სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1666
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00.003.024430
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №1666

2017 წლის 10 აგვისტო

ქ. თბილისი

სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მიეცეს თანხმობა სსიპ – საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს (შემდგომში – ფონდი), „სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაციისა და აღჭურვის 2017 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 იანვრის №32 დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის მე-3 მუხლის 21 პუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების სახელმწიფო შესყიდვები განახორციელოს მსოფლიო ბანკის მიერ განსაზღვრული შესყიდვების პროცედურების შესაბამისად.

2. საჭიროების შემთხვევაში, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროებმა, საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მომზადების დროს, ფონდის წინადადების საფუძველზე, გაითვალისწინონ ამ განკარგულების პირველი პუნქტით გათვალისწინებული, 2018 წელს განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისათვის საჭირო თანხები.

 

 

პრემიერ-მინისტრი                                                      გიორგი კვირიკაშვილი