„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ჩატარების ეტაპების და ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2017 წლის 15 მაისის №ს-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№ს-11
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის

ბრძანება №ს-11

2017 წლის 13 ივლისი

ქ. თბილისი

„აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ჩატარების ეტაპების და ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2017 წლის 15 მაისის №ს-6 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის №11/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე­3 მუხლის მე­3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა და სსიპ – „აწარმოე საქართველოში“ მეწარმეობის ხელშეწყობის დეპარტამენტის უფროსის მ/შ/-ს ა. ღოღობერიძის 2017 წლის 13 ივლისის №435-04/EG მოხსენებითი ბარათის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. შეტანილ იქნეს ცვლილება „აწარმოე საქართველოში“ სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის ჩატარების ეტაპების და ვადების დამტკიცების შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის 2017 წლის 15 მაისის №ს-6 ბრძანებაში და ბრძანების დანართი ჩამოყალიბდეს თანდართული სახით.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს დირექტორის მოადგილეს ალექსანდრე ნასარიძეს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის: ქ. თბილისი, თ. ჭოველიძის №10ა).

 

 სსიპაწარმოე საქართველოშიდირექტორი                                             მარიანა მორგოშია

 

დანართი

                  

პირველი ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი აქტივობები

ვადები

1

პირველადი განაცხადების (ბიზნესიდეების) მიღება

2017 წლის 15 – 31 მაისი

2

ბიზნესიდეების განხილვა და გამარჯვებულების გამოვლენა

2017 წლის მაისი – 24 ივნისი

3

ტრენინგი ზოგადი მეწარმეობის შესახებ

2017 წლის ივნისი – ივლისი

4

ბიზნესგეგმების მიღება

2017 წლის 1–28 ივლისი

5

ბიზნესგეგმების შეფასება

2017 წლის ივლისი – სექტემბერი

6

ბენეფიციარებთან გასაუბრება/ადგილზე მონიტორინგი

2017 წლის ივლისი – სექტემბერი

7

პროგრამის საბოლოო გამარჯვებულების გამოვლენა

2017 წლის აგვისტო – 15 სექტემბერი

8

საბოლოო ხელშეკრულების გაფორმება

2017 წლის აგვისტო – 30 სექტემბერი

9

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი

2017 წლის სექტემბერი – ნოემბერი

10

თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა

2017 წლის სექტემბერი – ნოემბერი

11

ბიზნესადმინისტრირების ტრენინგი

2018 წლის მარტი – მაისი

12

ბუღალტრული აღრიცხვის ტრენინგი

2018 წლის მარტი – აპრილი

13

ინდივიდუალური კონსულტაციები

2018 წლის იანვარი – ივლისი

14

პროექტების მონიტორინგი

2017 წლის ნოემბერი – 2018 წლის ივლისი