ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბახმაროს ტერიტორიაზე მეთვალყურეობის გარეშე მყოფი წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების დაჭერა-იზოლირების წესის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
|
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №21 |
|
2017 წლის 26 ივლისი დაბა ჩოხატაური |
|
ა) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ბახმაროს ტერიტორიაზე (დასახლებულ ტერიტორიებსა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში) მეთვალყურეობის გარეშე მყოფი, მოხეტიალე წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველების (შემდგომში – შინაური ცხოველი) დაჭერა-იზოლირების პირობებს.
ბ) სპეციალურ სადგომში გადაყვანილი შინაური ცხოველების გადაყვანისა და მოვლა-პატრონობისათვის გაწეული ხარჯის ოდენობასა და გადახდის წესს, ასევე მხარეთა უფლება-მოვალეობებს;
გ) წესი ვრცელდება ბახმაროს ტერიტორიაზე დაჭერილ და სპეციალურ სადგომში გადაყვანილ შინაური ცხოველების მესაკუთრეზე/მფლობელზე.
ა) შინაური ცხოველი – წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა შინაური პირუტყვი;
ბ) მეთვალყურეობის გარეშე მყოფი შინაური ცხოველი – შინაური ცხოველი, რომელზეც დროის კონკრეტულ მონაკვეთში არ ხორციელდება მეთვალყურეობა და რომელსაც ცხოველთა სადგომში (სპეციალურად გამოყოფილი ადგილი) გადაყვანიდან წესით განსაზღვრულ ვადაში დაუდგინდება მეპატრონე;
გ) შინაური ცხოველის მესაკუთრე (მფლობელი) – პირი, რომელსაც საკუთრებაში ან მფლობელობაში ჰყავს შინაური ცხოველი და რომელიც უზრუნველყოფს მის მოვლა-პატრონობას;
დ) შინაური ცხოველის მოვლა პატრონობა – ცხოველის კვება, ცხოველისათვის აუცილებელი საარსებო პირობების შექმნა, საცხოვრებელი ფართის გამოყოფა შესაბამისი სანიტარიულ-ჰიგიენური პირობებით;
ე) ვეტერინარული სამედიცინო მომსახურება – ცხოველთა სნეულებების პროფილაქტიკა და მათი მკურნალობა;
ვ) შინაური ცხოველის სადგომი – საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შექმნილი სპეციალურად გამოყოფილი ადგილი, რომელშიც შესაძლებელია ცხოველთა გარკვეული რაოდენობის მოთავსება მათი სამართლებრივი, ვეტერინარული მდგომარეობის დადგენისა და შემდგომი პროცედურების განხორციელების მიზნით.
ა) ხიდისთავის ქუჩა;
ბ) აჭარის ქუჩა;
გ) ბუკნარის ქუჩა;
დ) პიონერის ქუჩა;
ე) უჩხუბის ქუჩა;
ვ) ჩოხატაურის ქუჩა;
ზ) ბაზრის დაღმართის ქუჩა;
თ) მშენებლობის ქუჩა;
ი) დავითიანის ქუჩა;
კ) ინგოროყვას ქუჩა;
ლ) ვაკიჯვრის ქუჩა;
მ) ასკანის ქუჩა;
ნ) სატყეოს ქუჩა;
ო)ეკლესიის მიმდებარე მოედანი;
პ) საბავშო სკვერი;
ჟ) სასტუმრო ,,ბახმაროს“ მიმდებარე ტერიტორია.
2. შინაური ცხოველების გადაადგილებისათვის ნებადართული გადასარეკი გზის მონაკვეთებია:
ა) ლიჩხის ქედი;
ბ) გურიის ქუჩა;
გ) შედრეკილი.
2. შინაური ცხოველის მესაკუთრეებმა (მფლობელებმა) უნდა უზრუნველყონ გარემომცველ პირთა უსაფრთხოება და არ დაუშვან შინაური ცხოველის მიერ საერთო საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილების დაბინძურება, მწვანე ნარგავების (მწვანე საფარის) დაზიანება ბახმაროს ტერიტორიაზე.
3. შინაური ცხოველის მესაკუთრემ (მფლობელმა) უზრუნველყოს ვეტერინარულ-სანიტარიული შემოწმება, ვაქცინაცია და შესაბამის ცენტრში მათი აღრიცხვა.
4. მესაკუთრემ (მფლობელმა) შინაური ცხოველის დაავადების კლინიკური ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოს ვეტერინარს.
5. მესაკუთრე (მფლობელი) ვალდებულია აანაზღაუროს მისი შინაური ცხოველის მიერ მიყენებული ზარალი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. შინაური ცხოველის გვამის დამარხვა უნდა განხორციელდეს სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში.
2. გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვისა და ზედამხედველობის სამსახურის უფლებამოსილი თანამშრომელი დაუყოვნებლივ ახდენს მეთვალყურეობის გარეშე მყოფი შინაური ცხოველის დაჭერას და გადაჰყავს სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომზე), სადაც ხდება შინაური ცხოველის იზოლირება.
