მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ

მიღების თარიღი 17.07.2017
გამომცემი ორგანო მცხეთის მუნიციპალიტეტი
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.153.016364
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 19/07/2017
matsne.gov.ge 503 სიტყვა · ~3 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ჯემალ სოლოღაშვილი მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 95% 29.06.2018 ახმეტის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 04.07.2018 დუშეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 93% 16.12.2019 ყვარლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 05.07.2018 ქალაქ ჭიათურის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესების დადგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 92% 29.12.2014

დოკუმენტის ტექსტი

მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №15 2017 წლის 17 ივლისი ქ. მცხეთა მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის „მ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის მე-2 ნაწილის, 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: მუხლი 1🔗 დამტკიცდეს „მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი დანართი №1-ის შესაბამისად. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მცხეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯემალ სოლოღაშვილი დანართი №1 მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობის რეგულირების წესი მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო 1. წინამდებარე წესი არეგულირებს მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ საზოგადოებრივ სივრცეებში, ასევე, ფიზიკური და იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტების საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე ან შენობა-ნაგებობაში გარე ვაჭრობის ადგილების განსაზღვრის, გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი საქონლის განთავსებისა და ტერიტორიის მოწყობის წესებს. 2. გარე ვაჭრობად ითვლება: ა) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივ სივრცეებში განთავსებული ისეთი ობიექტებიდან, რომლებიც მიწასთან მყარად არ არის დაკავშირებული და არ ქმნის მიწის არსებით შემადგენელ ნაწილს (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა); ბ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა ფიზიკური თუ იურიდიული პირის ან/და კერძო სამართლის სხვა სუბიექტის საკუთრებაში ან/და სარგებლობაში არსებული მიწის ნაკვეთიდან ან მასზე განთავსებული ნებისმიერი სახის შენობა-ნაგებობიდან, თუ აღნიშნული მიწის ნაკვეთი ან შენობა-ნაგებობა უშუალოდ ემიჯნება საზოგადოებრივ სივრცეს და ხდება საქონლის რეალიზაციის/მომსახურების გაწევის მიზნით გამოყენებული ობიექტის (ჯიხური, მაცივარი, სატრანსპორტო საშუალება ან მისი მისაბმელი, საქონლის რეალიზაციის სხვა სპეციალური დანადგარი, დახლი და სხვა) მთლიანად ან ნაწილობრივ საზოგადოებრივ სავრცეში განთავსება; გ) რესტორნის, კაფე-ბარის და სხვა ობიექტის მიმდებარე საზოგადოებრივ სივრცეში მაგიდის და სხვა ნივთის განლაგება, რომელზეც მომსახურების გაწევა ხდება არსებული რესტორნიდან, კაფე-ბარიდან და სხვა ობიექტიდან; დ) საქონლის რეალიზაცია/მომსახურების გაწევა საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებისათვის განკუთვნილი ადგილიდან ან/და მასზე განთავსებული ნაგებობიდან. მუხლი 2🔗. გარე ვაჭრობის რეგულირების მიზანი 1. წინამდებარე წესის მიზანია: ა) მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიის იერსახის დაცვა; ბ) საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფა; გ) მცხეთის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ინტერესების დაცვა. მუხლი 3🔗. გარე ვაჭრობის ორგანიზება 1. გარე ვაჭრობისათვის განკუთვნილი ადგილების მოეწყოს ისე, რომ აკმაყოფილებდეს მუნიციპალიტეტის იერსახის მოთხოვნებს და არ უნდა აფერხებდეს ფეხით მოსიარულეთა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაადგილებას. 2. გარე ვაჭრობა უნდა განხორციელდეს მოქმედი სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნებისა და უსაფრთხოების წესების დაცვით. 3. აიკრძალოს მალფუჭებადი საკვები პროდუქტებით გარე ვაჭრობა. 4. გარე ვაჭრობა ნებადართულია შემდეგი საქონლით: ა) ჟურნალ-გაზეთები, წიგნები; ბ) ნახატები, სუვენირები და სხვა ხელნაკეთი ნივთები; გ) ყვავილები; დ) ხილ-ბოსტნეული, ვერტიკალურ სტელაჟზე (თუ მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობა აკმაყოფილებს სანიტარულ ნორმებს და უზრუნველყოფს პროდუქციის ხარისხის შენარჩუნებას მიღების, შენახვისა და რეალიზაციის პროცესში); ე) სპეცდანიშნულების საფირმო მანქანებიდან კვების პროდუქტები (სანიტარული პირობებით და რეალიზაციის პროცესში); ვ) გაზიანი გამაგრილებელი სასმელები და წყლები; ზ) ნაყინი (სპეციალური მაცივრის მეშვეობით). მუხლი 4🔗. მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გარე ვაჭრობისათვის აკრძალული ადგილები 1. გარე ვაჭრობა აკრძალულია მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული კულტურული მემკვიდრეობითი ძეგლების მიმდებარე ტერიტორიებზე: ა) ზედაზნის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე; ბ) საგურამოს წმინდა ილია მართლის მონასტერის მიმდებარე ტერიტორიაზე; გ) ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის ცენტრალურ შესასვლელთან; დ) წიწამურში ილია ჭავჭავაძის ობელისკის მიმდებარე ტერიტორიაზე; ე) წიწამურში ილია ჭავჭავაძის ძეგლის მიმდებარე ტერიტორიაზე; ვ) ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე; ზ) ჯვრის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე გარე ვაჭრობა ნებადართულია მცხეთის მუნიციპალიტეტის მიერ განთავსებულ ადგილებზე (სავაჭრო ჯიხურებში). მუხლი 5🔗. გარე ვაჭრობის კონტროლი 1. დადგენილების შესრულებაზე კონტროლს განახორციელებს მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის დავალებით, შესაბამისი სამსახური მათი კომპეტენციის ფარგლებში.