საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
- მოქმედი 91%
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება №2-978 |
|
2023 წლის 29 დეკემბერი ქ. თბილისი |
„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 6 მარტის №112 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს თანდართული დებულება.
2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის საფუძველზე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 19 აპრილის №2-255 ბრძანება.
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულების დამტკიცების თაობაზე
:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიოთარ შამუგია
📎 დანართები (1)
danarti.docx ⬇
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გარემოს ეროვნული სააგენტოს დებულება |
|---|
| მუხლი 1. ზოგადი დებულებები |
|---|
| 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გარემოს ეროვნული სააგენტო (შემდგომში–სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი. |
|---|
| 2. სააგენტო წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისაგან დამოუკიდებელ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დამოუკიდებლად ახორციელებს საქმიანობას. |
|---|
| 3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით, საქართველოს მთავრობის დადგენილებებით, განკარგულებებით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, ამ დებულებით, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებითა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით. |
|---|
| 4. სააგენტო დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. |
|---|
5. სააგენტოს გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, კანონმდებლობის საფუძველზე გადაცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ანგარიშსწორების ანგარიში ბანკში, სატიტულო ფურცელი (ბლანკი) და ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, სხვა შესაბამისი ბეჭდები და შტამპები, სააგენტოს ემბლემა და ასევე იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. სააგენტოს იურიდიული მისამართია – ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის გამზირი №150. |
|---|
| მუხლი 2. სააგენტოს მიზნები და ძირითადი ამოცანები |
|---|
| სააგენტოს მიზნები და ძირითადი ამოცანებია: |
|---|
| ა) საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარე მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური, გეოლოგიური პროცესების და გარემოს (ატმოსფერული ჰაერი, ზედაპირული და მიწისქვეშა წყლები, ზღვა, ნიადაგი) ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის სისტემების შექმნა და მათი ფუნქციონირების უზრუნველყოფა; |
|---|
| ბ) გარემოზე დაკვირვების მონაცემთა შეკრება და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე, მათ შორის, გლობალურ ინფორმაციულ ქსელებში დადგენილი წესით გავრცელება; |
|---|
| გ) გარემოზე დაკვირვების მონაცემთა დამუშავება, გარემოს მდგომარეობის შეფასება და შესაბამისი ინფორმაციის გავრცელება; |
|---|
| დ) კომპეტენციის ფარგლებში ამინდისა და ჰიდროლოგიური მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი პროგნოზების, მოსალოდნელი სტიქიური მოვლენების და გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების შესახებ გაფრთხილებების შედგენა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებისათვის და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებისათვის მიწოდება; |
|---|
| ე) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ და გეოლოგიურ მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, ნისლი, ნალექების დეფიციტი, ეროზიულ-აბრაზიული პროცესები, მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი და სხვა) მონიტორინგის განხორციელება; |
|---|
| ვ) კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლა, ამ ცვლილებებით გამოწვეული შესაძლო უარყოფითი შედეგების შერბილების და შესაბამისი ადაპტაციის ღონისძიებების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; |
|---|
| ზ) ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკისა და სტრატეგიის განხორციელებაში მონაწილეობა; |
|---|
| თ) კომპეტენციის ფარგლებში ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა; |
|---|
| ი) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური და გეოლოგიური სტიქიის ზონებიდან მოსახლეობის გასახლების აუცილებლობის დადგენა, ეკომიგრანტების გასახლების არეალების განსაზღვრა და შეფასება; |
|---|
| კ) მაღალი საფრთხის მქონე ტერიტორიებზე გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა; |
|---|
| ლ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და ეკოლოგიური საშიშროების რისკების შეფასებაში მონაწილეობა; |
|---|
| მ) ჰიდროსისტემების მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით შავი ზღვისა და მდინარეთა აუზების ჰიდრო და ლითოდინამიკური კვლევა და პროცესების პროგნოზირება, შავი ზღვის სანაპირო ზოლის, სანაპირო ზონისა და შიდა წყალსატევების ჰიდრობიოლოგიური კვლევების წარმოება, რეკომენდაციების, წინადადებების, მეთოდური და სხვა სახის მასალების მომზადება; |
|---|
| ნ) კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ ინფორმაციული ფონდების შევსება და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მონაცემთა ბაზების ფორმირება; |
|---|
| ო) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის ამსახველ მიმდინარე და მრავალწლიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება და შესაბამისი ანგარიშების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება; |
|---|
პ) სხვადასხვა ბუნებრივი სტიქიური მოვლენების ადრეული შეტყობინების სისტემის ინსტიტუციური შესაძლებლობების სრულყოფისა და დანერგვის ხელშეწყობა; ჟ) შავი ზღვის სანაპირო ზოლის მონიტორინგი, კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება, მდინარეთა ნაპირფორმირების რეკომენდაციების შემუშავება. |
|---|
| რ) კომპეტენციის ფარგლებში ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროებში მომხმარებელთათვის მომსახურების გაწევა; |
|---|
ს) ჰიდრომეტეოროლოგიური, გეოლოგიური და გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის მონიტორინგის საწარმოებლად საჭირო ხელსაწყო-დანადგარების და სატელეკომუნიკაციო მოწყობილობების სამონტაჟო-საინსტალაციო და სარემონტო სამუშაოების წარმოება, გაზომილი პარამეტრების სიზუსტის კონტროლის ორგანიზება; ტ) სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა (გეოლოგიური აგეგმვა); უ) კომპეტენციის ფარგლებში, ჰიდრომეტეოროლოგიის, გეოლოგიის და გარემოს დაბინძურების მონიტორინგის, ბუნებრივი და ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროებში საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება; |
