,,სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 10 მარტის №19 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2017 წლის 19 ივლისი ქ. სენაკი |
ა) დადგენილებით დამტკიცებული მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აპარტის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს საკრებულოს აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი- აპარატის უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“;
ბ) დადგენილებით დამტკიცებული მე-5 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით;
,,გ) საკრებულოს თავმჯდომარეს თანამდებობაზე დასანიშნად და თანამდებობიდან გასათავისუფლებად წარუდგენს აპარატის შესაბამის საჯარო მოხელეთა კანდიდატურებს“;
გ) დადგენილებით დამტკიცებული მე-5 მუხლის მე-3, მე-4; მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.
,,4. აპარატის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.
,,5. აპარტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში აპარტის უფროსის ფუნქციების შესრულება ეკისრება აპარატის ერთ-ერთი პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტს საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით“;
დ) ,,დადგენილებით დამტკიცებული მე-6 მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-3 პუნქტის ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,1. აპარატის საჯარო მოხელეები თანამდებობაზე ინიშნება ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
,,2. აპარატის საჯარო მოხელეეთა თანამდებობაზე დასაკავებლად კონკურსს ,,საჯარო სამსახურის შესახებ „კანონის შესაბამისად ატარებს საკრებულოს მიერ შექმნილი საკონკურსო საატესტაციო კომისია
,,3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის №204 დადგენილების თანახმად.“
ე) დადგენილებით დამტკიცებული მე-7 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,მუხლი 7. აპარატის საჯარო მოხელეთა თანამდებობრივი სარგოსა და შტატების დამტკიცების წესი
აპარატის საჯარო მოხელეთა თამამდებობრივი სარგოს განაკვეთებს, თანამდებობათა დასახელებას და საშტატო ნუსხას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად საკრებულოს თავმჯდომარის წარდგინებით ამტკიცებს საკრებულო.’’.
|