საჯარო შეტყობინების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე № 2/ 13642-13
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
(საქართველოს სახელით)
საჯარო შეტყობინების შესახებ
2017 წლის 6 ივლისი
ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლო ს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე – თამარ ბურჯანაძე
განმცხადებელი – შპს ,,მარშე" (ს/კ 245587011)
წარმომადგენელი – ნატო პაპიაშვილი
რეაბილიტაციის მმართველი – გიორგი გვალია
სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა 2017 წლის 05 აპრილის განჩინების საჯარო შეტყობინების საშუალებით გავრცელების საკითხი და,
გამოარკვია:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის წარმოებაშია შპს ”მარშეს” გადახდისუუნარობის საქმე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განჩინებით დაკმაყოფილდა შპს ,,მარშეს“ – კერძო საჩივარი და გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინება 1) 7117,08 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „ჯი სი სი’’-ს კრედიტორად აღიარების ნაწილში; 2) 5395.50 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „მაკნატუნას“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 3) 156 ლარის ოდენობის მოთხოვნით სს „ივერიის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 4) 7431,42 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „მონტაჟ ჯორჯიას“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 5) 2345,70 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს გეოგერის კრედიტორად აღიარების ნაწილში; 6) 28 269,67 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „დაფნას“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 7) 176 572,37 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „შვიდი მითის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 8) 12 627,03 ლარის ოდენობის მოთხოვნით მე-2 რიგში შპს“ ნლ ფუდის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 9) 5159,64 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „სამაია თრეიდინგის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 10) 216 ლარის ოდენობის მოთხოვნით მე-2 რიგში შპს „კავკასიური ნატურალური სასმელების“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 11) 8763,30 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „ლუვრის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 12) 4766 ლარის ოდენობის მოთხოვნით ი/მ „ჟორა ჯანხოთელის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 13) 12 ლარის ოდენობის მოთხოვნით მე-2 რიგში შპს „პურის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში;
2017 წლის 05 აპრილის განჩინება განმცხადებლებს (კრედიტორებს) - შპს ,,ჯი სი სი" -ს, შპს ,,მონტაჟ ჯორჯიას", შპს ,,გეოგერი, შპს ,,სამაი თრეიდინგის“, შპს ,,კავკასიური ნატურალური სასმელის და შპს ,,ლუვრის“, გაეგზავნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის შესაბამისად, თუმცა ადრესატებს სასამართლო გზავნილი არ ჩაჰბარდათ.
,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ეს კანონი არ შეიცავს შესაბამისი საკითხის მომწესრიგებელ სპეციალურ ნორმას, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების მიმართ გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები. კანონის ანალოგიის გამოყენება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ამ კანონის მიზნებს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში – მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით.
ვინაიდან,მოცემულ შემთხვევაში უცნობია შპს ,,ჯი სი სი" -ს , შპს ,,მონტაჟ ჯორჯიას", შპს ,,გეოგერის“, შპს ,,სამაი თრეიდინგის“, შპს ,,კავკასიური ნატურალურ სასმელი"-ს და შპს ,,ლუვრის“, ადგილსამყოფელი,სასამართლო თვლის, რომ 2017 წლის 5 აპრილის განჩინების მათთვის ჩაბარების მიზნით მიღებული უნდა იქნეს განჩინება საჯარო შეტყობინების თაობაზე, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017წ. 5 აპრილის განჩინების სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე განთავსების და სასამართლოს ვებგვერდზე --- www.tcc.gov.ge განთავსების გზით.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მეორე ნაწილის, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე, 284-285-ე მუხლებით და,
დაადგინა:
განმცხადებლებს (კრედიტორებს) – შპს ,,ჯი სი სი" -ს , შპს ,,მონტაჟ ჯორჯიას", შპს ,,გეოგერი" -ს, შპს ,,სამაი თრეიდინგის“, შპს ,,კავკასიური ნატურალურ სასმელის“ და შპს ,,ლუვრის“ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განჩინება ეცნობოს საჯარო შეტყობინების მეშვეობით.
განჩინების სარეზოლუციო ნაწილი:
1. შპს „მარშეს” (ს/კ 206343991) კერძო საჩივარი 1). შპს „ჯი სი სი“-ს, 2). შპს „მაკნატუნას“, 3). სს „ივერიის“, 4).შპს „მონტაჟ ჯორჯიას“, 5).შპს „გეოგერის“, 6).შპს „დაფნას“, 7).შპს „შვიდი მითის“, 8). შპს „ნლ ფუდის“, 9). შპს „სამაია თრეიდინგის“, 10).შპს „კავკასიური ნატურალური სასმელების“, 11). შპს „ლუვრის“, 12).ი/მ „ჟორა ჯანხოთელისა“, 13). შპს „პურის“ მიმართ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 11 თებერვლის საოქმო განჩინება 1) 7117,08 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „ჯი სი სი’’-ს კრედიტორად აღიარების ნაწილში; 2) 5395.50 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „მაკნატუნას“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 3) 156 ლარის ოდენობის მოთხოვნით სს „ივერიას“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 4) 7431,42 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „მონტაჟ ჯორჯიას“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 5) 2345,70 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს გეოგერის კრედიტორად აღიარების ნაწილში; 6) 28 269,67 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „დაფნას“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 7) 176 572,37 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „შვიდი მითის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 8) 12 627,03 ლარის ოდენობის მოთხოვნით მე-2 რიგში შპს“ ნლ ფუდის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 9) 5159,64 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „სამაია თრეიდინგის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 10) 216 ლარის ოდენობის მოთხოვნით მე-2 რიგში შპს „კავკასიური ნატურალური სასმელების“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 11) 8763,30 ლარის ოდენობის მოთხოვნით შპს „ლუვრის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 12) 4766 ლარის ოდენობის მოთხოვნით ი/მ „ჟორა ჯანხოთელის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში; 13) 12 ლარის ოდენობის მოთხოვნით მე-2 რიგში შპს „პურის“ კრედიტორად აღიარების ნაწილში.
3. შესაბამისი ცვლილებები იქნეს შეტანილი შპს „მარშეს“ კრედიტორთა მოთხოვნათა რეესტრში.
4. განჩინება შესაძლოა გასაჩივრდეს კერძო საჩივრით განჩინების ასლის გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის განმავლობაში.
განჩინება გამოქვეყნდეს ,,საკანონდმებლო მაცნეში",თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და სასამართლოს ვებგვერდზე --- www.tcc.gov.ge ;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2017 წლის 5 აპრილის განჩინება1). შპს „ჯი სი სი“-ს, 2). შპს „მაკნატუნას“, 3). სს „ივერიას“, 4).შპს „მონტაჟ ჯორჯიას“, 5).შპს „გეოგერის“, 6).შპს „დაფნას“, 7).შპს „შვიდი მითის“, 8). შპს „ნლ ფუდის“, 9). შპს „სამაია თრეიდინგის“, 10).შპს „კავკასიური ნატურალური სასმელების“, 11). შპს „ლუვრის“, 12).ი/მ „ჟორა ჯანხოთელისა“, 13) შპს „პურის“-თვის ჩაბარებულად ჩაითვალოს განჩინების საკანონმდებლო მაცნეში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის შენობაში თვალსაჩინო ადგილზე და სასამართლოს ვებგვერდზე გავრცელებიდან მე-7 დღეს და ამ დღიდან აითვალოს გასაჩივრების ვადა.
განჩინება კერძო საჩივრით არ საჩივრდება.
მოსამართლე: თამარ ბურჯანაძე