|---|
| ფ) კომპეტენციის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სამონადირეო მეურნეობის სპეციალური ლიცენზია, თევზჭერის ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიების გაცემა და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და კოორდინაცია; ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიასთან დაკავშირებით კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; |
|---|
| ქ) კომპეტენციის ფარგლებში მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტების – სალიცენზიო მოწმობების, გაცემა და კომპეტენციის ფარგლებში უწყებრივი სალიცენზიო რეესტრ(ებ)ის წარმოება მატერიალური სახით ან ელექტრონული საშუალებების გამოყენებით; |
|---|
ღ) კომპეტენციის ფარგლებში, სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის დადგენილი წესით ბუნებრივი რესურსების მოპოვების კვოტების დამტკიცება; ყ) კომპეტენციის ფარგლებში, სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების განხილვაში მონაწილეობის მიღება; |
|---|
| შ) სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე მოქალაქეთა განცხადებების, საჩივრების, წინადადებების განხილვა, შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება, საზოგადოებასთან და მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან მჭიდრო ურთიერთობის უზრუნველყოფა; |
|---|
| ჩ)საქართველოს შავი ზღვის კონტინენტური შელფის, ტერიტორიული ზღვისა და განსაკუთრებული ეკონომიკური ზონის იქთიოლოგიური, ჰიდრობიოლოგიური, მიკრობიოლოგიური და ზღვის ძუძუმწოვრების კვლევა და მონიტორინგი; |
|---|
| ც) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროს და შიგა წყალსატევების თევზების მარაგების შეფასება და კვოტების განსაზღვრა; |
|---|
| ძ) კომპეტენციის ფარგლებში ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და ნორმატიული აქტის პროექტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; |
|---|
წ) საკუთარი საქმიანობის პოპულარიზაცია და ამ მიმართულებით სხვადასხვა სახის სარეკლამო ღონისძიებების განხორციელება; ჭ)საქართველოს მთავრობის, სამინისტროს და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; |
|---|
| ხ) კერძო საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე მოშენებული თერთყვავილას ბოლქვების ან/და ყოჩივარდას გორგლების თაობაზე დასკვნების მომზადება და ამ მიზნით სპეციალური რეესტრის წარმოება; |
|---|
| ჯ) კომპეტენციის ფარგლებში სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების პრიორიტეტულ მიმართულებათა განსაზღვრაში, სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და მათ შესრულებაში მონაწილეობის მიღება, თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, დონორებთან ურთიერთობის დამყარება, პროექტების შემუშავება და განხორციელება; |
|---|
ჰ) კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს შესაბამისი
დეპარტამენტისათვის საერთაშორისო წყაროებით დაფინანსებული პროექტების
მიმდინარეობის, პროექტების ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების, საერთაშორისო
ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების განხორციელების და საერთაშორისო
ორგანიზაციების/პროცესების ეგიდით საქართველოში მიმდინარე ქმედებების
შესახებ ინფორმაციის, ასევე შესაბამის სამდივნოებში წარდგენილი ეროვნული
ანგარიშების ასლების მიწოდება; ჰ2) უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაცია საქართველოს ნავსადგურში შემოსვლისთვის; ჰ3) უცხო ქვეყნის ტერიტორიულ ზღვასა და განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში, ასევე ღია ზღვაში თევზჭერასა და თევზჭერასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემების ავტორიზაცია; ჰ4) საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის მიერ დაჭერილი თევზჭერის პროდუქტების ექსპორტის მიზნით, განმცხადებლის მოთხოვნით, თევზჭერის სერტიფიკატის დამოწმება; ჰ5) უცხო ქვეყნების მიერ გაცემული თევზჭერის სერტიფიკატების
თაობაზე შეტყობინების დადასტურება და იმ სახელმწიფოებისა და მათი
უფლებამოსილი ორგანოების შესახებ ჩანაწერების წარმოება, რომელთაგანაც მიიღო
შესაბამისი შეტყობინება; ჰ7) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის განხილვა და შეთანხმება; ჰ8) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის
პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან
პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის
შეუძლებლობის, ან აღნიშნულის გონივრულ ვადაში განხორციელების შეუძლებლობის,
ან აღდგენის არათანაზომიერი ხარჯების შესახებ წარმოდგენილი დასაბუთების
განხილვა და შეთანხმების შემთხვევაში მინისტრის მიერ შექმნილი, დაზიანებული
ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი
ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი
კომისიისთვის წარდგენა (მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი
სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის); ჰ10) „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და მის საფუძველზე გამოცემული/მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება; ჰ11) სკრინინგის პროცედურის საფუძველზე გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა (გზშ) და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (შემდგომ – სგშ) ჩატარების საჭიროების განსაზღვრა; ჰ12) გარემოზე ზემოქმედების შეფასებისა (გზშ) და თავისი კომპეტენციის ფარგლებში სგშ-ის პროცესში სკოპინგის დასკვნის გაცემა; ჰ13) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშის,
სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის პროექტის განხილვის მიზნით
საექსპერტო კომისიის შექმნა; ჰ16) გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების
პროცედურის დაწყების შესახებ, ტრანსსასაზღვრო ზემოქმედებისადმი
დაქვემდებარებულ სახელმწიფოსთან ინფორმაციის გაცვლის ფორმების, შემდგომი
კონსულტაციებისა და გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასების
პროცედურის განხორციელების ვადების შესახებ წინადადებების მომზადება და
სამინისტროსთვის წარდგენა, აგრეთვე შესაბამისი პროცედურების
ორგანიზება; |
|---|
| ჰ18) კანონმდებლობით მინიჭებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
|---|
| მუხლი 3. სააგენტოს ხელმძღვანელობა |
|---|
| 1. სააგენტოს ერთპიროვნულად ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. სააგენტოს უფროსი იმავდროულად შეიძლება იყოს მინისტრის პირველი მოადგილე/მოადგილე. |
