შპს „ცაგერის N16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქმე №2/1938
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
საქართველოს სახელით
განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე
2017 წლის 12 ივლისი
ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე გენადი მაკარიძე
განმცხადებელი: შპს „ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველო“ (ს/ნ 242572195)
დირექტორი: შპს რეაბილიტაცია.
წარმომადგენელ ი – თამარ მუმლაძე.
მოთხოვნა – გაკოტრების საქმის წარმოების გახსნა.
განიხილა განცხადების წარმოებაში მიღების შესახებ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
შპს „ცაგერის №16 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს“ სახელით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით მომართა წარმომადგენელმა თამარ მუმლაძემ და მოითხოვა კომპანიის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოების დაწყება.
განმცხადებლის განმარტებით, შპს „ცაგერის №16 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველო“ (ს/ნ 242572195) წარმოადგენს სახელმწიფო წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ საწარმოს და შპს „ცაგერის საგზაო სამმართველოს“ (ს/ნ 242572514), შპს „თეთრი ხიდის“ (ს/ნ 212672375), შპს „ზოგადი პროფილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ (ს/ნ 200076158), შპს „ჰერპესცენტრის“ (ს/ნ 211379943), შპს „ბავრას“ (ს/ნ 223351414), შპს „ზესტაფონის საგზაო სამმართველოს“ (ს/ნ 230029288) და შპს „მშენებელის“ (ს/ნ 237097182) სამართალმემკვიდრე ორგანიზაციას, რომელიც არ ფუნქციონირებს.
როგორც სსიპ – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2017 წლის 3 ივლისის №257967 წერილიდან ირკვევა, უძრავ ნივთებზე უფლებათა რეესტრის ელექტრონული წიგნის მონაცემებით, შპს „ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ (ს/ნ 242572195), შპს „ცაგერის საგზაო სამმართველოს“ (ს/ნ 242572514), შპს „თეთრი ხიდის“ (ს/ნ 212672375), შპს „ზოგადი პროფილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ (ს/ნ 200076158), შპს „ჰერპესცენტრის“ (ს/ნ 211379943), შპს „ბავრას“ (ს/ნ 223351414) და შპს „მშენებელის“ (ს/ნ 237097182) საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (ნივთებზე) რეგისტრირებული არ არის.
ხოლო შპს ,,ზესტაფონის საგზაო სამმართველოს’’ (ს/ნ 230029288) საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია: მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №32.00.021, მისამართი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქვედა საქარა. ობიექტის ტიპი: რკინიგზა, ობიექტის აღწერა: სარკინიგზო ჩიხი 308.92 გრძივი მეტრი; 2. მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი №32.03.01.672, მისამართი: ზესტაფონის რაიონი, სოფელი ქვედა საქარა. ნაკვეთის საკუთრების ტიპი: საკუთრება, ნაკვეთის ფუნქცია: არასასოფლო-სამეურნეო, დაუზუსტებელი ფართობი: 4000.00 კვ. მეტრი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ცაგერის №16 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს“ (ს/ნ 242572195) უძრავი ქონების სახით კაპიტალში ერიცხება ზემოაღნიშნული უძრავი ქონება (N32.00.021 და N32.03.01.672), რომლის საბაზრო ღირებულება აღემატება 5000.00 (ხუთი ათასი) ლარს. კომპანია არ ფლობს წილს სხვა საწარმოში.
როგორც სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 27 ივნისის MIA 9 17 01522141 წერილიდან ირკვევა, შპს „ცაგერის №16 საგზაო- საექსპლუატაციო სამმართველოს’’ (ს/ნ 242572195), შპს „ცაგერის საგზაო სამმართველოს“ (ს/ნ 242572514), შპს „თეთრი ხიდის“ (ს/ნ 212672375), შპს „ზოგადი პროფილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ (ს/ნ 200076158), შპს „ჰერპესცენტრის“ (ს/ნ 211379943), შპს „ბავრას“ (ს/ნ 223351414) და შპს „ზესტაფონის საგზაო სამმართველოს“ (ს/ნ 230029288) სახელზე სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის შესახებ მონაცემები მოძიებული ვერ იქნა.
შპს „მშენებელის“ (ს/ნ 237097182, მის: ქ. ოზურგეთი, სოფელი ანასეული) სახელზე რეგისტრირებულია სატრანსპორტო საშუალება - „KAMAZ 53229“ (შასი: 124380, ძრავა: 889671) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - KLK-497.
