,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№49
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.126.016291
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 27/12/2018
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №49

2018 წლის 24 დეკემბერი

ქ. თერჯოლა

 

,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნას ცვლილება ,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში:

1. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის 1-ლი ნაწილის, 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილის,  ,,სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტების, ,,საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 23-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“

2. დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული წესის:

ა) მე-2 მუხლის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში, თერჯოლის ან საქართველოს სახელით მოასპარეზე 18-დან 26 წლამდე (თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი;

დ) წარმატებული ახალგაზრდა – თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული.

3. დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული წესის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

,,2. წარმატებულმა ახალგაზრდამ ან კანონიერმა წარმომადგენელმა მუნიციპალიტეტის მერიაში უნდა წარმოადგინოს:“

4. დადგენილების 1-ლი მუხლით დამტკიცებული წესის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) მედალოსანის წერილობითი განცხადება;

ბ) თერჯოლის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მიერ მოწოდებული ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა სია;

გ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

დ) ოქროსა და ვერცხლის მედალოსანთა ან კანონიერი წარმომადგენლის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან.“

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე და გავრცელდეს 2019 წლის 1 იანვრიდან წარმოშობილი სამართლებრივ ურთიერთობებზე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარენინო ჯანელიძე

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დიახ, მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 24.12.2018.
როდის იქნა მიღებული „,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
„,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 24.12.2018. მიმღები ორგანო — თერჯოლის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №49. სარეგისტრაციო კოდი — 010250000.35.126.016291.
რამდენი მუხლისგან შედგება „,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.12.2018 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება „,,ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ“, №49, 24.12.2018, სარეგისტრაციო კოდი 010250000.35.126.016291 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.12.2018). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/4422873/