|---|
| 2. სააგენტოს უფროსს ჰყავს სამი მოადგილე, მათ შორის ერთი პირველი, რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს უფროსი. სააგენტოს უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს პირველი მოადგილე. |
|---|
| 3. სააგენტოს უფროსი: |
|---|
| ა) უზრუნველყოფს სააგენტოზე დაკისრებული ამოცანების შესრულებას, კოორდინაციას უწევს სააგენტოს საქმიანობას, აწესრიგებს სააგენტოს გამგებლობის სფეროს მიკუთვნებულ საკითხებს, ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს; |
|---|
| ბ) სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების და კანონქვემდებარე აქტების შესრულებისათვის; |
|---|
| გ) მოქმედებს სააგენტოს სახელით, დებს ხელშეკრულებებს, წარმოადგენს სააგენტოს სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან ურთიერთობაში თავისი უფლებამოსილების ფარგლებში; |
|---|
| დ) სამინისტროს წარუდგენს სააგენტოს საქმიანობის ანგარიშს; |
|---|
ე)წარმოადგენს სააგენტოს ინტერესებს საკანონმდებლო, აღმასრულებელ და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, სასამართლოებში, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში, ან ანიჭებს სააგენტოს თანამშრომლებს უფლებამოსილებას სააგენტოს ასეთ წარმომადგენლობაზე; ვ) იღებს გადაწყვეტილებებს სააგენტოს უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე; |
|---|
| ზ)კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; |
|---|
| თ) ხელს აწერს ხელშეკრულებებს და გასცემს სარგებლობის ლიცენზიებს; |
|---|
| ი) მინისტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სააგენტოს ბიუჯეტს; |
|---|
| კ)თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს, მათ მიმართ იყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობისა და წახალისების ზომებს, განსაზღვრავს დანამატის ოდენობას; |
|---|
| ლ)ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე სააგენტოს თანამშრომლებს ანიჭებს შესაბამის უფლებამოსილებებს; |
|---|
მ)კონკრეტული ამოცანების გათვალისწინებით ქმნის და აუქმებს დროებით სამუშაო ჯგუფებს და კომისიებს; ნ) ადგენს თევზჭერის სერტიფიკატის რეესტრის ფორმას; პ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით და „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ქმნის შესაბამის საექსპერტო კომისიებს; |
|---|
ჟ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს ემბლემის გამოყენებასთან დაკავშირებით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; რ) ასრულებს კანონმდებლობით მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებებს. |
|---|
| მუხლი 4. სააგენტოს სტრუქტურა |
|---|
| სააგენტო შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან: |
|---|
ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტი; გ)სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტი; დ) იურიდიული დეპარტამენტი; ე) შიდა კონტროლის დეპარტამენტი; ვ) ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი; |
|---|
| ზ) გეოლოგიის დეპარატამენტი; |
|---|
| თ) გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტი; |
|---|
| ი) მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტი |
|---|
კ) ლიცენზირების დეპარტამენტი; ლ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დეპარტამენტი; მ) გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტი. |
|---|
| მუხლი 5. ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციები |
|---|
ადმინისტრაციული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს ელექტრონული დოკუმენტბრუნვის ორგანიზება და საერთო კოორდინაცია; ბ) სააგენტოში შემოსული კორესპონდენციის მიღება, დამუშავება და რეგისტრაცია; გ) სააგენტოდან გასაგზავნი კორესპონდენციის დამუშავება, რეგისტრაცია და შესაბამის ადრესატთან დროული გაგზავნა; დ) გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით გათვალისწინებული პროცედურების განხორციელების მიზნით, სააგენტოში წარმოდგენილი დოკუმენტაციის სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაგზავნა; ე) სააგენტოს ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტების დადგენილი წესით რეგისტრაცია და დანიშნულებისამებრ გაგზავნა; ვ) საქმისწარმოების საკითხებზე შესაბამისი დოკუმენტების შემუშავება და დანერგვა; ზ) სააგენტოს ბლანკების, საქმისწარმოების საჭირო ბეჭდების, შტამპების ნიმუშების შემუშავება და მათი შენახვისა და გამოყენების კონტროლი; თ) საარქივო საქმის წარმოება, მათ შორის: ნომენკლატურის შემუშავება, წარმოება დამთავრებული საქმეების მიღება, აღრიცხვა, საქმეთა დოკუმენტების შენახვის ორგანიზება, დადგენილი წესის შესაბამისად, სააგენტოს არქივისთვის ჩასაბარებლად მომზადება; ი) შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან თანამშრომლობით, თითოეული თანამდებობისათვის სამუშაო აღწერილობებისა და დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების შემუშავება; კ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვაკანტურ თანამდებობაზე კონკურსის ჩატარების ორგანიზება; ლ) ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებული საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფა, მათ შორის, ადამიანური რესურსების მართვის პოლიტიკის/სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა, სააგენტოს თანმშრომლების პროფესიული საჭიროებების განსაზღვრა და მათი გადამზადების მიზნით წინადადებების შემუშავება; მ) სააგენტოში სტაჟირებასთან დაკავშირებული საკითხების ორგანიზება და სტაჟირების პროცესის კოორდინაცია; ნ) სააგენტოს შინაგანაწესის, პროექტის შემუშავება; ო) სააგენტოში დასაქმებულ პირებთან, მათ შორის საზოგადოებრივ ექსპერტებთან, შრომითი ხელშეკრულებების მომზადება და მათი გაფორმების ორგანიზება; პ) უფლებამოსილების ფარგლებში, სააგენტოს მოსამსახურეთა დანიშვნის, სამსახურებრივი გადაადგილების (გადაყვა/დაწინაურების), გათავისუფლების, წახალისების, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების, შვებულების, მივლინების (ქვეყნის შიგნით/ქვეყნის გარეთ), დროებითი ფუნქციების დაკისრების, შრომითი ურთიერთობის შეჩერების ბრძანებების პროექტების მომზადება; ჟ) სააგენტოს მოსამსახურეთა პირადი საქმეების ელექტრონული ან/და მატერიალური სახით შედგენისა და წარმოების უზრუნველყოფა; რ) სააგენტოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის და ინფრასტრუქტურის მუშაობის მონიტორინგი, მათი შეუფერხებელი და გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ს) სამინისტროსთან კოორდინაციით, სააგენტოსთვის საჭირო პროგრამების გამართული მუშაობის