საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 06.07.2017
ძალის დაკარგვა 12.06.2018
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №325
სარეგისტრაციო კოდი 190030000.10.003.020034
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 07/07/2017
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 928 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
06.07.2017 მიღება
12.06.2018 ძალის დაკარგვა
📖 ტერმინთა განმარტებები (9)
საქართველოს საგარეო ვალი
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი
მუხლი 1
კრედიტორი ქვეყანა
ქვეყანა, რომლის მიმართაც საქართველოს აქვს ფინანსური ვალდებულება
მუხლი 1
სამინისტრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტრო
მუხლი 1
მინისტრი
საქართველოს ფინანსთა მინისტრი
მუხლი 1
პროდუქცია
მატერიალური ან არამატერიალური აქტივი/მომსახურება ან სამუშაო
მუხლი 1
ეკონომიკური აგენტი
საქართველოს იურიდიული პირ(ებ)ი ან მათი გაერთიანება
მუხლი 1
ხელშეკრულება
კრედიტორი ქვეყნისათვის პროდუქციის მიწოდების საშუალებით საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირების შესახებ ეკონომიკურ აგენტსა და სამინისტროს შორის ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად გასაფორმებელი ხელშეკრულება
მუხლი 1
დისკონტის განაკვეთი
საქართველოს საგარეო ვალად დაფიქსირებულ თანხასა და ეკონომიკური აგენტისათვის ასანაზღაურებელ თანხას შორის პროცენტულ გამოსახულებაში არსებული სხვაობა
მუხლი 1
უფლებამოსილება
კრედიტორი ქვეყნისათვის  პროდუქციის მიწოდების საშუალებით საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირებისათვის, ამავე კრედიტორ ქვეყანასთან მოლაპარაკებების წარმოების მიზნით, მინისტრის მიერ ეკონომიკური აგენტისათვის მინიჭებული უფლებამოსილება.[1]
მუხლი 1
დამატებითი მეტამონაცემები (1)
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი პრემიერ-მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 4 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №325 2017 წლის 6 ივლისი ქ. თბილისი საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების  თანდართული წესი. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების  წესი მუხლი 1🔗.  ტერმინთა განმარტება ამ წესის მიზნებისათვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) საქართველოს საგარეო ვალი„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი; ბ) კრედიტორი ქვეყანა – ქვეყანა, რომლის მიმართაც საქართველოს აქვს ფინანსური ვალდებულება; გ) სამინისტრო – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო; დ) მინისტრი – საქართველოს ფინანსთა მინისტრი; ე) პროდუქცია – მატერიალური ან არამატერიალური აქტივი/მომსახურება ან სამუშაო; ვ) ეკონომიკური აგენტი – საქართველოს იურიდიული პირ(ებ)ი ან მათი გაერთიანება; ზ) ხელშეკრულება – კრედიტორი ქვეყნისათვის პროდუქციის მიწოდების საშუალებით საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირების შესახებ ეკონომიკურ აგენტსა და სამინისტროს შორის ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად გასაფორმებელი ხელშეკრულება; თ) დისკონტის განაკვეთი – საქართველოს საგარეო ვალად დაფიქსირებულ თანხასა და ეკონომიკური აგენტისათვის ასანაზღაურებელ თანხას შორის პროცენტულ გამოსახულებაში არსებული სხვაობა; ი) უფლებამოსილება – კრედიტორი ქვეყნისათვის  პროდუქციის მიწოდების საშუალებით საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირებისათვის, ამავე კრედიტორ ქვეყანასთან მოლაპარაკებების წარმოების მიზნით, მინისტრის მიერ ეკონომიკური აგენტისათვის მინიჭებული უფლებამოსილება.[1] მუხლი 2🔗.  წესის მოქმედების სფერო 1. წინამდებარე წესი (შემდგომში – წესი) შემუშავებულია „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და ადგენს  ეკონომიკური აგენტების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესს. 2. საერთაშორისო ხელშეკრულებიდან წარმოშობილი საგარეო ვალთან დაკავშირებული ურთიერთობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობის  შესაბამისად. მუხლი 3🔗.  წესის მიზანი ამ წესის მიზანია საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ხარჯების შემცირება, ეროვნული წარმოების სტიმულირება და იმ პირთა საქმიანობის ხელშეწყობა, რომლებიც უშუალოდ ან მესამე პირთა მეშვეობით ახორციელებენ კრედიტორი ქვეყნისათვის პროდუქციის მიწოდებას. მუხლი 4🔗.  საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან ასანაზღაურებელი თანხის ოდენობა სახელმწიფო ბიუჯეტში საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისა და  დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან ეკონომიკური აგენტებისთვის ასანაზღაურებელი სახსრების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით კრედიტორი ქვეყნებისადმი საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის მიზნით ამავე წლისათვის გამოყოფილ ასიგნებათა საერთო მოცულობას. მუხლი 5🔗.  