შპს „ნიუ ენერჯის“ კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2/14897-12
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქმე №2/ 14897-12

 

განჩინება

 

საქართველოს სახელით

კრედიტორთა კრების მოწვევის შესახებ

 

2017 წლის 17 ივლისი

ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე :თამარ ჭუნიაშვილი

 

სხდომის მდივანი : მარიამ სილაგავა

 

განმცხადე ბელ ი– მოვალე – შპს ,,ნიუ ენერჯი“ (ს/კ 205026559)

დირექტორი – თამაზ გოგრიჭიანი

წარმომადგენელი – თამარ როგავა

მეურვე – აღსრულების ეროვნული ბიურო

წარმომადგენელი – ნათია სახოკია

მომრიგებელი საბჭოს წევრები – 1 . პაატა კუნჭულია

                            2 . თენგიზ ჭიჭინაძე

                            3 . გიორგი გოგიტიძე

მოთხოვნა –კრედიტორთა კრების მოწვევა

 

სასამართლომ ზეპირი მოსმენით განიხილა კრედიტორთა კრების მოწვევის საკითხი და

 

გამოარკვია:

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის განხილვაშია შპს ”ნიუ ენერჯის” გადახდისუუნარობის საქმე.

2017 წლის 17 ივლისს კრედიტორთა პირველ კრებაზე სრულად ვერ იქნა განხილული დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.

,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ’’ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის 22-ე ნაწილის თანახმად, კრედიტორთა პირველი კრების ხანგრძლივობაა არაუმეტეს 7 სამუშაო დღისა. კრედიტორთა უბრალო უმრავლესობის არგუმენტირებული წერილობითი თხოვნის საფუძველზე მოსამართლეს შეუძლია ამ ვადის გაგრძელება არაუმეტეს 3 დღით.

სასამართლომ იხელმძღვანელა ,,გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის მე-5, მე-7, მე-8, მე-9, 25-ე, 27-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-285-ე მუხლებით,

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. კრედიტორთა პირველი კრება გაგრძელდეს 2017 წლის 25 აგვისტოს 12:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში (მდებარე: ქ. თბილისში, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) სხდომის დარბაზი №29.

2. განჩინება გამოქვეყნდეს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“, სასამართლოს დაფაზე და ვებგვერდზე www.tcc.gov.ge.

3. განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს გამოცემიდან 5 დღის ვადაში კერძო საჩივრით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.

 

მოსამართლეთამარ ჭუნიაშვილი