სს „საზღვაო ჰოსპიტალის“ საერთო კრების მოწვევის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 24/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შეტყობინება

სააქციო საზოგადოება „საზღვაო ჰოსპიტლის” საერთო კრების მოწვევის შესახებ

 

სს „საზღვაო ჰოსპიტალის” (საიდენტიფიკაციო კოდი №245442695, იურიდიული მისამართი: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102ბ.) სამეთვალყურეო საბჭოს დირექტორი იწვევს სააქციო საზოგადოების აქციონერებსგანმეორებით საერთო კრებაზე დასასწრებად, რომელიც გაიმართება საზოგადოების იურიდიულ მისამართზე: ქ. ბათუმი, მელიქიშვილის ქ. №102 ბ, 2017 წლის  7 აგვისტოს, 16:30 საათზე.

აქციონერთა საერთო კრების დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხს:

1. ახალი იურიდიული პირის დაფუძნება;

2. ახალი იურიდიული პირის საწესდებო კაპტალის განსაზღვრა;

3. ახალი სუბიქტისთვის ქონების ( მატერიალურ-ტექნიკური აღჭურვილობის) გადაცემა ან/და საწესდებო კაპიტალში შეტანა;

4. სამეთვალყურეო საბჭოს და სამენეჯმენტო ჯგუფის მიერ ახალი რედაქციით წესდების შემუშავება და მისი შემდგომ საერთო კრებაზე დასამტკიცებლად წარდგენა;

5. სხვადასხვა.

 

დღის წესრიგის საკითხების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს ,,საზღვაო ჰოსპიტლის” დირექტორატში.

დღის წესრიგის თითოეულ საკითხთან დაკავშირებით აქციონერებს შეუძლიათ განმარტებების მოთხოვნა როგორც კრებაზე, ასევე წერილობით, თუ ამგვარი წერილობითი მოთხოვნა წარდგენილი იქნება 2017 წლის 28 ივლისამდე, მასზე იქნება გაცემული პასუხი ან შევა დღის წესრიგის დამატებით პუნქტად.

კრების მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულები არიან ის აქციონერები, რომლებიც რეგისტრირებული არიან საზოგადოების აქციათა რეესტრში, 2017 წლის 17 ივლისის მდგომარეობით.

 

 

სს „საზღვაო ჰოსპიტლის“ დირექტორი                                    მინდია სურმანიძე

 

18.07.2017 წ.