ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (3)
შემდგომი ცვლილებები (1)
წინა ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №24 |
|
2017 წლის 31 ივლისი ქ. ბათუმი
|
|
|
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №24
2017 წლის 31 ივლისი
ქ. ბათუმი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირების განსაზღვრისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ.ე“ ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტისა „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ დაადგინა:
1.
დამტკიცდეს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირება და თანამდებობრივი სარგოები დანართის შესაბამისად.
2.
ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოების დამტკიცების შესახებ“ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 29 ოქტომბრის №20 დადგენილება (www.matsne.ge, 05/11/2012 წ., სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი: 0100320020.35.133.016069).
3.
დადგენილება ამოქმედდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით მისი გამოქვეყნებისთანავე.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეჯუმბერ ბერიძე
დანართი
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეების თანამდებობათა რანგირება და თანამდებობრივი სარგოები
№
თანამდებობათა დასახელება
თანამდებობრივი სარგო (ლარი)
1
საკრებულოს თავმჯდომარე
2650
2
საკრებულოს თავმჯდომარის
მოადგილე
1700
3
საკრეულოს კომისიის თავმჯდომარე
1350
4
საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე
1350
5
საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი –
აპარატის უფროსი –
I რანგი
1000
6
საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის უფროსი –
განყოფილების უფროსი –
II რანგი
810
7
საჯარო დაწესებულების მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი –
III რანგი
560