ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო ქუჩისათვის „ქარის ელექტროსადგურის ქუჩის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ
მიღების თარიღი 28.07.2017
გამომცემი ორგანო ქარელის მუნიციპალიტეტი
ნომერი №32
სარეგისტრაციო კოდი 000000000.00.144.016001
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 08/08/2017
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
28.07.2017 მიღება
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციული ერთეულში მდებარე მოედნის სახელდების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის განმუხურის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ნაწულუკუს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიაზე უსახელო ქუჩებისთვის სახელის მინიჭების თაობაზე ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ქალაქის ადმინისტრაციულ ერთეულში უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ფარნავაზ მეფის ქუჩა №1-ის მიმდებარედ არსებული სკვერისთვის ქალაქ ესტამარის სახელის მინიჭების შესახებ
დოკუმენტის ტექსტი
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო ქუჩისათვის „ქარის ელექტროსადგურის ქუჩის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; }
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; }
p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; }
p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; }
span.FooterChar { }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.CommentTextChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
span.apple-converted-space {}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
span.PlainTextChar { }
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:42.55pt 63.75pt 35.45pt 78.0pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
განკარგულება №32
2017 წლის 28 ივლისი
ქარელი
ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო ქუჩისათვის „ქარის ელექტროსადგურის ქუჩის“ სახელწოდების მინიჭების შესახებ
2017 წლის 16 მარტს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელმა № 05/978 წინადადებით მომართა მუნიციპალიტეტის საკრებულოს და ითხოვა ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე უსახელო ქუჩის სახელდება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების ,,მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების წესის დამტკიცების შესახებ“ და ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 27 ნოემბრის №45 დადგენილებით დამტკიცებული დანართი №1-ის ,,ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების საკითხების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დამატებითი პროცედურების“ მე-3 მუხლის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოში წარმოდგენილ ინიციატივას დამატებით თან ერთვის მრჩეველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და მოსახლეობის გამოკითხვის შედეგები.
საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სახელი ენიჭება სახელწოდების არმქონე გეოგრაფიულ ობიექტს. მე-7 მუხლის შესაბამისად, გეოგრაფიული ობიექტის სახელდების შესახებ საკითხს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ წარდგენილი ინიციატივა და შემოსული დოკუმენტაცია შეისწავლა ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარების და ინფრასტრუქტურის კომისიამ, რომელმაც დაადგინა, რომ 2017 წლის 1 მარტს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობას 27.02.2017 წლის №44 წერილით მომართა შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე ყაზარაშვილმა და ითხოვა ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული უსახელო ქუჩის სახელდება. შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგური“ ახორციელებს ქარის ელექტროსადგურის პროექტს, რომელიც მუშაობს 2013 წლიდან ქარის ინდუსტრიაში მიღებული სტანდარტებით. შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ პარტნიორებს წარმოადგენენ სს ,,საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ და სს ,,საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაცია“. შპს ,,ქართლის ქარის ელექტროსადგურის“ მიერ განხორციელებული პროექტის შესაბამისად, განთავსებულია 6 ტურბინა, რომელთა მიერ გამომუშავებული ელექტროენერგია მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ელექტრომომარაგების კუთხით.
ელექტრო და სამშენებლო სამუშაოები მოიცავს ტერიტორიაზე არსებული გზების რეაბილიტაციას, ტურბინებთან მისასვლელი გზების მშენებლობას, ტურბინების ფუნდამენტების და პლატფორმების მოწყობას, ტურბინებს შორის საკაბელო ქსელის შეერთებას ელექტროსადგურის ქვესადგურთან. აღნიშნული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებისათვის საჭიროა უსახელო ქუჩის სახელდება.
