,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის N17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№4
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.168.016230
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 25/12/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)

🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №4

2017 წლის 21 დეკემბერი

ქ. სიღნაღი

 

,,მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 24 ივლისის №17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“  საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის   შესაბამისად, სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
,,მუნიციპალიტეტის  საკრებულოს აპარატის    დებულების  დამტკიცების  შესახებ“  სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014  წლის  24  ივლისის   №17 დადგენილების  დანართში (www.matsne.gov.ge, 25/07/2014, 010250020.35.168.016114)  შევიდეს შემდეგი სახის ცვლილება:
1. მე-5  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 5. აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულები

აპარატის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო  განყოფილება;

ბ) მოქალაქეთა მომსახურებისა და საქმისწარმოების განყოფილება.

2. მე-6  მუხლი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 6. საორგანიზაციო განყოფილება

საორგანიზაციო  განყოფილება:

ა) ახორციელებს საკრებულოს, საკრებულოს კომისიებისა და საკრებულოს სამუშაო ჯგუფების, საკრებულოს და საკრებულოს კომისიათა საკონსულტაციო ორგანოების  სხდომების ორგანიზაციულ უზრუნველყოფას;

ბ) ორგანიზაციულად უზრუნველყოფს სხდომებზე წესრიგის დაცვას, კენჭისყრის პროცედურის ჩატარებას, ხმების დათვლას, სხდომის ოქმების შედგენას, სხდომაზე გამოთქმულ წინადადებებისა და შენიშვნების აღრიცხვას, მიღებულ გადაწყვეტილებათა გაფორმებას, რედაქტირებას, რეგისტრაციას და გამოქვეყნებას;

გ) ორგანიზაციას უწევს  სხდომებზე მოწვეულ პირთა გაფრთხილებას და მოწვევას, ახდენს მათ რეგისტრაციას;

დ) ორგანიზებას უწევს სხდომაზე განსახილველ საკითხთან დაკავშირებული მასალების გამრავლებას და დარიგებას;

ე) ორგანიზაციულ დახმარებას უწევს საკრებულოს წევრებს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელებაში;

ვ) უზრუნველყოფს ბიუროს გადაწყვეტილებასთან ერთად პროექტის გამოქვეყნებას  და მათ მიწოდებას საკრებულოს კომისიების, ფრაქციების და გამგეობისათვის/მერიისათვის. პროექტის გამოქვეყნებასთან ერთად  აქვეყნებს ცნობას, რომელშიც მითითებული უნდა იყოს საკრებულოს ის კომისია (კომისიები), რომელსაც გადაეცა პროექტი განსახილველად, კომისიაში პროექტის განხილვის ვადები, კომისიის (კომისიათა) ადგილსამყოფელი და სხდომების გრაფიკი, პროექტის საკრებულოს სხდომაზე გატანის დრო, საკრებულოს აპარატის მისამართი, სადაც შეიძლება წარდგენილ იქნეს მოსაზრებები პროექტთან დაკავშირებით, მოსაზრებების წარდგენის ვადა;

ზ) უზრუნველყოფს გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებისა და აღსრულების პროცედურულ საკითხთა შესრულებას;

თ) საკრებულოს კომისიებთან ერთად შეიმუშავებს  სამართლებრივი აქტის პროექტებს;

ი) ახდენს  საკრებულოს კომისიებიდან და გამგეობიდან შემოსული სამართლებრივი აქტის პროექტების, შენიშვნების, დასკვნების და წინადადებების სისტემატიზაციას და წარუდგენს საკრებულოს თავმჯდომარეს  საკრებულოს ბიუროს სხდომაზე  განსახილველად;

 კ) საკრებულოს ორგანოების სამუშაო გეგმების საფუძველზე ამზადებს საკრებულოს წლიურ სამუშაო გეგმის პროექტს, აკონტროლებს სამუშაო გეგმით გათვალისწინებული საკითხების განხილვის ვადების დაცვას;

ლ) უზრუნველყოფს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული წესით გამოქვეყნებას, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას;

მ) განყოფილება აერთიანებს    საკრებულოს მიერ დამტკიცებულ საშტატო ერთეულების და კომისიების მიერ  დროებით მოწვეულ  საჯარო მოსამსახურეებს .

3. მე-8  მუხლი      ჩამოყალიბდეს  შემდეგი რედაქციით:

,,მუხლი 8. აპარატის  უფროსი

1. აპარატის მუშაობას ხელმძღვანელობს, ორგანიზაციასა და კოორდინაციას უწევს აპარატის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საკრებულოს თავმჯდომარე.

2. აპარატის  უფროსი:

ა) უძღვება აპარატის საქმიანობას;

ბ) შეიმუშავებს და საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგენს აპარატის სტრუქტურას და საშტატო ნუსხას;

გ) საკრებულოს თავმჯდომარეს და საკრებულოს ბიუროს წარუდგენს ყოველწლიურ ანგარიშს აპარატის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ;

დ) ადგენს შრომის შინაგანაწესს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;

ე) ხელმძღვანელობს  ადამიანური რესურსების მართვასთან დაკავშირებულ  საკითხებს;

ვ) ზედამხედველობს  საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  პირადი   საქმეების  წარმოებას;

ზ)   საკრებულოს  კომისიებთან  ერთად  კოორდინირებას    უწევს    სამართლებრივი  აქტების   პროექტების  მომზადებას; 

თ) ახორციელებს ამ დებულებით, საკრებულოს, საკრებულოს ბიუროსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

3. აპარატის უფროსი  ანგარიშვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარის წინაშე.

4. აპარატის უფროსის  საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს საკრებულოს თავმჯდომარე.

5. აპარატის უფროსის  არყოფნის შემთხვევაში, მის მოვალეობას  ასრულებს ერთ-ერთი  მეორადი  სტრუქტურული  ერთეულის   ხელმძღვანელი- განყოფილების უფროსი .“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სიღნაღის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეილია ხატიაშვილი