შპს „მშენებელის“ (მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი მითითებული არ არის, მის: ქ. ოზურგეთი, სოფელი ანასეული) სახელზე რეგისტრირებულია: სატრანსპორტო საშუალება „SPAZ 83551“ (შასი: 1083) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MA-160; სატრანსპორტო საშუალება „KAMAZ 5320“ (შასი: 212721, ძრავა: 787929) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MAA-909; სატრანსპორტო საშუალება „KAMAZ 53212“ (შასი: 208127, ძრავა: 745786), სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MAB-297; სატრანსპორტო საშუალება „KAMAZ 53229“ (შასი: 62231, ძრავა: 608595) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MAE-022; სატრანსპორტო საშუალება „UAZ 3303-01“ (შასი: 126374, ძრავა: 81009696) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MIM-748; სატრანსპორტო საშუალება „GAZ 53-01“ (შასი: 0781884, ძრავა: 240-100-215) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MIM-032;
„ზესტაფონის საგზაო სამმართველოს“ (მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მოფლობელის საიდენტიფიკაციო ნომერი და სამართლებრივი ფორმა მითითებული არ არის, მის: ზესტაფონი, სოფელი ქვედა საქარა) სახელზე რეგისტრირებულია: სატრანსპორტო საშუალება „GAZ 53“ (შასი: 914640, ძრავა: 231737) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - DBT-250; სატრანსპორტო საშუალება „4510-01“ (შასი: 022090, ძრავა: 024412) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - DBF-651; სატრანსპორტო საშუალება „GAZ 52-04“ (შასი: 0336544, ძრავა: 0156678) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - DBF-652; სატრანსპორტო საშუალება „GAZ 69A“ (ძრავა: 7987, ძარა: 010673) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - DAH-012;
შპს „ცაგერის №16 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს“ (ს/ნ 242572195) წინამორბედი ორგანიზაციის, შპს „მშენებელის“ (ს/ნ 237097182) საკუთრებაში რიცხული ზემოაღნიშნული სატრანსპორტო საშუალებებიდან შემდეგი სატრანსპორტო საშუალებები რეალიზებულია აუქციონის წესით და საწარმოს საკუთრებაში არ ირიცხება: „KAMAZ 53229“ (შასი: 124380, ძრავა: 889671) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - KLK-497; „SPAZ 83551“ (შასი: 1083) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MA-160; „KAMAZ 5320“ (შასი: 212721, ძრავა: 787929) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MAA-909; სატრანსპორტო საშუალება „KAMAZ 53229“ (შასი: 62231, ძრავა: 608595) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MAE-022.
სატრანსპორტო საშუალების - „KAMAZ 53212“-ს (შასი: 208127, ძრავა: 745786) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MAB-297, ჩამოწერა განხორციელდა 2012 წლის 29 დეკემბერს. ვინაიდან იმყოფებოდა ამორტიზირებულ-კოროზირებულ მდგომარეობაში და აღდგენას არ ექვემდებარებოდა. ხოლო, სატრანსპორტო საშუალებები - „UAZ 3303-01“ (შასი: 126374, ძრავა: 81009696) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MIM-748 და „GAZ 53-01“ (შასი: 0781884, ძრავა: 240-100-215) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MIM-032 ვერ იძებნება და, შესაბამისად, უცნობია მათი ტექნიკური მდგომარეობა.
შპს „მშენებელს“ (ს/ნ 237097182) ბალანსზე ერიცხება, ასევე 8 ერთეული სატრანსპორტო საშუალება, რომელიც სსიპ - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, კომპანიის საკუთრების უფლებით არ არის რეგისტრირებული. ამჟამად აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები მიბარებულია ცალკეულ ფიზიკურ პირებზე: „MAZ 5549“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 96-86 ГАЖ; „GAZ 53“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 16-61 ГРБ; „UAZ 3303“; „ZIL 4502“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 10-84 ГАЦ; „ZIL 130“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 96-89 ГАФ; „GAZ 53B“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 91-13 ГАР; „GAZ 5201“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 08-25 ГРГ; მისაბმელი.
როგორც ასევე სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2015 წლის 29 ივლისის №68107 წერილიდან ირკვევა, შპს „ზესტაფონის საგზაო სამმართველოს“ (ს/ნ 230029288) სახელზე რეგისტრირებულია შემდეგი ავტომანქანები: „GAZ 53“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით - DBT-250, „GAZ 69A“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით - DAH-012, „KAZ 4540-01“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით - DBF-651 და „GAZ 52-04“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით DBF-652, რომლებიც დაყადაღებულია და გადაცემულია დაკავებაზე. იქიდან გამომდინარე, რომ აღნიშნული სატრანსპორტო საშუალებები ვერ იძებნება, შესაბამისად, უცნობია მათი ნარჩენი ღირებულება.