3. მეთვალყურეობის გარეშე მყოფი შინაური ცხოველის იზოლირება-განთავსება ხდება სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე (სადგომში) სათანადო მოვლით, შენახვით, დაცვით, კვებისა და დარწყულების უზრუნველყოფით.
4. მეთვალყურეობის გარეშე მყოფი შინაური ცხოველის დაჭერის შემთხვევაში (ა)იპ ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს“ (ს/ნ 441993648) უფლებამოსილი თანამშრომელი ავრცელებს ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ იმგვარად, რომ ივარაუდებოდეს ინფორმაციის საზოგადოების ფართო ფენებისადმი მისაწვდომობა. გავრცელებული ინფორმაცია უნდა შეიცავდეს მოწოდებას მესაკუთრის გამოცხადების შესახებ.
5. ბახმაროს ტერიტორიაზე დაჭერილი და სპეციალურ სადგომზე გადაყვანილი შინაური ცხოველის ყოველდღიური შენახვისათვის საჭირო ხარჯები შეადგენს 10 (ათი) ლარს. მომსახურების საფასური გაიანგარიშება ცხოველის სულადობის მიხედვით.
6. გადახდა წარმოებს ნაღდი ან უნაღდო ანგარიშსწორებით საბანკო დაწესებულებაში, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ანგარიშზე, მომსახურების საფასური მთლიანად ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში. მომსახურეობის საფასურის გადახდევინებისათვის პასუხისმგებლობა ეკისრება უფლებამოსილ ორგანიზაციას. გადახდა დასტურდება მომსახურების საფასურის გადახდის თაობაზე საბანკო დაწესებულების მიერ გაცემული, დადგენილი ფორმის ქვითრის წარდგენით.
7. ა(ა)იპ ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტი ბახმარო“ (ს/ნ 441993648) პასუხისმგებელია წინამდებარე დადგენილების აღსრულებაზე და ვალდებულია:
ა) სათანადო დონეზე განახორციელოს იზოლირებული შინაური ცხოველების მოვლა-პატრონობა, შენახვა, დაცვა, კვება და დარწყულება;
ბ) არ განახორციელოს იზოლირებული შინაური ცხოველების მიმართ არაჰუმანური და კანონსაწინააღმდეგო ქმედებანი.
გ) აწარმოოს ცხოველთა მონაცემების ბაზა;
დ) გააფორმოს შესაბამისი ხელშეკრულება ექიმ-ვეტერინართან, რომელიც განახორციელებს იზოლირებული შინაური ცხოველების ვეტერინარულ შემოწმებას.
ე) წვრილფეხა და მსხვილფეხა შინაური ცხოველის სადგომზე მიყვანისთანავე ჩაუტაროს შესაბამისი ვეტერინარული შემოწმება შესაბამისი ექიმ-ვეტერინარის წერილობითი დასკვნით, რის საფუძველზეც დგინდება, არის თუ არა იზოლირებული შინაური ცხოველი რაიმე დაავადების მატარებელი და ქმნის თუ არა, გადამდები დაავადებების გავრცელების საშიშროებას. ვეტერინარული შემოწმება უნდა ჩაუტარდეს ასევე იზოლირებული შინაური ცხოველის მეპატრონისათვის დაბრუნების დროს;
ვ) ამ წესითა და საკუთარი წესდებით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება;
8. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველი (პასუხისმგებელი ორგანიზაციის ბრალით, გაურკვეველი მიზეზების გამო) დაიღუპა, მაშინ მესაკუთრისადმი მიყენებულ ზარალს მთლიანად ანაზღაურებს, წინამდებარე წესის აღსრულებაზე პასუხისმგებელი ორგანიზაცია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში.
2. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრე ვერ ადასტურებს მასზე საკუთრების უფლებას, მაშინ იზოლირებული შინაური ცხოველი უბრუნდება მეპატრონეს მხოლოდ მოწმეების ჩვენების საფუძველზე საკუთრების უფლების დადასტურების შემდეგ.
3. იმ შემთხვევაში, თუ შინაური ცხოველის იზოლირების ფაქტის შეტყობინების მომენტიდან მესაკუთრე (მფლობელი) 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში არ გადაიხდის დაწესებულ შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის ხარჯებს, ექიმ-ვეტერინარის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, იგი ექვემდებარება რეალიზაციას. ამოღებული თანხიდან დაიფარება შინაური ცხოველის მოვლა-პატრონობის ხარჯი, ხოლო დარჩენილი თანხა გადაეცემა რეალიზაციაში გაშვებული შინაური ცხოველის ყოფილ მესაკუთრეს. რეალიზაციის შემდგომ, პრეტენზიები მხედველობაში არ მიიღება.
4. იმ შემთხვევაში, თუ იზოლირებული შინაური ცხოველის მესაკუთრის ვინაობა ვერ დადგინდა 30(ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში ექიმ-ვეტერინარის შესაბამისი დასკვნის საფუძველზე, თუ შინაური ცხოველი ჯანმრთელია, იგი ექვემდებარება რეალიზაციას და ამოღებული თანხა ჩაირიცხება ადგილობრივ ბიუჯეტში.
| ||||||||||||||||||||||||||