ქარის ელექტროსადგურამდე მისასვლელი გზა ნამდვილად მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების რუისის და ურბნისის ტერიტორიაზე, სულ 3300 მეტრი. ჩრდილოეთ ნაწილზე ესაზღვრება – გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ნაწილზე კი კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები – მზია ინდუაშვილის (ს/კ 68.16.44.062), ერვანდი კაკაშვილის (ს/კ 68.16.44.032); სამხრეთით – კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები – მორის კაკაშვილის (ს/კ 68.16.44.036), ცირა ინდუაშვილის (ს/კ 68.16.44.030), მურადი ხანიშვილის (ს/კ 68.16.44.022), დასავლეთ ნაწილზე ესაზღვრება – კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები – ამირან კაკაშვილის (ს/კ 68.16.44.085), ჯულხან ბალიაშვილის (ს/კ 68.15.47.002) და ნაწილზე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, აღმოსავლეთით კი – კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი
– ბორის კაკაშვილის (68.16.44.037).
კომისიას მიზანშეწონილად მიაჩნია, ქარელის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ გზას (სოფლების – რუისის და ურბნისის ტერიტორია, სულ 3300 მეტრი) – ქარის ელექტროსადგურამდე მისასვლელ ქუჩას ეწოდოს ,,ქარის ელექტროსადგურის ქუჩა“.
მასალები, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 1 ივნისის №239 დადგენილების „მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ მე-7 მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში მდებარე ქუჩის სახელდების შესახებ, მისამართების გეოინფორმაციული პორტალის მეშვეობით, გეოგრაფიული ობიექტების მონიშვნისათვის განსაზღვრული წესის შესაბამისად, რეგისტრაციაში გასატარებლად 2017 წლის 19 აპრილს გადაეგზავნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს სამისამართო ბიუროს (განცხადების სარეგისტრაციო №160078. 26.04.2017 წ.)
დოკუმენტები გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა დადგენის, ნორმალიზების, გამოყენების, რეგისტრაციის, აღრიცხვისა და დაცვის მიზნით, გეოგრაფიული ობიექტების სახელწოდებათა სფეროში მოქმედ სამთავრობო კომისიას შესათანხმებლად გადაეგზავნა 2017 წლის 27 აპრილს, სამთავრობო კომისიის 2017 წლის 20 ივლისის №9 სხდომის ოქმით მიღებულია თანხმობა უსახელო ქუჩის სახელდების შესახებ.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „პ“ ქვეპუნქტის, 24-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის და 61-ე მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების შესაბამისად, ქარელის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:
1. ქარელის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებულ უსახელო ქუჩას, რომელიც მდებარეობს ქარელის მუნიციპალიტეტის სოფლების რუისისა და ურბნისის ტერიტორიაზე (სულ 3300 მეტრი), რომელსაც ჩრდილოეთ ნაწილზე ესაზღვრება გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, ნაწილზე კი
– კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები: მზია ინდუაშვილის (ს/კ 68.16.44.062), ერვანდი კაკაშვილის (ს/კ 68.16.44.032), სამხრეთით
– კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები: მორის კაკაშვილის (ს/კ 68.16.44.036), ცირა ინდუაშვილის (ს/კ 68.16.44.030), მურადი ხანიშვილის (ს/კ 68.16.44.022). დასავლეთ ნაწილზე ესაზღვრება კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთები: ამირან კაკაშვილის (ს/კ 68.16.44.085), ჯულხან ბალიაშვილის (ს/კ 68.15.47.002) და ნაწილზე გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია, აღმოსავლეთით კი
– კერძო მფლობელობაში არსებული მიწის ნაკვეთი: ბორის კაკაშვილის (ს/კ 68.16.44.037). ეწოდოს „ქარის ელექტროსადგურის ქუჩა“;
2. განკარგულება რეაგირებისათვის გადაეგზავნოს ქარელის მუნიციპალიტეტის გამგებელს;
3. განკარგულება, მიღებიდან 10 დღის ვადაში გადაეგზავნოს „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს“ (www.matsne.gov.ge
) ვებგვერდზე გამოსაქვეყნებლად;
4. განკარგულება ძალაში შევიდეს ხელმოწერისთანავე;
5. განკარგულების გასაჩივრება შესაძლებელია დაინტერესებული მხარის მიერ, მისი გაცნობის დღიდან ერთი თვის განმავლობაში სარჩელის წარდგენის გზით, ხაშურის რაიონულ სასამართლოში.
(მისამართი: ხაშური, მ. კოსტავას ქ. №15).
საკრებულოს თავმჯდომარე ი. არდემანაშვილი