ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
მიღების თარიღი 05.07.2017
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №8
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016289
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 06/07/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.07.2017 მიღება
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ონის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული პუნქტების ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამოქვეყნების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ ყვარლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსის“ მიზნებისთვის დუშეთის მუნიციპალიტეტის დასახლებული პუნქტების ცალკეული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №8
2017 წლის 5 ივლისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში იმ დასახლებული ტერიტორიების განსაზღვრის შესახებ, სადაც ვრცელდება საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი“ 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1.
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურებისათვის პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება „ურეკი-შეკვეთილისთვის სარეკრეაციო ტერიტორიის სტატუსის მინიჭებისა და საზღვრების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 23 ივნისის №273 დადგენილებით განსაზღვრულ ტერიტორიებზე განხორციელებული ქმედებებისთვის.
2.
ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასებით დაბინძურებასთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის განხილვისა და ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლებამოსილება მიენიჭოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირს „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრს“.
3.
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მომსახურების ცენტრი“ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ოქმს ავსებს საქართველოს კანონის „ნარჩენების მართვის კოდექსი” 33-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდაღვევისათვის.
4.
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია