წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
07.08.2017 ძალადაკარგული 31.08.2020
გამომცემი ორგანო
ნომერი
№17
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.155.016228
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 10/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
ცვლილებები (1)

დოკუმენტის ტექსტი

 

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №17

2017 წლის 7 აგვისტო

ქ. წალკა


 

წინასაარჩევნო კამპანიასთან (აგიტაციასთან) დაკავშირებით ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-­ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულო ადგენს:

მუხლი 1
1. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების განთავსება აკრძალულია დანართ №1-ში მითითებულ შენობა-ნაგებობებზე.

2. წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არჩევნებთან დაკავშირებული სააგიტაციო მასალების  განთავსების რეგულირების მიზნით, განისაზღვროს ადგილები სააგიტაციო მასალების  გასაკრავად დანართი №2-ის შესაბამისად.

3. დადგენილების პირველი და მეორე პუნქტების გათვალისწინებით საარჩევნო პლაკატის გაკვრა დასაშვებია თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 46-­ე მუხლის პირველი პუნქტის გათვალისწინებით.

4. დადგენილების დარღვევის შემთხვევაში პირს დაეკისრება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა. 

მუხლი 2
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.

წალკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეირაკლი გიგინეიშვილი



დანართი №1
შენობა-ნაგებობების ჩამონათვალი, რომლებზეც აკრძალულია სააგიტაციო მასალების განთავსება
1. რელიგიური და საკულტო ნაგებობები;

2. კულტურული მემკვიდრეობის შენობა-ნაგებობები;

3. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების შენობების ინტერიერი და ექსტერიერი;

4. სასამართლოს შენობა-ნაგებობა;

5. პოლიციის შენობა-ნაგებობები;

6. საგზაო ნიშნები;

7. საგანმანათლებლო დაწესებულებები;

8. ბაგა-ბაღები და სხვა აღმზრდელობითი დაწესებულებები;

9.  ბიბლიოთეკები;

10. ააიპ –  წალკის კომპლექსური სასპორტო სკოლა;

11. ააიპ – წალკის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი;

12. ძეგლები და ბიუსტები;

13. შენობები, სადაც განთავსებულია საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიები;


დანართი №2
წალკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების გასაკრავად განსაზღვრული ადგილები
1. ქ. წალკა –   კოსტავას ქუჩაზე არსებული ღობეები, ელ. განათების ბოძები და კოსტავას ქუჩაზე მდებარე  სკვერი;

2. სოფ. ტბეთი – მგზავრთა მოსაცდელები, რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

3. სოფ. კოხტა – რიტუალების სახლი,  ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელი;

4. სოფ. ხარება – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

5. სოფ. ჩრდილისუბანი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

6. დაბა თრიალეთი – ყოფილი ფოსტის შენობა, რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები;

7. სოფ. კავთა – ელ. განათების ბოძები და ყოფილი კლუბის შენობა;

8. სოფ. დაშბაში – რიტუალების სახლი და ელ. განათების  ბოძები;

9. დაბა ხრამჰესი – მგზავრთა მოსაცდელი, ელ. განათების ბოძები და სკვერი;

10. დაბა ბედიანი – მგზავრთა მოსაცდელები, ელ. განათების ბოძები, რიტუალების სახლი და ყოფილი ფოსტის შენობა;

11. სოფ. ბეშთაშენი – ელ. განთების ბოძები, ყოფილი ყველ-კარაქის შენობა, ღობეები და მგზავრთა მოსაცდელი;

12. სოფ. სამადლო – ელ. განათების ბოძები;

13. სოფ. ახალშენი  – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

14. სოფ. იმერა – ელ. განათების ბოძები და მგზავრთა მოსაცდელები;

15. სოფ.  ბარეთი  – ელ. განათების ბოძები,  სპორტდარბაზის შენობა და მისი ღობე;

16. სოფ. საბეჭისი – ყოფილი კლუბის შენობა;

17. სოფ. ლივადი – ელ. განათების ბოძები და რიტუალების სახლი;

18. სოფ.  არ-სარვანი – რიტუალების სახლი, ყოფილი ფოსტის შენობა და ელ. განათების ბოძები;

19. სოფ. ჩოლიანი – ელ. განათების ბოძები;

20. სოფ. თეჯისი –ელ. განათების ბოძები და რიტუალების სახლი;

21. სოფ.  წინწყარო –ელ. განათების  ბოძები და რიტუალების სახლი;

22. სოფ.  სანთა – ელ. განათების ბოძები;

23. სოფ. დარაკოვი – რიტუალების სახლი, კლუბის შენობა და ელ. განათების ბოძები;

24. სოფ. საყდრიონი  – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

25. სოფ.  ნარდევანი – რიტუალების სახლი,  მინი სტადიონის ღობე და ელ. განათების ბოძები;

26. სოფ. აიაზმა – რიტუალების სახლი, ელ. განათების ბოძები, ახალგაზრდული სახლი და მგზავრთა მოსაცდელები;

27. სოფ. განთიადი – მგზავრთა მოსაცდელი, ელ. განათების ბოძები და რიტუალების სახლი;

28. სოფ. სამება  – რიტუალების სახლი, მგზავრთა მოსაცდელები და ელ. განათების  ბოძები;

29. სოფ. კუში – ყოფილი ფოსტის შენობა, რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

30. სოფ. არწივანი – მგზავრთა მოსაცდელი, რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

31. სოფ. ბერთა – მგზავრთა მოსაცდელი და ელ. განათების ბოძები;

32. სოფ. კიზილ-კილისა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

33. სოფ. ოზნი – ელ. განათების  ბოძები და ახალგაზრდული კლუბის შენობა;

34. სოფ. ბურნაშეთი  – ელ. განათების ბოძები და ყოფილი კლუბის შენობა;

35. სოფ. ავრანლო – ყოფილი ფოსტის შენობა, ელ. განათების ბოძები და ყოფილი ბაღის შენობა;

36. სოფ.  გუმბათი  – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

37. სოფ. აშკალა – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

38. სოფ.  რეხა – ყოფილი ფოსტის შენობა, რიტუალების სახლი და ელ. განათების  ბოძები;

39. სოფ. ხანდო – ყოფილი კლუბის შენობა და ელ. განათების  ბოძები;

40. სოფ. ხაჩკოვი – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

41. სოფ. კაბური  – რიტუალების სახლი და ელ. განათების ბოძები;

42. სოფ. თამალა-ხარაბა – ელ. განათების ბოძები;

43. სოფ. ჩივთ-კილისა  – რიტუალების სახლი და  ელ. განათების ბოძები.