„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19/2017
სარეგისტრაციო კოდი
010320010.15.008.016333
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია

საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის

დადგენილება №19/2017

2017 წლის 7 ივლისი

ქ. თბილისი

 

„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის  მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:

მუხლი 1
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე”, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 05/03/2012, 010320010.15.008.016028) დამტკიცებული დებულების მე-7 მუხლის:
  • პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
  • „1. საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს საქართველოს ქმედუნარიან მოქალაქეს 21 წლიდან, რომელიც ფლობს სახელმწიფო ენას, აქვს უმაღლესი განათლება, საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატი და რომელიც აკმაყოფილებს საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ მე-20 მუხლის მე-11 და მე-17 პუნქტებითა და საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს.”.

  • მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული განცხადების ფორმა (დანართი №1) ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.
  • მუხლი 2
    ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
    მუხლი 3
    ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

    კომისიის თავმჯდომარეთამარ ჟვანია
    კომისიის მდივანიგიორგი ჯავახიშვილი
    📎 დანართები (1)
    csk-19.doc DOC

    დანართი №1

    |საოლქო საარჩევნო კომისიის ნომერი და დასახელება: |

    |№ |

    |კანდიდატი | |

    |(სახელი, გვარი) | |

    გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

    ვაკმაყოფილებ რა „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-11 პუნქტის, მე-17 პუნქტისა და „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებს, გთხოვთ, დამრთოთ ნება, მონაწილეობა მივიღო საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ კონკურსში. ამასთან, წარმოგიდგენთ შესაბამის დოკუმენტაციას.

    ინფორმაცია კანდიდატის შესახებ

    |I. ზოგადი ინფორმაცია |

    |დაბადების თარიღი (რრ.თთ.წწწწ) | |

    |დაბადების ადგილი | |

    |პირადი № | |

    |პ/მ სერია ან პასპორტის № | |

    |გაცემის თარიღი | |

    |მოქმედების ვადა | |

    |II. უმაღლესი განათლება |

    |სწავლის პერიოდი (თთ/წწწწ) |სასწავლო დაწესებულების სრული დასახელება |სპეციალობა |ხარისხი |

    |-დან -მდე | | | |

    | | | | |

    | | | | |

    | | | | |

    |III. სამუშაო გამოცდილება |

    |ორგანიზაციის სრული დასახელება და მისამართი (მიუთითეთ |მუშაობის პერიოდი (თთ/წწწწ) |დაკავებული თანამდებობა |

    |ბოლო სამუშაო ადგილის მიხედვით) | | |

    | | | |

    | | | |

    | | | |

    |საარჩევნო გამოცდილება |დიახ |არა |

    |საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციაში მუშაობის გამოცდილება |

    |(ასეთის არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ წლები, თანამდებობა/თანამდებობები) |

    | |

    | |

    | |

    | |

    | |

    |IV.საკონტაქტო ინფორმაცია |

    |ფაქტობრივი მისამართი | |

    |(საცხოვრებელი) | |

    |იურიდიული მისამართი | |

    |(რეგისტრაციის მიხედვით) | |

    |საკონტაქტო ტელეფონი | სახლი |მობილური |სამსახური |

    | | | | |

    |ელფოსტა | |

    ხელმოწერით ვადასტურებ, რომ ჩემ მიერ მითითებული ინფორმაცია ზუსტია და შეესაბამება სიმართლეს. ვაცნობიერებ, რომ ნებისმიერი სახის შეცდომა, სიცრუე ან უზუსტო ინფორმაცია იქონიებს გავლენას ცესკოს წევრთა გადაწყვეტილებაზე.

    |ხელმოწერა | |თარიღი | |