„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში” თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №2 |
|
2024 წლის 10 იანვარი ქ. თერჯოლა |
„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
მუხლი 1
შეტანილი იქნეს „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში შემდეგი ცვლილება :
1. დადგენილების დანართის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„ბ) წარმატებული სპორტსმენი – საქართველოს, ევროპის, მსოფლიოს ჩემპიონატსა და ოლიმპიურ თამაშებში თერჯოლის ან საქართველოს სახელით მოასპარეზე 18-დან 30 წლის ჩათვლით (თერჯოლის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებული) ახალგაზრდა სპორტსმენი, რომელმაც დაიკავა I, II, III ადგილი.“.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
|