8 ერთეული სატრანსპორტო საშუალება ერიცხება ბალანსზე შპს „ცაგერის საგზაო სამმართველოს“ (ს/ნ 242572514), რომელიც სსიპ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, კომპანიის საკუთრების უფლებით ასევე არ არის რეგისტრირებული: „MMZ 45021“;„MMZ 45022“;კომბინირებული მანქანა „K-713“;„ZIL 131“; ბულდოზერი „T-170“; ბენზინმზიდი „GAZ 52“; ექსკავატორი „EI 43-21“; ასფალტმტკეპნი;
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შპს „ცაგერის №16 საგზაო -საექსპლუატაციო სამმართველოს“ (ს/ნ 242572195) მოძრავი ქონების სახით კაპიტალში ერიცხება სატრანსპორტო საშუალებები: „UAZ 3303-01“ (შასი: 126374, ძრავა: 81009696) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MIM-748 (არ იძებნება); „GAZ 53-01“ (შასი: 0781884, ძრავა: 240-100-215) სახელმწიფო სანომრე ნიშნით - MIM-032 (არ იძებნება); ,,GAZ 53“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით - DBT-250 (არ იძებნება); „GAZ 69A“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით - DAH-012 (არ იძებნება); „KAZ 4540-01“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით - DBF-651 (არ იძებნება; „GAZ 52-04“ სახელმწიფო სანომრე ნიშნით DBF-652 (არ იძებნება); MAZ 5549“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 96-86 ГАЖ; „GAZ 53“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 16-61 ГРБ; „UAZ 3303“; „ZIL 4502“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 10-84 ГАЦ; ZIL 130“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 96-89 ГАФ; „GAZ 53B“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 91-13 ГАР; GAZ 5201“ - სახელმწიფო სანომრე ნიშნით 08-25 ГРГ; მისაბმელი; „MMZ 45021“; „MMZ 45022“; კომბინირებული მანქანა „K-713“; „ZIL 131“; ბულდოზერი „T-170“; ბენზინმზიდი „GAZ 52“; ექსკავატორი „EI 43-21“; ასფალტმტკეპნი.
შპს „ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“ (ს/ნ 242572195) დებიტორული მოთხოვნები არ ერიცხება. ხოლო კრედიტორული დავალიანების სახით კომპანიას გააჩნია როგორც უზრუნველყოფილი (სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ 2 208 091,16 ლარი), ისე არაუზრუნველყოფილი ვალდებულებები (სახელფასო დავალიანება და სხვა).
მოვალეს არ გააჩნია ფულადი სახსრები საბანკო ანგარიშზე და სალაროში. განმცხადებელი ითხოვს გაკოტრების საქმის წარმოების დაწყებას.
სასამართლო გაეცნო განცხადებას, თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ შპს „ცაგერის №16 საგზაო-საექსპლუატაციო სამმართველოს“ განცხადება აკმაყოფილებს ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნებს და ის მიღებული უნდა იქნეს სასამართლოს წარმოებაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-4, მე-5, მე-6, მე-7, მე-8, მე-13, მე-14, მე-15, მე-16, მე-19, 21-ე, 24-ე, 25-ე, 26-ე, 27-ე, 29-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განმცხადებლის შპს „ცაგერის №16 საგზაო საექსპლუატაციო სამმართველოს“(ს/კ 242572195) განცხადება გაკოტრების საქმის წარმოების დაწყების შესახებ მიღებული იქნას სასამართლოს წარმოებაში.
2. მეურვედ დაინიშნოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − აღსრულების ეროვნული ბიურო (შემდგომ − აღსრულების ეროვნული ბიურო), აღნიშნულის შესახებ ეცნობოს მეურვეს.
3. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან მოვალეს ეკრძალება ნებისმიერი გარიგების დადება ან/და დადებული გარიგების შეწყვეტა მეურვის თანხმობის გარეშე, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობის გარეშე. ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით.
4. შეჩერდეს მოვალის წინააღმდეგ დაწყებული იძულებითი აღსრულების ყველა ღონისძიება (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღსრულება მალფუჭებადი ნივთის მიმართ ხორციელდება) და არ დაიშვება იძულებითი აღსრულების ახალი ღონისძიებების დაწყება. აღსრულების შედეგად ამოღებული თანხა სამეურვეო ქონებაში მიიმართება.
5. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, შეჩერდეს ვალების გადახდა და პროცენტების, პირგასამტეხლოს, საურავების (მათ შორის, საგადასახადოსი) დარიცხვა/გადახდა. საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნების მიზნით საწარმო უფლებამოსილია მეურვის თანხმობით, ხოლო მეურვესთან შეუთანხმებლობის შემთხვევაში – სასამართლოს თანხმობით იკისროს ახალი სახელშეკრულებო ვალდებულებები.
6. გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოტანის მომენტიდან გადახდისუუნარობის (გაკოტრების, რეაბილიტაციის) საქმის წარმოების პროცესში მოვალის ინტერესებს იცავს მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი. განცხადების წარმოებაში მიღებიდან 20 დღის განმავლობაში მოვალის მართვასა და წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი ვალდებულია მეურვეს წარუდგინოს ინფორმაცია მოვალის ქონების, ვალდებულებების, ფინანსური მდგომარეობისა და საქმიანობის შესახებ, აგრეთვე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების მომენტისათვის სასამართლოში მიმდინარე დავების თაობაზე.
7. განემარტოს მეურვეს, რომ იგი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლი საწარმოს მართვასა და წარმომადგენლობაზე თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში, მეურვე ვალდებულია განიხილოს და შეაფასოს მოვალის კრედიტორული და დებიტორული დავალიანებები, მოამზადოს მოხსენება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ და წარუდგინოს იგი სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს, მოამზადოს და ორგანიზაციულად უზრუნველყოს კრედიტორთა კრება და კრედიტორთა კომიტეტის სხდომა თავისი უფლებამოსილების ვადის განმავლობაში. მოთხოვნის შესაბამისად წარუდგინოს ინფორმაცია სასამართლოს და მომრიგებელ საბჭოს გადახდისუუნარობის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე პროცედურების შესახებ.
8.განემარტოს მეურვეს, რომ იგი ვალდებულია შეინახოს სამეურვეო ქონება და დაიცვას იგი დაზიანებისა და განადგურებისაგან, განახორციელოს ამ კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილებები, რომლებიც დაკავშირებულია სამეურვეო ქონების განკარგვის უფლების შეზღუდვასთან. ამ საკითხზე შეუთანხმებლობის შემთხვევაში სასამართლო ნებართვას გასცემს განჩინების ფორმით, დაადგინოს ყველა კრედიტორი და დაუყოვნებლივ შეატყობინოს მათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყების შესახებ. თავისი უფლებამოსილების განხორციელების უზრუნველსაყოფად დადოს ხელშეკრულებები და ისარგებლოს მესამე პირების მომსახურებით. კრედიტორთა პირველ კრებამდე მოიძიოს მოვალის ქონება. მოამზადოს დასკვნა მოვალის მოსაძიებელი ქონების შესახებ, რომლის არსებობაც დგინდება დოკუმენტური საფუძვლით, ასევე მოსაძიებელი ქონების მოძიების გაგრძელების ან შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ და აღნიშნული დასკვნა საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად წარუდგინოს კრედიტორთა კრებას. მეურვის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული აღსრულების ეროვნული ბიუროს მომსახურების საფასურის ოდენობა განსაზღვრულია საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებით. მომსახურების საფასური ანაზღაურდება სამეურვეო ქონებიდან. გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში მეურვის მიერ გაწეულ ხარჯებს აანაზღაურებს გადახდისუუნარობის საქმის აღძვრის ინიციატორი ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად.
9. განემარტოთ კრედიტორებს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე სასამართლოს განჩინების გამოქვეყნებიდან 20 დღის განმავლობაში კრედიტორებმა მოვალის მიმართ არსებული თავიანთი მოთხოვნები უნდა წარუდგინონ მეურვესა და სასამართლოს. მოთხოვნებს უნდა ერთვოდეს მათი დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა მტკიცებულებები. მეურვე უფლებამოსილია პირს, რომელსაც აქვს რაიმე პრეტენზია ან მოთხოვნა მოვალის მიმართ (სავარაუდო კრედიტორს), მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაცია და მტკიცებულებები მის მიერ წარდგენილ მოთხოვნებთან დაკავშირებით.
10. კრედიტორთა პირველი კრება მოწვეულ იქნეს 2017 წლის 29 აგვისტოს, 15:00 საათზე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს შენობაში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11, დარბაზი №3).
შემდეგი დღის წესრიგით: 1. მეურვის ანგარიშის მოსმენა; 2. კრედიტორად აღიარების საკითხის განხილვა.
11. განჩინების გამოქვეყნება უზრუნველყოს მეურვემ ,,საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში’’ არაუგვიანეს 2017 წლის 27 ივლისამდე, განჩინება გამოქვეყნდეს სასამართლოს დაფაზე და სასამართლოს ვებგვერდზე www.geocourts.ge.
12. განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანა შეუძლიათ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცესის მხარეებს, რომელთა მიმართაც გამოტანილია განჩინება, აგრეთვე იმ პირებს, რომელთაც უშუალოდ ეხებათ ეს განჩინება გადაცემიდან 5 (ხუთი) დღის ვადაში ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (ქ. ქუთაისი, კუპრაძის №11) .
მოსამართლე გენადი მაკარიძე