უზრუნველყოფა; ტ) სამინისტროსთან კოორდინაციით, საინფორმაციო ტექნოლოგიური სისტემების, კომპიუტერული სისტემების ინსტალაცია და განახლება; უ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სხვადასხვა ტექნოლოგიური მოწყობილობების ინსტალაციისა და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ფ) სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვის, შენახვის და მოვლა პატრონობის უზრუნველყოფა; ქ) სასაწყობო მეურნეობის მართვა და სასაწყობო ინფრასტრუქტურის გამართულობის უზრუნველყოფა; ღ) სააგენტოს ავტოპარკის მართვა და მისი გამართული ფუნქციონირებისათვის საჭირო სამუშაოების ორგანიზება, დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით საწვავის ხარჯვის კონტროლი; ყ) სააგენტოს შენობაში სახანძრო უსაფრთხოების წესების დაცვის უზრუნველყოფა და ამ მიზნით ყველა საჭირო/შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება; შ) სააგენტოს არაფინანსური აქტივების ინვენტარიზაციის პროცესის უზრუნველყოფა; ჩ) სამშენებლო, სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოების ორგანიზება და ამ მიზნით მესამე პირებთან ურთიერთობა; ც) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება; ძ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებისა და სააგენტოს ხელმძღვანელობის მიერ გაცემული შესაბამისი დავალებების განხორციელება. მუხლი 6. საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციები საფინანსო-ეკონომიკური დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება; ბ) საფინანსო-საბიუჯეტო ურთიერთობის წარმართვა; გ) სააგენტოს ერთიანი ბიუჯეტის პროექტის შემუშავება და სამინისტროში წარდგენა; დ) სააგენტოსთვის გამოყოფილი თანხების მიზნობრივი ათვისების უზრუნველყოფა, ბიუჯეტის სისტემური ანალიზი; ე) ბუღალტრული აღრიცხვის ორგანიზება; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს დაქვემდებარებული დეპარტამენტების სფეროებში, დაინტერესებული პირებისათვის ფასიანი მომსახურების გაწევა და ამ მიზნით საჭირო დოკუმენტაციის მომზადება/წარმოება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლება-მოვალეობათა განხორციელება. მუხლი 7. სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციები სტრატეგიული განვითარების, საერთაშორისო და საზოგადოებასთან ურთიერთობების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავება; ბ) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის მეთოდოლოგიური და საკონსულტაციო დახმარება პროცედურების, სტრატეგიებისა და სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, ასევე ანგარიშ(ებ)ის/ინფორმაციის გამოთხოვა, ანალიზი, მათი შესრულების მონიტორინგი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება; გ) საქართველოს მთავრობის, სამინისტროს და სხვა უწყებათაშორისი ორგანოების მიერ ინიცირებული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დარგობრივი დეპარტამენტებიდან ინფორმაციის გამოთხოვა, კონსოლიდირება; დ) სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების წარმართვა და კოორდინაცია; ე) საერთაშორისო ურთიერთობების ფარგლებში სააგენტოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების კოორდინაცია; ვ) სააგენტოსთვის პრიორიტეტული საგრანტო პროექტების განხორციელების მიზნით დონორების მოძიება, მოლაპარაკებების ორგანიზება, ამ მიზნით მიმოწერის წარმართვა და კოორდინაცია; საპროექტო/საგრანტო წინადადებების მომზადებაში მონაწილეობა და შესაბამისი დონორი ორგანიზაციებისათვის წარდგენის უზრუნველყოფა; ზ) უცხო ქვეყნების დელეგაციების და საერთაშორისო ექსპერტების მიღების ორგანიზება, საერთაშორისო ღონისძიებების ორგანიზება და კოორდინაცია; თ) საჯარო ინფორმაციის დადგენილი წესით გაცემის უზრუნველყოფა. ი) სააგენტოს ვებგვერდის და სოციალური ქსელების ადმინისტრირება; კ) საზოგადოებასთან და მედია საშუალებებთან ურთიერთობების უზრუნველყოფა; ლ)პროტოკოლის გათვალისწინებით, შეხვედრების და ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზება; მ) სააგენტოში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტებისა და ღონისძიებების საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება; ნ) ფოტო და ვიდეო მასალის გადაღება, საიმიჯო მასალების (ვიდეოების, ბანერების) მომზადება; ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 8. იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციები იურიდიული დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ბ) სააგენტოს ძირითადი საქმიანობის მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და სააგენტოს უფროსის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების პროექტების მომზადება, ასევე კომპეტენციის ფარგლებში სხვა სამართლებრივი პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება, სააგენტოს უფროსის სამართლებრივი აქტების პროექტების საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის კუთხით შეთანხმება – ვიზირება; გ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი მინდობილობის (რწმუნებულების) საფუძველზე სააგენტოს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოებში, სახელმწიფო დაწესებულებებსა და სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობებში; დ) კომპეტენციის ფარგლებში, შესაბამისი სარჩელის მომზადება, ადმინისტრაციული საჩივრის განხილვისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების უზრუნველყოფა, საჩივრის განხილვის შედეგებზე შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტის მომზადება; ე) კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული სამართლებრივი საკითხების ანალიზი; კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს სახელით დასადები ხელშეკრულებების პროექტების მომზადება (გარდა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა) ან/და ვიზირება, სტრუქტურული ქვედანაყოფის მიერ მომზადებული სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივი ექსპერტიზა და ვიზირება; ვ) არსებულ საკანონმდებლო, კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებსა და ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებში შესატანი ცვლილების შესახებ წინადადებების შემუშავება და მათი წარდგენა შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფისათვის ან თანამდებობის პირისათვის; ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავება და სამინისტროსათვის წარდგენის უზრუნველყოფა; საჩივრების, ასევე იმ განცხადებების განხილვა და მათზე რეაგირება, რომელთა განხილვაც საჭიროებს სამართლებრივ შეფასებას; თ) განცხადებების, სასარჩელო განცხადებების, კერძო საჩივრების, შესაგებლების, შეგებებული