საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვისათვის გათვალისწინებული ასიგნებებიდან საქართველოს იურიდიული პირების ან მათი გაერთიანების მიერ კრედიტორი ქვეყნისათვის საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში პროდუქციის რეალიზაციისა და მომსახურების გაწევისათვის თანხების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №37 |
|
2019 წლის 8 თებერვალი ქ. თბილისი |
|
ა) საქართველოს საგარეო ვალი − „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი;
ბ) კრედიტორი ქვეყანა − ქვეყანა, რომლის მიმართაც საქართველოს გააჩნია ფინანსური ვალდებულება;
გ) სამინისტრო − საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
დ) მინისტრი − საქართველოს ფინანსთა მინისტრი;
ე) პროდუქცია − მატერიალური ან არამატერიალური აქტივი/მომსახურება ან სამუშაო;
ვ) ეკონომიკური აგენტი − საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ან მათი გაერთიანება;
ზ) ხელშეკრულება − კრედიტორი ქვეყნისათვის პროდუქციის მიწოდების საშუალებით საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირების შესახებ ეკონომიკურ აგენტსა და სამინისტროს შორის ამ წესის მე-6 მუხლის შესაბამისად გასაფორმებელი ხელშეკრულება;
თ) დისკონტის განაკვეთი − საქართველოს საგარეო ვალად დაფიქსირებულ თანხასა და ეკონომიკური აგენტისათვის ასანაზღაურებელ თანხას შორის პროცენტულ გამოსახულებაში არსებული სხვაობა;
ი) უფლებამოსილება − კრედიტორი ქვეყნისათვის პროდუქციის მიწოდების საშუალებით საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირებისათვის ამავე კრედიტორ ქვეყანასთან მოლაპარაკებების წარმოების მიზნით, მინისტრის მიერ ეკონომიკურ აგენტზე გაცემული უფლებამოსილება.[1]
[1] ეკონომიკური აგენტის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგები სამართლებრივად ნამდვილია, მხოლოდ მათი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურების შემთხვევაში., ამგვარი უფლებამოსილება არ წარმოადგენს რაიმე სახის დაპირებას, ასევე არ წარმოშობს რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური ხასიათის ვალდებულებას სამინისტროს მიმართ, მათ შორის, არ იწვევს სამინისტროს ვალდებულებას, განახორციელოს რაიმე ქმედება სამართლებრივი აქტის გამოცემის/რეალაქტის ან სხვა მმართველობითი ღონისძიების განხორციელების სახით, ასევე არ წარმოშობს ვალდებულებას, აანაზღაუროს რომელიმე სუბიექტის მიერ გაწეული/გასაწევი რაიმე სახის ხარჯები, ასეთის არსებობის შემთხვევაში. ნებისმიერი ტიპის ურთიერთობაში სამინისტროს ჩართვა, გარდა კანონით პირდაპირ გათვალისწინებული შემთხვევებისა, წარმოადგენს სამინისტროს დისკრეციას. სამინისტროს არ ეკისრება რაიმე სახის, მათ შორის, ფინანსური ან არაფინანსური პასუხისმგებლობა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას განიხილავს მინისტრი, რომელიც უფლებამოსილია, ეკონომიკურ აგენტზე გასცეს უფლებამოსილება, უარი თქვას მის გაცემაზე ან გაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით, ეკონომიკური აგენტისაგან წინასწარ მოითხოვოს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაცია.
3. უფლებამოსილება გაიცემა ვადით ან უვადოდ.
4. უვადოდ გაცემული უფლებამოსილება მინისტრის გადაწყვეტილებით შესაძლოა შეწყვეტილ იქნეს ნებისმიერ დროს.
5. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიმართვა ეკონომიკურმა აგენტმა შესაძლებელია, განახორციელოს როგორც საკუთარი ინიციატივით, ასევე უფლებამოსილების მინიჭებასთან დაკავშირებით სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის საფუძველზე.
2. ამ წესის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული პირობის დაცვით ხელშეკრულების გაფორმების საკითხს კერძო და საჯარო ინტერესების გათვალისწინებით წყვეტს მინისტრი.
3. ხელშეკრულებაში, სხვა საკითხებთან ერთად, სავალდებულოა, მიეთითოს:
ა) მონაცემები კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტაციის შესახებ, რომლითაც დასტურდება პროდუქციის მიწოდების სანაცვლოდ კრედიტორი ქვეყნის მიერ საქართველოს საგარეო ვალის მოცულობის შემცირების მზაობა;
ბ) პროდუქციის სახე, რომლის მიწოდებაც ხდება საქართველოს საგარეო ვალის შესამცირებლად;
გ) ეკონომიკური აგენტის ვალდებულება, სამინისტროსთან წინასწარ შეათანხმოს მის მიერ საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებისა და დაფარვის ანგარიშში კრედიტორი ქვეყნისათვის წლის განმავლობაში მისაწოდებელი პროდუქციის ღირებულება;
დ) ხელშეკრულების ფარგლებში საქართველოს საგარეო ვალის შემცირების გრაფიკი და ეკონომიკური აგენტისათვის თანხის ანაზღაურების ვადა;
ე) დისკონტის განაკვეთი, რომლის შესაბამისადაც დაიანგარიშება ეკონომიკური აგენტისათვის ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა;
ვ) პირობა, რომლის მიხედვითაც პროდუქციის (გარდა სამუშაოსა და მომსახურებისა) თითოეული ერთეულის არანაკლებ 50%-ისა უნდა იყოს წარმოებული საქართველოში;
ზ) ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული პირობა.
2. იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური აგენტი მინისტრის მიერ გაცემული უფლებამოსილების გარეშე უზრუნველყოფს კრედიტორი ქვეყნისათვის მიწოდებული პროდუქციის ღირებულების ანგარიშში საქართველოს საგარეო ვალის მომსახურებასა და დაფარვას, გადაწყვეტილებას ეკონომიკური აგენტისათვის შესაბამისი თანხის ანაზღაურების თაობაზე, ამ წესის მე-8 მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტაციისა და სამინისტროს წარდგინების საფუძველზე, იღებს საქართველოს მთავრობა.
2. კრედიტორი ქვეყნის უფლებამოსილ ორგანოთა მიერ გაცემული ნებისმიერი სახის ოფიციალური დოკუმენტაცია სამინისტროს უნდა წარედგინოს „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.