ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 01.08.2017
გამომცემი ორგანო გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
ნომერი №3/ნ
სარეგისტრაციო კოდი 360160000.61.073.016003
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 01/08/2017
matsne.gov.ge 321 სიტყვა · ~2 წთ
დამატებითი მეტამონაცემები (1)
სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია

🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები

სასარგებლო წიაღისეულით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება 87% 08.07.2025 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირების - დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ეროვნული სატყეო სააგენტოს, ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების სააგენტოსა და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება - გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმების გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 84% 13.08.2018 „რეგულირების საფასურის ოდენობის განსაზღვრის, გაანგარიშებისა და გადახდის წესის“ დამტკიცების შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება 83% 09.12.2020 დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისა და სპეციალური დანიშნულებით სარგებლობის წესის განსაზღვრის თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 82% 10.05.2022 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს „გაზკოსათვის“ პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ საქართველოს მთავრობის განკარგულება 82% 11.10.2017

დოკუმენტის ტექსტი

ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე სსიპ – გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანება №3/ნ 2017 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის დამტკიცების თაობაზე „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის 5​1 მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 2016 წლის 26 დეკემბრის №49 ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების“ მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი“ დანართებთან ერთად. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსითამარ ბაგრატია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესი მუხლი 1🔗. წესის მიზანი და მოქმედების სფერო 1. წესის მიზანია ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელის მიერ რეგულირების საფასურის ანგარიშგების წესის განსაზღვრა. 2. ამ წესის მოქმედება არ ვრცელდება „რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონის დანართის მე-17 – 22-ე პუნქტებით გათვალისწინებული რესურსების მოპოვების ლიცენზიის მფლობელებზე. მუხლი 2🔗. ანგარიშგების ფორმა 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – გარემოს ეროვნულ სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) წარუდგინოს ანგარიშგება მატერიალური სახით ამ წესის დანართი №1-ითა და დანართი №2-ით განსაზღვრული ფორმების შესაბამისად. 2. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელმა ანგარიშგების მომზადებისას უნდა იხელმძღვანელოს ანგარიშგების ფორმის შევსების ინსტრუქციით (დანართი №3). მუხლი 3🔗. ანგარიშგების წარდგენის ვადები 1. ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის გადამხდელი პირი ვალდებულია სააგენტოს წარუდგინოს რეგულირების საფასურის ანგარიშგება რეგულირების საფასურის გადახდისათვის კანონმდებლობით დადგენილი ვადის დადგომამდე არაუგვიანეს 5 დღისა. 2. თუ ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგების წარდგენის ბოლო დღე ემთხვევა უქმე ან დასვენების დღეს, ვადა გრძელდება მომდევნო სამუშაო დღის ბოლომდე. მუხლი 4🔗. ანგარიშგების წარდგენის პროცედურა 1. ანგარიშგებას რეგულირების საფასურის გადამხდელი წარადგენს სრულად, ფორმაში ასახული ყველა მონაცემის მითითებით. 2. ანგარიშგების ფორმაში მითითებული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებელია რეგულირების საფასურის გადამხდელი. 3. რეგულირების საფასურის გადამხდელი უფლებამოსილია მის მიერ წინა საანგარიშო პერიოდში ბუნებრივი რესურსების სარგებლობისათვის რეგულირების საფასურის ანგარიშგებით წარდგენილი პირველადი მონაცემების დაზუსტება განახორციელოს სააგენტოსთვის რეგულირების საფასურის დაზუსტებული ანგარიშგების წარდგენის გზით, პირველადი მონაცემების წარდგენიდან 3 წლის განმავლობაში. მუხლი 5🔗. წესში ცვლილების შეტანა წესში ცვლილების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობის შესაბამისად.