საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 13.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
ნომერი №1-1/300
სარეგისტრაციო კოდი 010320000.22.024.016499
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 17/07/2017
matsne.gov.ge 1,014 სიტყვა · ~5 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი გახარია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 99% 22.04.2016 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 85% 09.03.2016 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 31.05.2022 თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერიის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ინფრასტრუქტურის განვითარების, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 85% 26.01.2018 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 07.12.2015

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანება №1-1/300 2017 წლის 13 ივლისი ქ. თბილისი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცების თაობაზე „საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 28-ე  მუხლის, „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2016  წლის 11 თებერვლის №70 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „ო” ქვეპუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს თანდართული „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის  დეპარტამენტის   მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები”. მუხლი 2🔗 ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის  დეპარტამენტის მოხელეთა დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები მუხლი 1🔗. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელობა 1. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი – პირველი რანგის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინჟინერ-მშენებლის/მშენებლის სპეციალობით;    ბ) სამშენებლო ან/და სივრცითი დაგეგმარების/ურბანული დაგეგმარების/არქიტექტურის სფეროში მუშაობის არანაკლებ 5-წლიანი  გამოცდილება, მათ შორის,  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ  2-წლიანი გამოცდილება; გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის,  „სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის  15 იანვრის №59  დადგენილების ცოდნა; დ) საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა;  ე) ინგლისური და რუსული ან/და გერმანული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა. 2. სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე  – მეორე რანგის  პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის ან ინჟინერ-მშენებლის/მშენებლის  სპეციალობით;      ბ) სამშენებლო/სივრცითი დაგეგმარების/ურბანული დაგეგმარების/არქიტექტურის სფეროში მუშაობის  არანაკლებ 4-წლიანი გამოცდილება  და მათ შორის  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის,  „სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და „ტექნიკური რეგლამენტის –   დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის  15 იანვრის  №59  დადგენილების ცოდნა; დ) საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების, ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების მეთოდოლოგიების ცოდნა; ე) ინგლისური და რუსული ან/და გერმანული და რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა. მუხლი 2🔗.  ურბანული განვითარების სამმართველო 1. ურბანული განვითარების სამმართველოს უფროსი – მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის/სივრცითი/ურბანული დაგეგმარების  სფეროში; ბ)  არქიტექტურის, სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;   გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის,  „სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და „ტექნიკური რეგლამენტის –   დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის  15 იანვრის №59  დადგენილების ცოდნა; დ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა; ე) სასურველია ინგლისური და რუსული ენების    ცოდნა; ვ) ArchiCAD,  AutoCAD და GIS - პროგრამების კარგი ცოდნა. 2. ურბანული განვითარების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი – მესამე რანგის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტორის/სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში და მუშაობის არანაკლებ  ერთწლიანი გამოცდილება ან უმაღლესი განათლება და არქიტექტურის, სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში მუშაობის არანაკლებ 2 - წლიანი გამოცდილება; ბ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის,  „სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და „ტექნიკური რეგლამენტის –   დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის  15 იანვრის №59  დადგენილების ცოდნა; გ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა; დ) სასურველია ინგლისური და  რუსული ენების  ცოდნა; ე) ArchiCAD, AutoCAD და GIS - პროგრამების კარგი ცოდნა. 3. ურბანული განვითარების სამმართველოს უფროსი სპეციალისტი – მესამე რანგის, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება არქიტექტურის/სივრცითი/ურბანული დაგეგმარების სფეროში და  მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ბ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის,  „სამშენებლო საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონის, „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებისა და   „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე” საქართველოს მთავრობის 2014 წლის  15 იანვრის  №59  დადგენილების ცოდნა; გ) სასურველია ურბანული განვითარებისა და ქალაქგეგმარების საერთაშორისო მეთოდოლოგიების ცოდნა; დ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა; ე) ArchiCAD, AutoCAD და GIS - პროგრამების კარგი ცოდნა.  მუხლი 3🔗. მშენებლობის საქმეთა  სამმართველო 1. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი – მეორე რანგის მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  ინჟინერ-მშენებლის/მშენებლის სპეციალობით; ბ) მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება სამშენებლო სფეროში;    გ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ” საქართველოს კანონის,  „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა; დ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა; ე) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა; ვ) GIS - პროგრამის კარგი ცოდნა;  ზ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა. 2. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს მთავარი სპეციალისტი – მესამე რანგის  მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა  უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა) უმაღლესი განათლება  ინჟინერ-მშენებლის/მშენებლის სპეციალობით და  მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება ან  უმაღლესი განათლება და მუშაობის არანაკლებ 2-წლიანი გამოცდილება სამშენებლო  სფეროში; ბ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“  საქართველოს კანონისა და „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა; გ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა; დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმების და წესების ცოდნა; ე) GIS - პროგრამის კარგი ცოდნა;  ვ) სასურველია ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა. 3. მშენებლობის საქმეთა სამმართველოს უფროსი სპეციალისტი – მესამე რანგის  მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: ა)  უმაღლესი განათლება  ინჟინერ-მშენებლის/მშენებლის სპეციალობით და მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; ბ) „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“  საქართველოს კანონისა და  „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების ცოდნა; გ) საქართველოში მოქმედი სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა; დ) სასურველია საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და წესების ცოდნა; ე) სასურველია  ინგლისური და რუსული ენების  ცოდნა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრიგიორგი გახარია