ყველა მონაწილე გამოხატავს წინასწარ და უპირობო თანხმობას თითოეული და ნებისმიერი ახალი მონაწილის მიერთებაზე, ამ ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა მონაწილე სარგებლობს თანაბარი უფლებებით და აკისრია თანაბარი ვალდებულებები ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მიუხედავად მათი მიერთების მომენტისა.
14.4 ხელშეკრულებას შეიძლება მიუერთდნენ კომერციული ბანკები. წინამდებარე ხელშეკრულებაზე მიერთება ხდება მიერთების მსურველი კომერციული ბანკის მიერ დანართი 1-ის ხელმოწერით.
14.5 დანართი 1-ის ხელმოწერა ხდება ორ ეგზემპლარად, აქედან ერთი ეგზემპლარი ინახება ეროვნულ ბანკში, ხოლო მეორე ეგზემპლარი - შესაბამის ხელმომწერ კომერციულ ბანკთან. შესაძლო გაუგებრობების თავიდან აცილების მიზნით, კომერციული ბანკის მიერ წარდგენილ დანართი №1-ის ორივე ეგზემპლარს ეროვნული ბანკი ასვამს ბეჭედს და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
14.6 ამ ხელშეკრულების მონაწილეთა ჩამონათვალი თან ერთვის ხელშეკრულებას დანართი 2-ის სახით. ყოველი ახალი მონაწილის მიერთებასთან ერთად ან მონაწილის ხელშეკრულებიდან გასვლასთან ერთად, საქართველოს ეროვნული ბანკი განაახლებს დანართ 2-ს და განათავსებს თავის ვებგვერდზე, სადაც მითითებული იქნება განთავსების თარიღი. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დანართი 2 შესაბამისი წერილით გაუგზავნოს ხელშეკრულების ყველა მონაწილეს. შესაბამისად, დათარიღებული დანართი 2 აუქმებს და ჩაანაცვლებს წინა თარიღის მქონე შესაბამის დანართ 2-ს და წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.
14.7 ამ ხელშეკრულების ტექსტს ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საქართველოს ეროვნულ ბანკს შესამაბამისი სამართლებრივი აქტით.
14.8 მხარეებს არ ეზღუდებათ უფლება წინამდებარე ხელშეკრულებისგან დამოუკიდებლად ერთმანეთთან დადონ რეპო გარიგებები ან/და ერთმანეთთან განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებისგან განსხვავებული დებულებები.
14.9 ეს ხელშეკრულება შედგენილია ქართულ ენაზე, ეგზემპლარების შეუზღუდავი რაოდენობით, რომელთაგან თითოეულს გააჩნია თანაბარი იურიდიული ძალა.
მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები
15.1 15.2 მუხლის დებულებების გათვალისწინებით, წინამდებარე ხელშეკრულებაზე მიერთებით მხარეები წყვეტენ 2010 წლის 11 ნოემბრის „რეპო გარიგების ჩარჩო ხელშეკრულების“ მოქმედებას.
15.2 თუ, 15.1 მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტისათვის მხარეებს შორის არსებობს დაუფარავი რეპო გარიგებები, 2010 წლის 11 ნოემბრის „რეპო გარიგების ჩარჩო ხელშეკრულება“ ინარჩუნებს სავალდებულო იურიდიულ ძალას მხოლოდ ასეთი მხარეების და ასეთ გარიგებებთან მიმართებაში მათი მოქმედების პერიოდის განმავლობაში.
დანართი №1
რეპო გარიგებების ჩარჩო მოდალური ხელშეკრულებაზე მიერთების ფორმა
სს _______________ ბანკი, მისი _______________________ სახით, ამ წერილის ხელმოწერით უერთდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 20---- წლის .. ივლისის N ... ბრძანებით დამტკიცებულ „რეპო გარიგებების ჩარჩო მოდალურ ხელშეკრულებას“ (შემდგომში „ხელშეკრულება“) და გამოხატავს თანხმობას იმოქმედოს ხელშეკრულების პირობების შესაბამისად როგორც ხელშეკრულების მხარემ, ისარგებლოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარისათვის გათვალისწინებული ყველა უფლებით და შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყველა ვალდებულება. ხელშეკრულების ტექსტში ნებისმიერი მითითება ხელშეკრულების მხარეზე/ხელშეკრულების ხელმომწერ მხარეზე/ხელშეკრულების მონაწილეზე კონტექსტის შესაბამისად, გულისხმობს ქვემორე ხელმომწერ კომერციულ ბანკსაც.
სს ------------------ ბანკი
საქართველო, ქ. თბილისი,
___________________________
20-- წლის „___“ ______________
დანართი №2
რეპო გარიგებების ჩარჩო მოდალური ხელშეკრულების მონაწილეთა ჩამონათვალი
№
ბანკის დასახელება
მიერთების თარიღი