2017-2018 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე

მიღების თარიღი 12.07.2017
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №1427
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.003.024157
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 25/07/2017
matsne.gov.ge 864 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

2017 წელს A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 91% 08.11.2016 2017-2018 წლების განმავლობაში საბურავების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 07.08.2017 2016-2017 წლებში ფიჭური კავშირგაბმულობის მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის საშუალებით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 03.12.2015 2017-2018 წლების განმავლობაში უწყვეტი კვების წყაროების სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერის მეშვეობით განხორციელების თაობაზე საქართველოს მთავრობის განკარგულება 90% 23.03.2017 საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიერ მედიამონიტორინგის მომსახურებისა და საინფორმაციო სააგენტოების მომსახურების სახელმწიფო შესყიდვების გამარტივებული შესყიდვის საშუალებით განხორციელების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 89% 01.02.2016

დოკუმენტის ტექსტი

2017-2018 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; } a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.BalloonTextChar { } span.HeaderChar { } span.FooterChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:9.0pt; } p.Default, li.Default, div.Default { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; color:black;} .MsoChpDefault {font-size:10.0pt;} @page Section1 {size:595.35pt 841.95pt; margin:62.95pt 56.7pt 62.95pt 56.7pt;} div.Section1 {page:Section1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს მთავრობის განკარგულება №1427 2017 წლის 12 ივლისი ქ. თბილისი 2017-2018 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებული ტენდერების საშუალებით განხორციელების თაობაზე შემსყიდველი ორგანიზაციების მიერ სატელევიზიო საეთერო დროის განხორციელებული სახელმწიფო შესყიდვების ანალიზის საფუძველზე, აგრეთვე ბაზრის კვლევის შედეგებზე დაყრდნობითა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით: 1. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 20​2 მუხლის შესაბამისად, 2017-2018 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის განსახორციელებლად ჩატარდეს კონსოლიდირებული ტენდერები, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით. 2. „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 19​1 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, 2017-2018 წლების განმავლობაში სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) სახელმწიფო შესყიდვის კონსოლიდირებულ ტენდერში სატენდერო წინადადების წარდგენისათვის განისაზღვროს საფასური 1000 ლარის ოდენობით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ კონსოლიდირებული ტენდერი შეწყდება ან დასრულდება უარყოფითი შედეგით, აღნიშნულიდან არა უგვიანეს 60 კალენდარული დღის განმავლობაში ხელმეორედ გამოცხადებულ კონსოლიდირებულ ტენდერში შეწყვეტილ ან უარყოფითი შედეგით დასრულებულ კონსოლიდირებულ ტენდერში მონაწილე პრეტენდენტისთვის სატენდერო წინადადების წარდგენის საფასური განისაზღვროს 100 ლარის ოდენობით. 3. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ უზრუნველყოს სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო დოკუმენტაციების პროექტების მომზადება და კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისათვის კანონმდებლობით დადგენილი სხვა აუცილებელი სამართლებრივი და ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. 4. სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და აღნიშნული ტენდერების შემდგომი ადმინისტრირების მიზნით, შეიქმნას სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია, დამტკიცდეს მისი თანდართული შემადგენლობა და საქმიანობის წესი. პრემიერ-მინისტრი               გიორგი კვირიკაშვილი დანართი სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის შემადგენლობა და საქმიანობის წესი 1. სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისია (შემდგომში – სატენდერო კომისია) შექმნილია სატელევიზიო საეთერო დროის (wGRP) 2017-2018 წლების კონსოლიდირებული ტენდერების ჩატარებისა და მათი შემდგომი ადმინისტრირების მიზნით. 2. სატენდერო კომისიის შემადგენლობაში შედიან: ილია ბეგიაშვილი – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადმინისტრაციული მართვის დეპარტამენტის უფროსი, სატენდერო კომისიის თავმჯდომარე; ლევან რაზმაძე – სსიპ – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი; ნოდარ ხადური – სსიპ –კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე, სატენდერო კომისიის წევრი; გიორგი თაბუაშვილი – საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; დავით ვარდიაშვილი – საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; ირმა ქავთარაძე – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; კახაბერ გულედანი – საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; ნინო ბერძული – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; გიორგი პატარიძე – საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; აკაკი ლოდია – საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; გიორგი ბაქრაძე – საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; თეიმურაზ მურღულია – საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე, სატენდერო კომისიის წევრი; დავით ჭეჟია – საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის კომუნიკაციის დეპარტამენტის მარკეტინგული კომუნიკაციის სამსახურის მარკეტინგის სამმართველოს I კატეგორიის უფროსი სპეციალისტი, სატენდერო კომისიის წევრი. 3. სატენდერო კომისიას ხელმძღვანელობს სატენდერო კომისიის თავმჯდომარე, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში – თავმჯდომარის დავალებით, სატენდერო კომისიის ერთ-ერთი წევრი. 4. სატენდერო კომისიის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება სატენდერო კომისიის წევრთა სიითი შემადგენლობის არანაკლებ 7 (შვიდი) წევრისა. სატენდერო კომისიის სხდომა ტარდება საჭიროებისამებრ. 5. სატენდერო კომისიის სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღება კომისიის დამსწრე წევრთა ხმათა უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ სიითი შემადგენლობის 7 (შვიდი) წევრისა. 6. სატენდერო კომისიის წევრს, რომელიც არ ეთანხმება სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას, უფლება აქვს, წერილობით წარადგინოს თავისი აზრი, რომელიც უნდა დაერთოს სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებას. 7. სატენდერო კომისიის მიერ სხდომაზე მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება ფორმდება ოქმით, რომელიც შესაძლებელია შეთანხმდეს როგორც ელექტრონული, ასევე მატერიალური ფორმით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. კომისიის წევრთა ხელმოწერა არ არის სავალდებულო იმ შემთხვევაში, თუ ოქმი თანხმდება ელექტრონული ფორმით. 8. სატენდერო კომისიის გადაწყვეტილება სატენდერო დოკუმენტაციით განსაზღვრულ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ საჭიროებს კომისიის სხდომის მოწვევას, შესაძლებელია მიღებულ იქნეს შემდეგი ელექტრონული ფოსტის მეშვეობით: TV2017-2018@spa.gov.ge. აღნიშნული ელექტრონული ფოსტის მეშვეობით წარდგენილი კორესპონდენცია წარმოადგენს იურიდიული ძალის მქონე დოკუმენტებს. 9. სატენდერო კომისიის ორგანიზაციულ საქმიანობას უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო.