წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილული პირების საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
ცვლილებები (2)
დოკუმენტის ტექსტი
|
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №39 |
|
2014 წლის 29 აგვისტო ქ. წალენჯიხა |
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „გ.ბ“ქვეპუნქტის, 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს: |
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
მუხლი 1.
მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური |
1.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური. (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას. |
2.
სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1.
სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებების უფროსებისა და საჯარო მოხელეებისაგან. |
2.
სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: |
ა)
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება; |
ბ)
სოციალური განყოფილება; |
3.
სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების, ამ დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთერთი განყოფილების უფროსი. |
4.
სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5.
განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
6.
სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 3.
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება
|
სამსახურის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
|
ა)
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას; |
ბ)
დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, მათ განზოგადებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი სოციალური უფლებების დაცვას; |
გ)
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; |
დ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სოციალური განყოფილება |
სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა)
ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; |
ბ)
ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას; |
გ)
უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; |
დ)
ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნასა და წარმოებას; |
ე)
ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; |
ვ)
იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; |
ზ)
მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის უფროსი |
სამსახურის უფროსი:
|
ა)
წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; |
ბ)
ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; |
გ)
გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მართვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; |
დ)
განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;
|
ე)
გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; |
ვ)
გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; |
ზ)
გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს. |
თ)
ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
მუხლი 6.
სამსახურის თანამშრომლები |
1.
სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. |
2.
მოსამსახურეებს უფლება აქვთ: |
ა)
წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; |
ბ)
მიიღონ მათი საქმიანობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; |
გ)
დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; |
დ)
დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; |
ე)
ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. |
3.
მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: |
ა)
შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; |
ბ)
იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად; |
გ)
განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; |
დ)
გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას.
|
მუხლი 7.
დასკვნითი დებულებანი |
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილული პირების საქმეთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
| მუხლი 1 |
დამტკიცდეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის დებულება დანართის შესაბამისად. |
| მუხლი 2 |
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეთემურ ღვინჯილია წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახურის |
1. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შრომის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ვეტერანთა, დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების სამსახური. (ტექსტში შემდგომ – სამსახური) არის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის სტრუქტურული ერთეული, რომელიც დადგენილი წესით უზრუნველყოფს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგებლის დავალებების შესრულებას. |
2. სამსახური თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის, გამგეობის დებულების, ამ დებულებისა და მუნიციპალიტეტის სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად. |
მუხლი 2.
სამსახურის სტრუქტურა |
1. სამსახური შედგება სამსახურის უფროსის, განყოფილებების უფროსებისა და საჯარო მოხელეებისაგან. |
2. სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფია: |
ა) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება; |
ბ) სოციალური განყოფილება; |
3. სამსახურის საქმიანობას წარმართავს სამსახურის უფროსი, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება გამგეობის დებულების, ამ დებულების და სამსახურის უფროსის სამუშაოთა აღწერილობით. უფროსის არყოფნის შემთხვევაში, გამგებლის დავალებით, სამსახურის უფროსის უფლება-მოვალეობებს ახორციელებს სამსახურის ერთერთი განყოფილების უფროსი. |
4. სამსახურის განყოფილება შედგება განყოფილების უფროსისა და განყოფილების მოხელეებისაგან. |
5. განყოფილების მოხელეების უფლება-მოვალეობები განისაზღვრება გამგეობის დებულებით, ამ დებულებითა და შესაბამისი სამუშაოთა აღწერილობებით. |
6. სამსახურის მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლებისა და სამსახურებრივი კარიერის გავლის წესები განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |
მუხლი 3.
დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება
სამსახურის დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა საქმეების განყოფილება დადგენილი წესით უზრუნველყოფს:
ა) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა აღრიცხვას; |
ბ) დევნილთა და იძულებით გადადგილებულ პირთა პრობლემების შესწავლას, მათ განზოგადებას, შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვასა და მათი სოციალური უფლებების დაცვას; |
გ) დევნილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა რეაბილიტაციის მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და მისი განხორციელების კოორდინაციას; |
დ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 4.