სარჩელების, სააპელაციო და საკასაციო საჩივრებისა და შესაგებლების, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საარბიტრაჟო ან სასამართლო საპროცესო დოკუმენტაციის მომზადება; ი) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 9. შიდა კონტროლის დეპარტამენტის ფუნქციები შიდა კონტროლის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) სააგენტოს თანამშრომლების (გარდა სააგენტოს უფროსისა) მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლი; ბ) სააგენტოს თანამშრომელთა დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის თავიდან აცილებისათვის შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების გატარება, რისკ-ფაქტორების გამოვლენა და ანალიზი; გ) სააგენტოს თანამშრომელთა საქმიანობასთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლა, მათ შორის ახსნა-განმარტების ჩამორთმევა: დ) სააგენტოს თანამშრომელთა მიერ (გარდა სააგენტოს უფროსისა) ეთიკის, შრომის შინაგანაწესის დარღვევის, სამსახურებრივი მოვალეობების არაჯეროვანი შესრულების ან კონკრეტულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენა/შესწავლა; ე) სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის მონიტორინგი, ინსპექტირება და შეფასება; ვ) ყოველი წლის დასაწყისში (სამინისტროს შიდა აუდიტთან შეთანხმებული ფორმით), სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტისთვის, გაწეული საქმიანობის შესახებ, ანგარიშის გაგზავნა; ზ) სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, მათ აღმოსაფხვრელად/შესამცირებლად შესაბამისი რეკომენდაციის გაცემა და მისი შესრულების კონტროლი; თ) სააგენტოს უფროსისთვის შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების წარდგენა; ი) სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ სააგენტოსთვის მიცემული რეკომენდაციების შესრულების კონტროლი; კ) სააგენტოს უფროსის ცალკეული დავალებების შესრულება; ლ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 10. ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციები ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს ტერიტორიაზე მეტეოროლოგიურ და ზედაპირული წყლებისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის ჰიდროლოგიურ პარამეტრებზე მიწისპირა და დისტანციური (თანამგზავრული, რადარული, აეროლოგიური) დაკვირვების სტაციონალური ქსელის გამართულად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ბ) საქართველოს ტერიტორიაზე ზედაპირულ წყლებზე ჰიდრომეტრული და ტოპოგეოდეზიური აგეგმვითი სამუშაოების წარმოების, მდინარეთა აუზების მთიან და მაღალმთიან ზონებში არსებული თოვლის ფიზიკური პარამეტრების განსაზღვრის, საზღვაო და გლაციოლოგიური დაკვირვებების და სტიქიური ჰიდროლმეტეოროლოგიური მოვლენების გავრცელების არეალების დადგენის მიზნით ექსპედიციური მეთოდებით განხორციელება; გ) საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ქსელიდან მონაცემთა უწყვეტად (დღე-ღამურ რეჟიმში) შეკრებისა და ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე გავრცელების უზრუნველყოფა; დ) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მონაცემთა გაცვლის გლობალური ქსელიდან და ამინდის პროგნოზის მსოფლიოს მოწინავე ცენტრებიდან მეტეოროლოგიური მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის უწყვეტად (დღე-ღამურ რეჟიმში) მიღება; ე) ჰიდრომეტეოროლოგიური დაკვირვების ხელსაწყო-დანადგარების საინსტალაციო-სარემონტო სამუშაოების წარმოება და ჰიდრომეტეოროლოგიური გამზომი საშუალებების მეტროლოგიური უზრუნველყოფა; ვ) ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემების და სინოპტიკური პროდუქციის მიღება-გავრცელების სატელეკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვა და შეუფერხებლად ფუნქციონირების უზრუნველყოფა; ზ) მრავალწლიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა ხარისხის კონტროლის და დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; თ) ვებ-ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გეოსაინფორმაციო სისტემების დანერგვა და განვითარება. სივრცული გეოსაინფორმაციო ინფრასტრუქტურის შექმნა და განვითარება; ი) ამინდის და ჰიდროლოგიური პროგნოზების მოდელების გასაშვებად საჭირო გამოთვლითი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა; კ) ამინდის და ჰიდროლოგიური მოკლე, საშუალო და გრძელვადიანი საერთო და სპეციალიზებული დანიშნულების პროგნოზების შედგენა და გავრცელება; ლ) საქართველოს ტერიტორიაზე მოსალოდნელი სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების შესახებ გაფრთხილებების მომზადება და გადაწყვეტილების მიმღები ორგანოების, დაინტერესებული ფიზიკური და იურიდიული პირების და მასმედიის საშუალებებისთვის დაუყოვნებლივ მიწოდება; მ) მრავალწლიურ ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა სტატისტიკური დამუშავება, მათი GIS ფორმატში წარმოდგენა და მონაცემთა ბაზების რეგულარულად შევსება; ნ) კლიმატის ცვლილების ფიზიკური პროცესების შესწავლა. გრძელვადიანი კლიმატური პროგნოზების შედგენა და გავრცელება; ო) კლიმატური და ჰიდროლოგიური ცნობარების, ბიულეტენების, მიმოხილვების და სხვა სახის საცნობარო მასალების მომზადება; პ) შავი ზღვის სანაპირო ზოლის მონიტორინგი, კვლევა და რეკომენდაციების შემუშავება, მდინარეთა ნაპირფორმირების რეკომენდაციების შემუშავება; ჟ) შავი ზღვის სანაპირო ზოლზე ანთროპოგენული ზეგავლენის შეფასება; რ) შავი ზღვის შელფის კვლევითი სამუშაოების წარმოება. ზღვის აუზის ჰიდრო და ლითოდინამიკური პროცესების კვლევა. ზღვიური ლანდშაფტის მდგრადობის უზრუნველყოფის მიზნით, მოსალოდნელი პროცესების პროგნოზირება; ს) საქართველოს მდინარეთა აუზებში ავარიული უბნების დასაცავად რეკომენდაციების შემუშავება; ტ) სტიქიური ჰიდრომეტეოროლოგიური მოვლენების სიხშირისა და ინტენსივობის მიხედვით საქართველოს ტერიტორიის დარაიონება; უ) საქართველოს ტერიტორიაზე ჰიდრომეტეოროლოგიური რისკების შეფასება; ფ) ეკონომიკის სხვადასხვა დარგების (სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, მშენებლობა, ტურიზმი და სხვა), სხვა დაინტერესებული ფიზიკური და ირიდიული პირების მოთხოვნების შესაბამისად, სპეციალიზებული ჰიდრომეტეოროლოგიური ინფორმაციის მომზადება და მომხმარებლებისთვის მიწოდება; ქ) არახელსაყრელ ჰიდრომეტეოროლოგიურ მოვლენებზე (თოვლის ზვავები, სეტყვა, გვალვა, ნისლი) ხელოვნური ზემოქმედების სამუშაოებში, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობის მიღება; ღ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშებზე (გზშ) ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში საექსპერტო დასკვნების მომზადება; ყ)კომპეტენციის ფარგლებში, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის შეთანხმების და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვის მიზნით შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობა; შ) ჰიდრომეტეოროლოგიის სფეროში, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება. მუხლი 11. გეოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციები გეოლოგიის დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) დასახლებულ პუნქტებში და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე სტიქიური გეოლოგიური პროცესების (მეწყერი, ღვარცოფი, ქვათაცვენა და სხვა) ექსტრემალური გააქტიურების პირობებში სიტუაციის ოპერატიული შეფასება, უარყოფითი შედეგების დადგენა, საშიშროების რისკის განსაზღვრა, საგანგებო სიტუაციაში მოქცეული მოსახლეობისათვის რეკომენდაციების გაცემა, საკარმიდამო ნაკვეთების და მასზე არსებული შენობა-ნაგებობების დაზიანების გამომწვევი მიზეზების დადგენა, სათანადო დასკვნების მომზადება, გადაუდებელი ღონისძიებების გასატარებლად; ბ) საქართველოს მთელ ტერიტორიაზე სტიქიურ გეოლოგიურ პროცესებზე და გეოლოგიური გარემოს ანთროპოგენურ ცვლილებებზე კომპლექსური გეომონიტორინგული კვლევების პერმანენტული წარმოება; გ) ყოველწლიური საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენის მომზადება მოსალოდნელი საშიშროების რისკისა და გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების დასახვით, ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით; დ) ყველა მასშტაბის (მათ შორის, სპეციალური) საინჟინრო-გეოლოგიური, საინჟინრო-გეოდინამიკური, გეოეკოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური კვლევების წარმოება, ტერიტორიის მდგრადი ათვისების, სამეურნეო და საინჟინრო ობიექტების საიმედოდ განლაგებისა და გეოლოგიური გარემოს ოპტიმალური მართვის მიზნით; ე) საქართველოს მოსახლეობის დაცვისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების საიმედო ფუნქციონირებისათვის სტიქიური გეოლოგიური პროცესების მდგომარეობის და საშიშროების რისკის ზონირების (დარაიონების) რუკების დამუშავება ცალკეული რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით; ვ) გეოლოგიური სტიქიის მდგომარეობის, საშიშროების რისკისა და გეოლოგიური გარემოს ცვლილებების საინფორმაციო ბაზის შექმნა; ზ) გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშების გეოლოგიურ ნაწილზე საექსპერტო დასკვნების მომზადება; თ)კომპეტენციის ფარგლებში, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის შეთანხმების და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვის მიზნით შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობა; ი) გეოეკოლოგიურ გართულებებზე ოპერატიული რეაგირება – დასკვნებისა და დამცავი ღონისძიებების გასატარებლად რეკომენდაციების მომზადება; კ) ინფრასტრუქტურული ობიექტების პროექტებისა და ტერიტორიების საინჟინრო-გეოლოგიური, გეოეკოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური ექსპერტიზა; ლ) გარემოზე ბუნებრივი და ანთროპოგენური ზემოქმედების შეფასება და საინჟინრო-გეოლოგიური და ჰიდროგეოლოგიური საკონსულტაციო სამუშაოების ჩატარება; მ) მიწისქვეშა მტკნარი სასმელი წყლების მონიტორინგი და ყოველწლიური საინფორმაციო ბიულეტენის მომზადება; ნ) გეოლოგიური აგეგმვითი სამუშაოების ჩატარება (სახელმწიფო გეოლოგიური რუკების შედგენა); ო) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება; პ) გეოლოგიური საფრთხეებისა და ჰიდროგეოლოგიური მონიტორინგის სადგურებიდან მიღებული ინფორმაციის დამუშვება და ანალიზი; ჟ) გეოლოგიის სფეროში, კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობის განხორციელება. მუხლი 12. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციები 1. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციებია: |
|---|
| ა) საქართველოს ტერიტორიაზე სხვადასხვა დონის ბუნებრივი და ანთროპოგენური დატვირთვით გამოწვეული დაბინძურების ხარისხის დადგენა, ატმოსფერულ ჰაერზე დაკვირვების სტაციონარული პუნქტებისა და ექსპედიციების მეშვეობით ატმოსფერული ჰაერის, წყლების, ატმოსფერული ნალექების, შავი ზღვისა და ნიადაგის ქიმიურ, ბიოლოგიურ და მიკრობიოლოგიურ დაბინძურებაზე რეგულარული დაკვირვების წარმოება და გარემოს ფიზიკური ფაქტორების (ელექტრომაგნიტური ველი, ხმაური და სხვა) დონეების განსაზღვრა; |
|---|
| ბ) გარემოს ხარისხობრივი მდგომარეობის შესახებ მონაცემთა ბაზების შექმნაში მონაწილეობა და შესაბამის მონაცემთა ხარისხის კონტროლი; |
|---|
| გ) გარემოს დაბინძურების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციით სახელმწიფო დაწესებულებების და დაინტერესებული პირების უზრუნველყოფა; |
|---|
| დ) სამრეწველო ობიექტების სანებართვო დოკუმენტაციის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშების, სანებართვო პირობებით გათვალისწინებული სავალდებულო დოკუმენტაციების (გარემოსდაცვითი მონიტორინგის და შემარბილებელი ღონისძიებების გეგმები) განხილვაში მონაწილეობა, შესაბამისი შენიშვნების, რეკომენდაციებისა და დასკვნების მომზადება; |
|---|
ე) გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის ექსპერტიზის მიზნით შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობა; ვ) კომპეტენციის ფარგლებში, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის შეთანხმების და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვის მიზნით შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობა; |
|---|
| ზ) სამინიტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთად სამრეწველო ობიექტების გარემოსდაცვითი კუთხით შემოწმების პროცედურებში მონაწილეობა კომპეტენციის ფარგლებში; |
|---|
| თ) მოსახლეობიდან შემოსული მომართვის საფუძველზე ადგილზე შესაბამისი გაზომვითი სამუშაოების ჩატარება; |
|---|
| ი) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს ექსტრემალურად მაღალი დაბინძურების ფაქტების დასადგენ სამუშაოებში მონაწილეობის მიღება; |
|---|
| კ) კომპეტენციის ფარგლებში საგანგებო ეკოლოგიური სიტუაციების შედეგად მიყენებული ზიანის შეფასებაში მონაწილეობა; |
|---|
| ლ) კომპეტენციის ფარგლებში ანთროპოგენური საფრთხეების შემცირების სფეროში სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამების შემუშავებასა და მათ განხორციელებაში მონაწილეობა; |
|---|
|
|---|
| ნ) გარემოს დაბინძურების შესახებ ფაქტობრივი ინფორმაციების შემცველი წელიწდეულების, ბიულეტენების, მიმოხილვების, ცნობებისა და სხვა მასალების მომზადება; |
|---|
| ო) კომპეტენციის ფარგლებში გარემოს დაბინძურების მონიტორინგის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება; |
|---|
| პ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. |
|---|
2. გარემოს დაბინძურების მონიტორინგის დეპარტამენტის ატმოსფერული
ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ანალიზის სამმართველოს (ლაბორატორიის)
ფუნქციებია: ზ) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება. |
|---|
მუხლი 13. მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის ფუნქციები მეთევზეობის, აკვაკულტურისა და წყლის ბიომრავალფეროვნების დეპარტამენტის
ფუნქციებია: დ) საქართველოს შიგა წყალსატევების (ტბები, წყალსაცავები, გუბურები, ლაგუნები, ესტუარები, მდინარეები, ნაკადულები, არხები, წყალჭაობიანი ლოკალიტეტები) თევზების, ასოცირებული ჰიდროფაუნის, პლანქტონური და ბენთოსური უხერხემლოების, პლანქტონური და ბენთოსური ალგოფლორის, მიკრობიოტის, თანმდევი წყლის ხარისხობრივი პარამეტრების კვლევა და მონიტორინგი; ე) ჰიდრობიონტებისა და წყლის ჰაბიტატების დაცვის, აღდგენის და გონივრული
მართვის ხელშეწყობა, მათ შორის სახეობათა კონსერვაციული სტატუსის შეფასება,
საქართველოს ,,წითელი ნუსხის” განახლებაში მონაწილეობის მიღება; ზ) კომპეტენციის ფარგლებში ინფორმაციული ფონდების შევსება, მონაცემთა ბაზების ფორმირება და განახლება; თ) კომპეტენციის ფარგლებში სარგებლობის ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების განხილვა; ი) დადგენილი წესით სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის განხორციელების
მიზნით წარმოდგენილი განაცხადების, ასევე სამეცნიერო-კვლევითი თევზჭერის
ანგარიშების განხილვა; ლ)კომპეტენციის ფარგლებში, „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“
საქართველოს კანონით გათვალისწინებული, გარემოსთვის მიყენებული
მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის
შეთანხმების და მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური
ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვის მიზნით
შექმნილ საექსპერტო კომისიებში მონაწილეობა; ნ) კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო თანამშრომლობაში მონაწილეობის მიღება. საერთაშორისო შეხვედრებში, სემინარებში, ტრენინგებში, კონფერენციებში, სიმპოზიუმებში მონაწილეობის მიღება; ო) კომპეტენციის ფარგლებში მომხმარებელთათვის მომსახურების
გაწევა; ს) კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. |
|---|
მუხლი 14. ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციები ლიცენზირების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად სამონადირეო
მეურნეობის ლიცენზიის, თევზჭერის ლიცენზიის, ექსპორტის მიზნით სოჭის
გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის
სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის (CITES) დანართებში
შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის
ლიცენზიის გაცემის და ამ მიზნით გასაწევი საქმიანობის წარმართვა და
კოორდინაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;
ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიასთან დაკავშირებით კანონმდებლობით
განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელება; დ) კომპეტენციის ფარგლებში მოქალაქეებისაგან და იურიდიული პირებისაგან მიღებული განცხადებების განხილვა; ე) თევზჭერის ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის ექსპორტის
მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური
ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ კონვენციის
(CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და ყოჩივარდას
გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის მფლობელისთვის მოპოვების კვოტების
დამტკიცების მიზნით შესაბამისი მასალებისა და დოკუმენტების განხილვა და
რეკომენდაციების მომზადება, სააგენტოში წარმოდგენილი სარგებლობის
ლიცენზიების მიხედვით შემუშავებული მართვის გეგმების განხილვაში
მონაწილეობის მიღება; ი) სალიცენზიო მოწმობების მომზადება და გაცემა; ლ) კონკრეტული თევზჭერის ლიცენზიის, სამონადირეო მეურნეობის ლიცენზიის,
ექსპორტის მიზნით სოჭის გირჩითა და „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი
ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“
კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი თეთრყვავილას ბოლქვებით ან/და
ყოჩივარდას გორგლებით სარგებლობის ლიცენზიის გაცემის თაობაზე აუქციონის
ჩატარების შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად მასობრივი ინფორმაციის
საშუალებებში გამოქვეყნების უზრუნველყოფა; |
|---|
მუხლი 15. გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დეპარტამენტი გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის განხილვა და შეთანხმება; ბ) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შესაძლებლობის შესახებ წარმოდგენილი ინფორმაციის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების (ცნობად მიღება/შეთანხმებაზე უარის თქმა) მომზადება და გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობა; გ) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ დაზიანებული გარემოს პირვანდელ მდგომარეობაში ან პირვანდელ მდგომარეობასთან მიახლოებულ მდგომარეობამდე აღდგენის შეუძლებლობის, ან აღნიშნულის გონივრულ ვადაში განხორციელების შეუძლებლობის, დაზიანებული გარემოს აღდგენის არათანაზომიერი ხარჯების შესახებ, ან გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიების გამოყენების არაგონივრულობის შესახებ წარმოდგენილი დასაბუთების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების (შეთანხმება/შეთანხმებაზე უარის თქმა) მომზადება და გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის აღნიშნული გადაწყვეტილების გაცნობა; დ) გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოდგენილი დასაბუთების შეთანხმების შემთხვევაში, მინისტრის მიერ შექმნილი, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიისთვის დასაბუთების წარდგენის უზრუნველყოფა – მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განსაზღვრისთვის; ე) დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განმსაზღვრელი კომისიის მიერ განსაზღვრული, დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე განსახორციელებელი მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდების უზრუნველყოფა; ვ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა; ზ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტთან დაკავშირებით დაინტერესებული პირების მიერ წარმოდგენილი მოსაზრებების/შენიშვნების განხილვა და საჭიროების შემთხვევაში გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირისთვის მიწოდება – მოსაზრებების/შენიშვნების მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის პროექტში გასათვალისწინებლად; თ) დაინტერესებული პირების მოსაზრებების/შენიშვნების გათვალისწინებაზე უარის თქმის შესახებ გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ წარმოდგენილი დასაბუთების სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსების უზრუნველყოფა; ი) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმით გათვალისწინებული ღონისძიების სხვა ღონისძიებით შეცვლის თაობაზე გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის შუამდგომლობის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება; კ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმაში ცვლილების შეტანის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ლ) საჭიროების შემთხვევაში გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის შესათანხმებლად შესაბამისი კომისიის შექმნის თაობაზე სააგენტოს უფროსისადმი მიმართვა; მ) მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი ღონისძიებების გეგმის, გეგმაში ცვლილების შეტანის ან/და დაზიანებული ტერიტორიის მიმდებარე ან სხვა ტერიტორიაზე მნიშვნელოვანი ზიანის გამოსასწორებელი სანაცვლო/ადეკვატური ღონისძიებების განხორციელების საჭიროების საკითხის განხილვისთვის სააგენტოს მიერ გაწეული ხარჯების გარემოსთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ ანაზღაურების საკითხის განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მომზადება; ნ) გარემოსთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის მიყენებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ „გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დაკისრებული შესაბამისი ვალდებულებების შეუსრულებლობის შესახებ ინფორმაციის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტისთვის მიწოდება; ო)კომპეტენციის ფარგლებში, კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილების განხორციელება. მუხლი 16. გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ფუნქციები გარემოსდაცვითი შეფასების დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სკრინინგის პროცედურის განხორციელება და სკრინინგის გადაწყვეტილების/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მომზადება; ბ) სკოპინგის პროცედურის განხორციელება და სკოპინგის
დასკვნის/საქმიანობის განხორციელებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების
მომზადება; |
|---|
| მუხლი 17. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა |
|---|
| 1. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი. |
|---|
| 2. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: |
|---|
| ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საერთო საქმიანობას; |
|---|
| ბ) წარმოადგენს სტრუქტურულ ქვედანაყოფს და ანგარიშვალდებულია მასზე დაკისრებული უფლება- მოვალეობების განხორციელებაზე; |
|---|
| გ) ანაწილებს დავალებებს და აძლევს მითითებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს. აკონტროლებს მათ მიერ დაკისრებული მოვალეობების შესრულებას; |
|---|
| დ) კომპეტენციის ფარგლებში, ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს და ვიზას ადებს სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების მიერ შემუშავებული სამართლებრივი აქტების პროექტებს; |
|---|
| ე) უზრუნველყოფს ამ დებულებით სტრუქტურული ქვედანაყოფისთვის დაკისრებული ფუნქციების შესრულების ორგანიზებას, რისთვისაც წარუდგენს სააგენტოს უფროსს წინადადებებს ცალკეული საკითხების მოწესრიგებისა და გადაწყვეტის თვალსაზრისით. |
|---|
| 3. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ სამსახურებრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, მის მოვალეობას ასრულებს უფროსის მოადგილე ან სააგენტოს უფროსის გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირი. |
|---|
| მუხლი 18. სააგენტოს თანამშრომელი |
|---|
| 1. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია დაემორჩილოს სააგენტოს შინაგანაწესით დადგენილ სამუშაო რეჟიმს და პირობებს. |
|---|
| 2. სააგენტოს თანამშრომელს აქვს სამსახურებრივი მოწმობა და ასევე შესაძლებელია ჰქონდეს სპეციალური ტანსაცმელი (უნიფორმა) განმასხვავებელი ნიშნებით, რომელთა ნიმუშებსაც და გამოყენების წესს ამტკიცებს სააგენტოს უფროსი. |
|---|
| 3. სააგენტოს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას იყენებს სატრანსპორტო საშუალებებს. იმ სატრანსპორტო საშუალებების ჩამონათვალს, რომლებსაც უნდა გააჩნდეთ შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნიშნები (მათ შორის, სააგენტოს ემბლემა), განსაზღვრავს სააგენტოს უფროსი. |
|---|
| მუხლი 19. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას |
|---|
| სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას, განისაზღვრება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით. |
|---|
| მუხლი 20. სააგენტოს ქონება |
|---|
| კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|---|
| მუხლი 21. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება |
|---|
| 1. სააგენტო ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. |
|---|
| 2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი. |
|---|
| მუხლი 22. სააგენტოს დაფინანსება |
|---|
| 1. სააგენტოს შემოსავლის წყარო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. |
|---|
| 2. სააგენტოს სახსრები და შემოსავლები ხმარდება როგორც სააგენტოს კანონმდებლობით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების (საქმიანობის) განხორციელებას, აგრეთვე სამინისტროს სისტემის განვითარებას. სააგენტოს სახსრების სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. |
|---|
| მუხლი 23. სახელმწიფო კონტროლი |
|---|
| 1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. |
|---|
| 2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება. |
|---|
| 3. სააგენტო ვალდებულია შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე სამინისტროს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია. |
|---|
| მუხლი 24. სააგენტოს რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია |
|---|
| სააგენტოს რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|---|
| მუხლი 25. სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი |
|---|
| სააგენტოს დებულებაში ცვლილებებისა და/ან დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. |
|---|
ჩვენ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს სერვისის გასაუმჯობესებლად და ანალიტიკისთვის (Google Analytics). დეტალური ინფორმაცია