სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87 %-ის მფლობელი აქციონერის შპს ლოკო ტრანს კომპანის (“LOKO TRANS COMPANY” LTD) გადაწყვეტილება

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№0
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/07/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

შპს ლოკო ტრანს კომპანი

„LOKO TRANS COMPANY“ LTD

სს „ელმავალმშენებლის“ აქციათა 87%-ის მფლობელი აქციონერის

შპს ლოკო ტრანს კომპანის („LOKO TRANS COMPANY“ LTD)-ის

გადაწყვეტილება

2017 წლის 29 მაისი

საქართველოს კანონის „მეწარმეთა შესახებ“ 54.11 პუნქტისა და სს „ელმავალმშენებლის“ წესდების 19.5 პუნქტის შესაბამისად, სს „ელმავალმშენებლის“ საწესდებო კაპიტალში აქციების 87%-ის მფლობელმა აქციონერმა შპს ლოკო ტრანს კომპანიმ („LOKO TRANS COMPANY“ LTD) (დარეგისტრირებული სავაჭრო რეესტრში ნომრით C 46598, მისამართი: 9, flat 2, Armerystreet, Sliema, SLM 1706, Malta), წარმოდგენილი მისი დირექტორის, ქალბატონ ჯორჯია ლამბრიანიდის სახით, მოქმედებდა რა შპს ლოკო ტრანს კომპანის („LOKO TRANS COMPANY“ LTD) წესდების საფუძველზე, განიხილა საკითხი:

1. სს „ელმავალმშენებლის“ გენერალური დირექტორის გ. ს. ბოიარსკიხის ანგარიში სს „ელმავალმშენებლის“ მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ.

2. სს ,,ელმავალმშენებლის” სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

3. სს ,,ელმავალმშენებლის” ბალანსზე რიცხული ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისათვის გამოუყენებელი შენობა-ნაგებობების:

3.1 №10 კორპუსის შენობის ნაწილი (ელ. შტაბელიორების საამქრო) (რეესტრის №107(1));

3.2 სამრეცხაოს შენობა (რეესტრის №033(1));

3.3 სატრანსპორტო საამქროს (თბომავლის დეპო) შენობები (რეესტრის №036(1); 037(1); 038(1));

 ჩამოწერისა და დემონტაჟის მიზანშეწონილობის შესახებ.

4. 2017 წლისთვის სს ,,ელმავალმშენებლის” აუდიტორის არჩევა.

ზემოაღნიშნული საკითხების განხილვის შედეგად მიღებულ იქნა შემდეგი გადაწყვეტილებები:

1. დამტკიცდეს სს „ელმავალმშენებლის“ გენერალური დირექტორის გ. ს. ბოიარსკიხის ანგარიში სს „ელმავალმშენებლის“ მიერ 2016 წელს გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ.

2. დამტკიცდეს სს ,,ელმავალმშენებლის” სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიში 2016 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.

3.1. ჩამოწერილ იქნეს სს „ელმავალმშენებლის“ ბალანსზე რიცხული ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისათვის გამოუყენებელი შენობა-ნაგებობები:

1. №10 კორპუსის შენობის ნაწილი (ელ. შტაბელიორების საამქრო) (რეესტრის №107(1));

2. სამრეცხაოს შენობა (რეესტრის №033(1));

3. სატრანსპორტო საამქროს (თბომავლის დეპო) შენობები (რეესტრის №036(1); 037(1); 038(1));

და განხორციელდეს მათი დემონტაჟი.

3.2. დაევალოს სს „ელმავალმშენებლის“ გენერალურ დირექტორს ბატონ გ. ს.ბოიარსკიხს სს „ელმავალმშენებლის“ ბალანსზე რიცხული ფიზიკურად გაცვეთილი და წარმოებისათვის გამოუყენებელი შენობა-ნაგებობების (№10 კორპუსის შენობის ნაწილი (ელ. შტაბელიორების საამქრო) (რეესტრის №107(1)); სამრეცხაოს შენობა (რეესტრის №033(1)); სატრანსპორტო საამქროს (თბომავლის დეპო) შენობები (რეესტრის №036(1); 037(1); 038(1)); ჩამოწერასთან და დემონტაჟთან დაკავშირებული ყველა სამართლებრივი, ორგანიზაციულ-ტექნიკური და საბუღალტრო-ფინანსური ქმედებები განახორციელოს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით.

4. სს „ელმავალმშენებლის“აუდიტორად 2017 წლისთვის არჩეულ იქნეს შპს „ფორმენი“ (საიდენტიფიკაციო კოდი №205214917; ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურის მიერ მინიჭებული ინდივიდუალური ნომერი - – SARAS-F-280478 (ბრძანება №117, 23.01.2017წ.); მის.: ქ. თბილისი, ჩიქოვანის 9-11; ტელ.: +(995) 577 90 40 44).

 

შპს ლოკო ტრანს კომპანის („LOKO TRANS COMPANY“ LTD) დირექტორი

წარმოდგენილი ქალბატონ ჯორჯია ლამბრიანიდის სახით