წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№25
სარეგისტრაციო კოდი
010260020.35.104.016320
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 07/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 9 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (9)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება  №25

2017 წლის 31 ივლისი

ქ. წალენჯიხა

 

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

 

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
შეტანილ იქნეს ცვლილება:
1. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №21 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016167)  და ამ  დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის ადმინისტრაციული სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს – გამგეობის საქმისწარმოებას, თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების კომუნიკაციას ერთმანეთთან; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და გამგეობის სამსახურების საქმიანობის სამართლებრივ მომსახურებას, ადამიანური რესურსების მართვას და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას; ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების ურთიერთობის ორგანიზებას მოქალაქეებთან, იურიდიულ პირებთან და სხვა გაერთიანებებთან, სახელმწიფო ორგანოებთან, სხვა თვითმმართველ ერთეულებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან; გამგეობის ოფიციალური ღონისძიებების დაგეგმვასა და ორგანიზებას.“;

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი, მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა (შემდგომში –   სამსახურის უფროსი)  და მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება).

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საორგანიზაციო, საქმისწარმოებისა და კადრების განყოფილება;

ბ) იურიდიული განყოფილება;

გ) საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილება.“;

გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.”.

2. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №22 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგ.კოდი 190040000.35.104.016168)  და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახური არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის მომზადებას, მუნიციპალური პროგრამების საფინანსო გაანგარიშება-დასაბუთებას, მიღებული ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშგებას.”.

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის – სამსახურის უფროსისა (შემდგომში – სამსახურის უფროსი)  და მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება).

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საბიუჯეტო დაგეგმვის განყოფილება;

ბ) საფინანსო ზედამხედველობისა და ბუღალტრული აღრიცხვის განყოფილება;

გ) შესყიდვების  განყოფილება;

დ) სახაზინო მომსახურებისა და შემოსავლების ანალიზის განყოფილება.“;

გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.” .

3. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №23 დადგენილებაში (www, matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016170) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ეკონომიკური განვითარების, სტატისტიკისა და ქონების მართვის  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი  სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.”;

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი და მე-2  პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება);

 2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების ადმინისტირების განყოფილება;

ბ) ეკონომიკური განვითარების დაგეგმარების, ქონების მართვისა და სტატისტიკური აღრიცხვის განყოფილება.“.

4. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №24 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 05/08/2014, სარეგ.კოდი, 010260020.35.104.016171) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული – ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უზრუნველყოფს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვასა და ორგანიზებას, მუნიციპალიტეტის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვასა და ქალაქმშენებლობის დოკუმენტების შემუშავებას, მშენებლობის ნებართვების თაობაზე გადაწყვეტილებების მომზადებას, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში რეგულარული სამგზავრო გადაყვანის ორგანიზებას; მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კეთილმოწყობის სამუშაოთა დაგეგმვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მომზადება-განხორციელებას.“;

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.  სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება).

2. სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) ურბანიზაციისა და ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილება;

ბ) ტერიტორიის კეთილმოწყობის, ტრანსპორტისა და საზოგადოებრივი მომსახურების განყოფილება.“.

გ) მე-2 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.” .

5. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №40 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/09/2014, სარეგ.კოდი: 010260020.35.104.016186) და ამ დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის კულტურის, განათლების, ძეგლთა დაცვის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომლის ძირითადი ფუნქციებია: მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მუნიციპალური პროგრამების შემუშავება და განხორციელება.’’;

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის  – განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება).

2.  სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) კულტურისა და ძეგლთა დაცვის განყოფილება;

ბ) სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა განყოფილება;

გ) განათლების განყოფილება.“.

6. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა  და იძულებით გადაადგილებული პირების საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 აგვისტოს №39 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 08/09/2014, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016185) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა)  1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი    ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1.გამგეობის შრომის,  საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა  და იძულებით გადაადგილებული პირების საქმეთა სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას.“.

ბ) მე-2 მუხლის  1-ლი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის  – განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება);

2.  სამსახურის მეორადი სტრუქტურული ერთეულებია:

ა) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება;

ბ) სოციალური  განყოფილება.“.

7. „ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ “ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №27 დადგენილებაში (www. matsne.gov.ge  05/08/2014, სარეგ.კოდი 010260020.35.104.016169)  და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის 1-ლი პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. გამგეობის ზედამხედველობის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი  სტრუქტურულ ერთეული, რომელიც ახორციელებს ზედამხედველობას წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისათვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.“;

ბ) მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. სამსახური შედგება სამსახურის უფროსისა და მეორადი სტრუქტურული ერთეულის – განყოფილებებისაგან (ტექსტში შემდგომ – განყოფილება). განყოფილების საქმიანობას წარმართავს განყოფილების უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულებით და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობით. განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში განყოფილების უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.”.

8. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 29 ივლისის №28 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge,  05/08/2014, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016174) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის მე-2 პუნქტი   ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. გამგეობის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სფეროში შექმნილი წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი სტრუქტურული ერთეული, რომელიც თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს მუნიციპალიტეტის მთელს ტერიტორიაზე.“;

ბ) მე-5 მუხლს  დაემატოს მე-5 პუნქტი და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5.   სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს მესამე რანგის ყველაზე მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.”.

9. „წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შიდა აუდიტის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 25 თებერვლის №10  დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 02/03/2015, სარეგ. კოდი: 010260020.35.104.016222) და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:
ა) 1-ლი მუხლის მე-3 პუნქტი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„3. გამგეობის შიდა აუდიტის  სამსახური (ტექსტში შემდგომ – სამსახური)  არის მუნიციპალიტეტის გამგეობის პირველადი  სტრუქტურულ ერთეული, რომელიც მის კომპეტენციაში შემავალი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახელით.”;

ბ) დებულების მე-3 მუხლი  ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 3. სამსახურის საჯარო მოსამსახურეები:

1.სამსახურის საჯარო მოსამსახურეებია:

ა) სამსახურის უფროსი;

ბ) შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი;

გ) შიდა კონტროლის და მონიტორინგის განყოფილების უფროსი;

დ) საჯარო სამსახურის მესამე და მეოთხე რანგის სპეციალისტები.

2. სამსახურის საშტატო რიცხოვნობა განისაზღვრება გამგეობის საშტატო ნუსხით, რომელიც მტკიცდება კანონით დადგენილი წესით.

3. სამსახურის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლება-მოვალეობებს ასრულებს ერთ-ერთი განყოფილების უფროსი, ხოლო განყოფილების უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის უფლებამოსილებებს ახორციელებს მესამე რანგის უფრო მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი ერთ-ერთი მოხელე.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია