„სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1254-რს
სარეგისტრაციო კოდი
120260020.05.001.018572
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 29/07/2017

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

მუხლი 1. „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №41, 8.10.1997, გვ. 16) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. 51 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. ამ კანონით მუნიციპალიტეტისათვის სახელმწიფოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილებების განხორციელების უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტის მერიაში, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის რაიონის გამგეობაში (შემდგომ – თბილისის რაიონი) იქმნება შესაბამისი სტრუქტურული ერთეული (შემდგომ – მუნიციპალიტეტის სტრუქტურული ერთეული).“.

2. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. წვევამდელის (პირველად) სამხედრო აღრიცხვას ახორციელებს მუნიციპალიტეტი/თბილისის რაიონი. წვევამდელის (პირველადი) სამხედრო აღრიცხვა ფორმდება მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.“.

3. 21-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. 27 წლის ან 27 წელზე მეტი ასაკის პირი, რომელსაც 27 წლამდე არ გაუვლია სამხედრო სავალდებულო სამსახური, არ გაიწვევა სამხედრო სავალდებულო სამსახურში და ჩაირიცხება რეზერვში მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“.

4. 23-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მოქალაქეთა სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზებისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში – თბილისის რაიონის გამგებელი.“.

5. 24-ე მუხლის:

ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისათვის ადგილზე იქმნება მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისია, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამწვევი კომისია. მუნიციპალიტეტის გამწვევი კომისიის/თბილისის რაიონის გამწვევი კომისიის (შემდგომ – გამწვევი კომისია) შემადგენლობას ამტკიცებს შესაბამისი მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო თბილისის რაიონში – თბილისის რაიონის გამგებელი.“;

ბ) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) კომისიის თავმჯდომარე – მუნიციპალიტეტის მერი, ხოლო თბილისის რაიონში – შესაბამისი რაიონის გამგებელი;“.

6. 28-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 28. წვევამდელის ვალდებულებანი

წვევამდელი ვალდებულია მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი თანამდებობის პირის გამოძახებით გამოცხადდეს გამწვევი კომისიის სხდომაზე, აგრეთვე სამხედრო სავალდებულო სამსახურში გასაწვევად.“.

7. 45-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. მოქალაქეს (წვევამდელს, რეზერვისტს), რომელიც სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ მუნიციპალიტეტის მერის/თბილისის რაიონის გამგებლის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან მითითებულ ვადაში არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდება მუნიციპალიტეტის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულში, დაეკისრება პასუხისმგებლობა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუნიციპალიტეტის/თბილისის რაიონის გამოძახებით გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან აღმზრდელის გარდაცვალება, ავადმყოფობა, სტიქიური მოვლენა ან სხვა სახის დაუძლეველი გარემოება, რომელიც დოკუმენტურადაა დადასტურებული.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მორიგი არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადების დღიდან.


საქართველოს პრეზიდენტიგიორგი მარგველაშვილი

 

 

ქუთაისი,

26 ივლისი 2017 წ.

N1254-რს