,,დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების თაობაზე“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 12 აგვისტოს №43 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №19 |
|
2017 წლის 28 ივლისი ქ. დედოფლისწყარო |
1. დებულების პირველი მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატის სტატუსი
1. საკრებულოს პირველადი სტრუქტურული ერთეულის – საკრებულოს აპარატი (შემდგომში – აპარატი) იქმნება საკრებულოს საქმიანობის ორგანიზაციული უზრუნველყოფის მიზნით“.
2. დებულების მე-4 და მე-5 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4. აპარატის სტრუქტურის დამტკიცება და მასში ცვლილების შეტანა
აპარატის სტრუქტურას საკრებულოს თავმჯდომარესთან შეთანხმებით განსაზღვრავს დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი (შემდგომში – აპარატის უფროსი). აპარატის სტრუქტურას ამტკიცებს და მასში ცვლილებები შეაქვს საკრებულოს საკრებულოს თავმჯდომარის წარდგენით.
აპარატი შედგება მეორადი სტუქტურული ერთეულებებისაგან (შემდგომში – განყოფილებები). ესენია:
ა) საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება;
ბ) იურიდიული განყოფილება.“.
3. დებულების III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,აპარატის მეორად სტრუქტურულ ერთეულთა ფუნქციები“
4. დებულების მე-6 მუხლის სათაური და ,,ა“ და ,,კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება
საორგანიზაციო და საქმისწარმოების განყოფილება:
ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;
კ) ორგანიზაციულ მომსახურებას უწევს საკრებულოს და საკრებულოს თანამდებობის პირებს, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის იმ მოსამსახურეებს, მათ შორის ვადიანი შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ ექსპერტებსა და სპეციალისტებს, რომლებიც ახორციელებენ საკრებულოს კომისიების, დროებითი სამუშაო ჯგუფებისა და ფრაქციების ორგანიზაციულ, იურიდიულ, დოკუმენტურ, ანალიტიკურ და საინფორმაციო მომსახურებას.“.
5. დებულების მე-7 მუხლის ,,ა“ და ,,ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 7. იურიდიული განყოფილება
იურიდიული განყოფილება:
ა) სამართლებრივ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;
ზ) ახორციელებს საკრებულოს თანამდებობის პირების, საკრებულოს კომისიების, საკრებულოს ფრაქციების და საკრებულოს წევრთა დოკუმენტურ, იურიდიულ, ანალიტიკურ და საინფორმაციო მომსახურებას.“.
6. დებულების მე-8 მუხლის სათაური და პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 8. დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი – აპარატის უფროსი
1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.
7. დებულების მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი – განყოფილების უფროსი
1. დაწესებულების მეორად სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელობს განყოფილების უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.
2. განყოფილების უფროსი:
ა) ახორციელებს განყოფილების საჯარო მოსამსახურეთა საქმიანობის საერთო ხელმძღვანელობას;
ბ) პასუხს აგებს დაკისრებულ ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
გ) ამ დებულებით განსაზღვრული განყოფილების საქმიანობის ძირითადი მიმართულებების შესაბამისად შეიმუშავებს და აპარატის უფროსს წარუდგენს განყოფილების მოსამსახურეთა ფუნქციონალურ განაწილებას და სამუშაო გეგმას;
დ) განსაზღვრავს განყოფილების მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს; აპარატის უფროსს წარუდგენს წინადადებებს განყოფილების მოსამსახურეთა მორიგი და დამატებითი შვებულების, მივლინების, წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე;
ე) ორგანიზებას უწევს და აკონტროლებს განყოფილების მოსამსახურეთა მიერ დაკისრებულ მოვალეობათა შესრულებას;
ვ) განსაზღვრავს განყოფილების საქმიანობის ორგანიზაციისა და დაგეგმარების წესს; შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფის მუშაობის სრულყოფის საკითხებზე;
ზ) უქმნის შესაბამისი განყოფილების მოსამსახურეებს მათი ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის, საიდუმლოების რეჟიმის, შრომის შინაგანაწესის მოთხოვნების დაცვისათვის აუცილებელ პირობებს.
3. განყოფილების უფროსი ანგარიშვალდებულია აპარატის უფროსის წინაშე.
4. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით მის მოვალეობებს ასრულებს განყოფილების ერთ-ერთი მოხელე.
|