ეკონომიკური აგენტის მიერ კრედიტორ ქვეყანასთან მოლაპარაკებების წარმოება 1. ეკონომიკური აგენტი უფლებამოსილების მინიჭების მიზნით მიმართავს მინისტრს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას განიხილავს მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, ეკონომიკურ აგენტს მიანიჭოს უფლებამოსილება, უარი თქვას მის მინიჭებაზე ან, მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ეკონომიკური აგენტისაგან წინასწარ მოითხოვოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია. 3. უფლებამოსილება აგენტს მიენიჭება ვადით ან უვადოდ. 4. უვადოდ მინიჭებული უფლებამოსილება მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლებელია შეწყვეტილ იქნეს ნებისმიერ დროს. 5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა ეკონომიკურმა აგენტმა შესაძლებელია განახორციელოს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით, სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული  ინფორმაციის საფუძველზე. მუხლი 6🔗ხელშეკრულება და მისი არსებითი პირობები 1. ეკონომიკურ აგენტს, რომელსაც მიენიჭა ამ წესის მე-5 მუხლით გათვალისწინებული უფლებამოსილება, შეუძლია ხელშეკრულების გაფორმების მიზნით მიმართოს სამინისტროს,  ასეთი უფლებამოსილების მინიჭებიდან ნებისმიერ დროს, მაგრამ არაუგვიანეს ამგვარი უფლებამოსილების მინიჭებიდან 2 (ორი) წლისა. 2. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობის დაცვით, ხელშეკრულების გაფორმების საკითხს, კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, წყვეტს მინისტრი. 3. ხელშეკრულებაში სხვა საკითხებთან ერთად სავალდებულოა მიეთითოს: ა) მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტაციის შესახებ, რომლითაც დასტურდება პროდუქციის მიწოდების სანაცვლოდ კრედიტორი ქვეყნის მიერ საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირების მზაობა; ბ) პროდუქციის სახე, რომლის მიწოდებაც ხდება საქართველოს საგარეო ვალის შესამცირებლად; გ) ეკონომიკური აგენტის ვალდებულება, სამინისტროსთან წინასწარ შეათანხმოს მის მიერ საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში კრედიტორი ქვეყნისათვის წლის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება; დ) ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს საგარეო ვალის შემცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების ვადა; ე)  დისკონტის განაკვეთი, რომლის შესაბამისადაც დაიანგარიშება  ეკონომიკური აგენტისათვის ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა; ვ) პირობა, რომლის მიხედვითაც პროდუქციის (გარდა სამუშაოსა და მომსახურებისა) თითოეული ერთეულის არანაკლებ 50%-ისა უნდა იყოს წარმოებული  საქართველოში; ზ) ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირობა. მუხლი 7🔗.  საქართველოს საგარეო ვალის შემცირება საქართველოს მთავრობის თანხმობით 1. სამინისტროს ინიციირებით, ხელშეკრულების პროექტი მოსაწონებლად  წარედგინება საქართველოს მთავრობას. 2. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური აგენტი მინისტრის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების გარეშე უზრუნველყოფს კრედიტორი ქვეყნისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანგარიშში საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებასა და დაფარვას, გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების თაობაზე, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, იღებს საქართველოს მთავრობა.     მუხლი 8🔗.  კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტაცია 1. სამინისტროს მიერ ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების საფუძვლად ჩაითვლება საქართველოს საგარეო ვალის კრედიტორი ქვეყნის წინაშე კონკრეტული თანხით შემცირების თაობაზე კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტი/დოკუმენტაცია. 2. კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ოფიციალური დოკუმენტი სამინისტროს უნდა წარედგინოს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ​ ​1 ეკონომიკური აგენტის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგები სამართლებრივად ნამდვილია მხოლოდ მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურების შემთხვევაში. ამგვარი უფლებამოსილება არ წარმოადგენს რაიმე სახის დაპირებას, ასევე არ წარმოშობს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური ხასიათის  ვალდებულებას სამინისტროს მიმართ, მათ შორის, არ იწვევს სამინისტროს ვალდებულებას, განახორციელოს რაიმე ქმედება სამართლებრივი აქტის გამოცემის/რეალაქტის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების სახით, ასევე არ წარმოშობს ვალდებულებას, აანაზღაუროს რომელიმე სუბიექტის მიერ გაწეული/გასაწევი რაიმე სახის ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში სამინისტროს ჩართვა, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარმოადგენს სამინისტროს დისკრეციას. სამინისტროს არ ეკისრება რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური ან არაფინანსური პასუხისმგებლობა.