ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
მიღების თარიღი 05.07.2017
ძალის დაკარგვა 06.08.2020
გამომცემი ორგანო ოზურგეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №11
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.113.016292
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 11/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია | ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 05.08.2020
დოკუმენტის ტექსტი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის
რეგულირების შესახებ
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №11
2017 წლის 5 ივლისი
ქ. ოზურგეთი
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი” მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „მ” ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის და „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
მუხლი 1🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტში გარე ვაჭრობად მიჩნეულ იქნეს ადმინისტრაციულ ერთეულებში არსებულ ქუჩებზე, მოედნებზე, ტროტუარებზე და გზისპირებზე, ასევე დასასვენებელ ადგილებში მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან ვაჭრობა.
მუხლი 2🔗
გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანია.
1.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის იერსახის დაცვა;
2.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
3.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა.
მუხლი 3🔗
მცირე სტაციონარული არქიტექტურული ფორმებიდან და არასტაციონარული კონსტრუქციებიდან დროებითი ვაჭრობისათვის დასაშვები საქონლის ნომენკლატურა განისაზღვროს:
1.
დროებითი სტაციონარიდან:
ა)
ჟურნალ-გაზეთები;
ბ)
წიგნები;
გ)
ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები;
დ)
ყვავილები;
2.
სეზონური ვაჭრობა დროებითი სტაციონარიდან:
ა)
გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის ბურახი);
ბ)
გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები (მათ შორის ბურახი);
3.
არასტაციონარული კონსტრუქციებიდან:
ა)
ხილ-ბოსტნეული მაღაზიის წინ, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ ხილ-ბოსტნეული არის მაღაზიის საკუთარი პროდუქცია და მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში);
ბ)
სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარიული პირობებით და სასაქონლო-ესთეტიკური იერსახით დაცული).
გ)
შეშა (სპეციალურად მოწყობილ ადგილებში);
დ)
საზამთრო, ნესვი, გოგრა;
ე)
ყურძენი (ავტომობილებიდან).
მუხლი 4🔗
1.
საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილები მოეწყოს ისე, რომ ისინი აკმაყოფილებდნენ მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ შეაფერხონ ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება. ვაჭრობა განხორციელდეს მოქმედი სანიტარიულ-ჰიგიენური მოთხოვნების, სხვა ნორმებისა და წესების დაცვით.
2.
საზოგადოებრივ და საკურორტო ადგილებში, ასევე კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონებში განთავსებული მცირე არქიტექტურული ფორმების (კიოსკი, საჩრდილობელი, საყვავილე და სხვა) მოწყობა, რომელიც არ საჭიროებს მზიდი ან საყრდენი სამშენებლო კონსტრუქციების აგებას, გარდა ტერიტორიის შემოღობვისა, დაიშვება მხოლოდ არქიტექტურულ-სამშენებლო პროექტის შეთანხმებით.
მუხლი 5🔗
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობამ:
1.
განსაზღვროს გარე ვაჭრობის კონკრეტული ადგილები, ამ ადგილებით სარგებლობის ფორმები და ამისათვის განახორციელოს საჭირო ღონისძიებები.
2.
შეიმუშაოს სადღესასწაულო და წინასადღესასწაულო დღეებში, ასევე სხვა ფართომასშტაბიანი ღონისძიებებისა და აქციების მოწყობისას გარე ვაჭრობის ორგანიზების მიზნით განსახორციელებელი ღონისძიებები.
3.
ამ დადგენილების მე-4 მუხლით განსაზღვრულ სამართლებრივ ურთიერთობებს ზედამხედველობა გაუწიოს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის ზედამხედველობის განყოფილებამ.
მუხლი 6🔗
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედავით დარჩია