„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება № 54/2017 |
|
2017 წლის 24 ნოემბერი ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 და 24-ე მუხლების საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
|
| მუხლი 1 |
„საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევი კონკურსის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 2 მარტის №10/2012 დადგენილებით (სსიპ „საქართველოს საკანონმდებლო მაცნე“, ვებგვერდი – www.matsne.gov.ge, 05/03/2012, 010320010.15.008.016028) დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. კომისიის შემადგენლობა საოლქო საარჩევნო კომისიის წევრთა შესარჩევ საკონკურსო კომისიაში შედიან ცესკოს თავმჯდომარე და ცესკოს 11 წევრი.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
|
| მუხლი 3 |
ამ დადგენილების მოქმედება გავრცელდეს 2017 წლის 20 ნოემბრიდან წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე.
|
| მუხლი 4 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|
|