სოციალური განყოფილება |
სოციალური განყოფილება უზრუნველყოფს: |
ა) ჯანმრთელობის, სოციალური დაცვისა და დასაქმების მუნიციპალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას; |
ბ) ჯანმრთელობის დაცვისა და სანიტარულ-ეპიდემიოლოგიური მომსახურების მუნიციპალურ პროგრამათა პროექტების მომზადებას და დამტკიცებულ პროგრამათა განხორციელებისათვის ხელშეწყობას; |
გ) უმუშევართა რეგისტრაციას, მათი პროფესიული გადამზადებისა და სოციალური რეაბილიტაციის ხელშეწყობას; |
დ) ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა, მათთან გათანაბრებულ პირთა და შესაბამისი კატეგორიის მოქალაქეთა სააღრიცხვო-საინფორმაციო ბაზის შექმნასა და წარმოებას; |
ე) ვეტერანთა და მათი ოჯახის წევრთა მუნიციპალური სოციალური პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილეობის მიღებას; |
ვ) იმ პირთა აღრიცხვის ორგანიზებას, რომელთა დახმარებაც ხდება ადგილობრივი ბიუჯეტიდან; |
ზ) მოქმედი კანონმდებლობითა და მუნიციპალიტეტის სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას. |
მუხლი 5.
სამსახურის უფროსი |
სამსახურის უფროსი:
ა) წარმართავს სამსახურის საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ სამსახურის მიერ დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; |
ბ) ანაწილებს ფუნქციებს მოსამსახურეთა შორის; |
გ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის საკადრო საკითხებთან დაკავშირებით; მოსამსახურეთა წახალისების და მართვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების, მოსამსახურეთა მიერ მორიგი და დამატებითი შვებულებების გამოყენების, მოსამსახურეთა სამსახურებრივი მივლინების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სწავლების შესახებ; |
დ) განსაზღვრავს სამსახურის საქმიანობის ორგანიზებასა და დაგეგმვის წესს, ფორმებსა და მეთოდებს; სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურეთა თანამდებობრივ მოვალეობებს;ე) გამგებელს წარუდგენს სამსახურის მიერ მომზადებულ საკითხებს, წინადადებებს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს; |
ვ) გამგებელს პერიოდულად წარუდგენს ანგარიშს სამსახურის მიერ შესრულებულ სამუშაოთა შესახებ; |
ზ) გამგეობის დებულების შესაბამისად, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტებს. |
თ) ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე. |
მუხლი 6.
სამსახურის თანამშრომლები |
1. სამსახურის მოსამსახურეები არიან ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურეები, რომელთაც „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს გამგებელი. |
2. მოსამსახურეებს უფლება აქვთ: |
ა) წარუდგინონ სამსახურის უფროსს წინადადებები მათი საქმიანობის სრულყოფის თაობაზე; |
ბ) მიიღონ მათი საქმიანობისათვის აუცილებელი კონსულტაციები; |
გ) დააყენონ სამსახურის უფროსის წინაშე საკითხი მოსამსახურეთა ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებისათვის საჭირო პირობების უზრუნველყოფის შესახებ; |
დ) დადგენილი წესით ისარგებლონ ორგანიზაციული, გასამრავლებელი, საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკით, სხვა შესაბამისი ტექნიკური საშუალებებით; |
ე) ისარგებლონ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საჯარო მოსამსახურის სხვა უფლებებითა და გარანტიებით. |
3. მოსამსახურეები ვალდებულნი არიან: |
ა) შეასრულონ და დაიცვან „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს კანონმდებლობით, გამგეობის დებულებითა და ამ დებულებით განსაზღვრული მოვალეობანი; ბ) იმუშაონ თავიანთი პროფესიონალური დონის ასამაღლებლად; |
გ) განუხრელად შეასრულონ დადგენილი შრომის შინაგანაწესის მოთხოვნები; |
დ) გაუფრთხილდნენ მათ სარგებლობაში არსებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნიკას, ინვენტარსა და სხვა ქონებას. მუხლი 7. დასკვნითი დებულებანი |
სამსახურის დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. |