,,წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№20
სარეგისტრაციო კოდი
010250000.35.126.016414
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/09/2023
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №20

2023 წლის 6 სექტემბერი

ქ. თერჯოლა

 

„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 7 ნოემბრის №44 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 61-ე მუხლის 1-ლი, მე-2 ნაწილების და საქართველოს ორგანული კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ“ მე-20 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად,  თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილი იქნეს  „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის დაჯილდოებისა  და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესში“ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის  7 ნოემბრის  №44  დადგენილებაში შემდეგი ცვლილება :

1.დადგენილების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო  გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“.

.  დადგენილებით დამტკიცებული დანართის სათაური ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლისმედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის, სახელმწიფო სასწავლო  გრანტის მფლობელი სტუდენტის   დაჯილდოებისა  და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესი“.

3. დადგენილებით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:

„მუხლი 1. ზოგადი დებულება 

ეს პროგრამა არეგულირებს „წარმატებული სპორტსმენისა და წარმატებული მწვრთნელის, ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი სკოლის მოსწავლეების, წარმატებული ახალგაზრდის,  სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის დაჯილდოებისა  და ახალგაზრდული ინიციატივის დაფინანსების წესს“.

4. დადგენილებით დამტკიცებული დანართის მეორე მუხლს დაემატოს ,,ზ“ ქვეპუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ზ) სახელმწიფო გრანტის მფლობელი სტუდენტი – თერჯოლის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის კურსდამთავრებული, რომელმაც საბიუჯეტო წელს  ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების მიხედვით მიიღო სახელმწიფო სასწავლო  გრანტი.“.

5. დადგენილების  დანართს  დაემატოს 61   მუხლი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 61  .

1. სახელმწიფო სასწავლო   გრანტის მფლობელი სტუდენტის   ფულადი ჯილდოს ოდენობა განისაზღვრება შემდეგი სახით:

ა)100% -იანი სასწავლო  გრანტის მფლობელი სტუდენტი – 500 ლარი;

ბ)70 % -იანი სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტი – 400 ლარი;

გ) 50 % -იანი სასწავლო  გრანტის მფლობელი სტუდენტი – 300 ლარი.

2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული ფულადი ჯილდოს მიღების მიზნით თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი უნდა იქნეს:

ა) სახელმწიფო სასწავლო გრანტის მფლობელი სტუდენტის წერილობითი განცხადება;

ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

გ) ანგარიშის ნომრის ამონაწერი საბანკო დაწესებულებიდან;

დ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელიდავით გოგბერაშვილი