„ახალგაზრდული და სპორტული პროგრამების დაფინანსების მიზნით გამოყოფილი თანხების განკარგვის წესის დამტკიცების შესახებ“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №5 |
|
2019 წლის 6 მარტი ქ. თერჯოლა |
1. დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“.
2. დადგენილების პრეამბულა ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების, 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 და მე-4 ნაწილების, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-8 პუნქტების, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:“.
3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“.
4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით.
მუხლი 1. ზოგადი დებულება
ეს პროგრამა არეგულირებს „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესს.“.
5. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„მუხლი 2. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) ჯილდო – ერთჯერადი ფულადი ჯილდო;
ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში თერჯოლის ან საქართველოს სახელით მოასპარეზე 18-დან 26 წლამდე (თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი;
გ) წარმატებული მწვრთნელი – ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული წარმატებული სპორტსმენის პირველი მწვრთნელი;
დ) წარმატებული ახალგაზრდა – თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტირებული 16-დან 26 წლამდე ახალგაზრდა, რომელიც მონაწილეობას იღებდა საქართველოს ან საერთაშორისო მასშტაბით გამართულ კულტურულ-შემოქმედებით, ინტელექტუალურ კონკურსში და მოიპოვა აღნიშნული კონკურსის დებულებით განსაზღვრული მთავარი პრიზი ან ტიტული;
ე) ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო ან კერძო სკოლის მიმდინარე წლის ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი;
ვ) ახალგაზრდული ინიციატივა – ახალგაზრდების პროექტი, რომლის ინიციატორიც არის თერჯოლის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული 14-დან 29 წლამდე ასაკის ახალგაზრდა ან ახალგაზრდების ჯგუფი და ემსახურება საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტით გათვალისწინებული ახალგაზრდული საქმიანობის მიზნებს (საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი – საქართველოს მთავრობის 2014 წლის 2 აპრილის №553 განკარგულებით დამტკიცებული დოკუმენტი)“.
|