სსიპ - საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1371
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024076
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 17/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1371

2017 წლის 30 ივნისი

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფუძნების, სამეთვალყურეო საბჭოს განსაზღვრისა და მისი დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ოქტომბრის №558 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა (შემდგომში – ფონდი) უზრუნველყოს ყაზბეგის მუნიციპალიტეტში გუდაური-კობის საბაგირო გზის მოწყობისათვის საჭირო საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მოსამზადებლად საჭირო მომსახურებისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების შესყიდვა.

2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიეცეს თანხმობა ფონდს, ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესყიდვები განახორციელოს მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების შესაბამისად.

3. დაევალოს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უზრუნველყოს ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2017 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსების მიზნით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის შესაბამისი წინადადებების წარდგენა.

4.საქართველოს ფინანსთა და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებმა 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო შესაბამისი თანხები, სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის წინადადებების საფუძველზე.

პრემიერ-მინისტრი                                                     გიორგი კვირიკაშვილი