სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№ს-44
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/09/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – „აწარმოე საქართველოში“ დირექტორის

ბრძანება № ს-44

2020 წლის 22 სექტემბერი

ქ. თბილისი

სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის № 365 დადგენილებით დამტკიცებული „სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“ 122 მუხლის მე-2 პუნქტის, 128 მუხლისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2017 წლის 29 მაისის № 1-1/217 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში დებულების“ მე -3 მუხლის მე- 3 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე,

ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში ჩასატარებელი ღონისძიებების/აქტივობების ვადები დანართის შესაბამისად.

2. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – აწარმოე საქართველოში მეწარმეობის დეპარტამენტს.

3. ბრძანება ამოქმედდეს ხელმოწერისთანავე.

4. ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების დღიდან ერთი თვის ვადაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში (მის.: ქ. თბილისი, სანაპიროს ქუჩა №2).

 

სსიპ –  „აწარმოე საქართველოში“

დირექტორი                                                                             მიხეილ ხიდურელი

 

დანართი

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 მაისის N365 დადგენილებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ფარგლებში განსახორციელებელი ღონისძიებები/აქტოვობები და განხორციელების ვადები

 

№

განსახორციელებელი ეტაპების (ღონისძიებების/აქტივობების) ჩამონათვალი

ღონისძიებების /აქტივობების
განხორციელების ვადები

1

განაცხადების (ბიზნეს იდეების) მიღება

05.10.2020-18.10.2020

2

განაცხადების (ბიზნესიდეების) გადარჩევა და გამარჯვებულების გამოვლენა

05.10.2020-08.11.2020

3

ტრენინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან ბიზნეს გეგმის შედგენაში

12.11.2020-29.11.2020

4

ბიზნეს გეგმების მიღება

12.11.2020-02.12.2020

5

ბიზნეს გეგმების შეფასება

16.11.2020-06.12.2020

6

გასაუბრება პოტენციურ ბენეფიციარებთან

26.11.2020-16.12.2020

7

დაფინანსებამდე მონიტორინგი პოტენციურ ბენეფიციარებთან

21.12.2020-25.01.2021

8

ბენეფიციარებთან  ხელშეკრულების გაფორმება

25.12.2020-29.01.2021

9

ბენეფიციარის მხრიდან თანამონაწილეობის შესრულების მონიტორინგი

04.01.2021-04.02.2021

10

ბენეფიციარებისათვის თანადაფინანსების თანხის ჩარიცხვა

06.01.2021-10.02.2021

11

თანადაფინანსების თანხის ხარჯვის მონიტორინგი

25.02.2021-25.04.2021

12

დამატებითი ტრენინგები

26.04.2021-30.05.2021

13

ბენეფიციარების საბოლოო მონიტორინგი

01.09.2021-30.11.2021

14

ბენეფიციარების დამატებითი მონიტორინგი

21.12.2020-30.11.2021

 

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 22.09.2020.
როდის იქნა მიღებული „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“?
„სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 22.09.2020. მიმღები ორგანო — სსიპ - აწარმოე საქართველოში. დოკუმენტის ნომერი — №ს-44.
სად არის „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 22.09.2020 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი „სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილის 2020 წლის ეტაპის ჩატარების ვადების დამტკიცების შესახებ“, №ს-44, 22.09.2020 (კონსოლიდირებული რედაქცია 22.09.2020). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/5002575/