უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების
სააგენტოს უფროსის
ბრძანება №02-1380/ო
2017 წლის 30 ივნისი
უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს კანონის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ 36-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. განხორციელდეს ცვლილება უწყებრივ სალიცენზიო რეესტრში: შპს „აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა) ნაცვლად დაფიქსირდეს შპს „აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრი“ (ფაქტობრივი მისამართი: ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №85/ქ. ქუთაისი, ჯავახიშვილის ქ. №83ა) და გაიცეს:
ა) საწარმოო ტრანსფუზიოლოგიური საქმიანობის ლიცენზია ;
ბ) სასწრაფო სამედიცინო დახმარების ლიცენზია ;
გ) პათოლოგანატომიური საქმიანობის ლიცენზია.
2. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს ჩაბარებიდან ერთი თვის ვადაში ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი , მე-12 კილომეტრი , №6) .
3. ბრძანება ძალაში შედის ხელის მოწერისთანავე.
საფუძველი: შპს „აკადემიკოს ზ. ცხაკაიას სახელობის დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის“ უფლებამოსილი წარმომადგენლის ს. ანდღულაძის განცხადებები: №67707, 29.06.2017 წ.; №43948, 28.04.2017 წ. და №46394, 04.05.2017 წ.
სააგენტოს უფროსი გია თვალავაძე