„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია – საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება №26/2017 |
|
2017 წლის 8 აგვისტო ქ. თბილისი |
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” 77-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს კანონის „ნორმატიული აქტების შესახებ” მე-20 მუხლის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: |
| მუხლი 1 |
„საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებით (სსმ ვებგვერდი, www.matsne.gov.ge, 23/07/2012, 010240020.15.008.016044) დამტკიცებული ინსტრუქციის:
1. პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს ან/და ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა; ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება; გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა; დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა; ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა. 2. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 2. რეგისტრაციაში გასატარებლად საერთაშორისო ორგანიზაციამ არჩევნების დღემდე არა უგვიანეს მე-7 დღისა ცესკოში უნდა წარმოადგინოს, თუ: ა) დამკვირვებელი (დამკვირვებელთა ჯგუფი) სხვა სახელმწიფოს ხელისუფლების ორგანოს წარმომადგენელია – განცხადება; ბ) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია ან საერთაშორისო ორგანიზაციაა – განცხადება და სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი.“. 3. მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 3. რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე განცხადების ან/და საბუთების მიღებიდან 5 დღის ვადაში, მაგრამ კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს მე-4 დღისა, ცესკო: ა) უფლებამოსილია რეგისტრაციაში გატარებისათვის ორგანიზაციას მოსთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის საქმიანობის შესაბამისობის დადგენას ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“-„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან; ბ) რეგისტრაციაში გაატარებს სადამკვირვებლო ორგანიზაციას, თუ ის აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს; გ) განკარგულებით დასაბუთებულ უარს ეუბნება ორგანიზაციას რეგისტრაციაზე, თუ იგი არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და გადასცემს შესაბამის განკარგულებას, გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს მომდევნო დღისა.“. 4. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ცესკოს განკარგულება ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ორგანიზაციამ შეიძლება გაასაჩივროს ცესკოს მიერ განკარგულების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს განიხილავს და გადაწყვეტილებას იღებს 2 კალენდარული დღის ვადაში.“. 5. მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 8. დამკვირვებელთა რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოს მდივნის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც სარჩელს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.“. |
| მუხლი 2 |
ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. |
| მუხლი 3 |
ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 08.08.2017.
- როდის იქნა მიღებული „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ მიღებულია 08.08.2017. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №26/2017. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016340.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ?
- დოკუმენტი შედგება 3 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 08.08.2017 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2012 წლის 20 ივლისის №26/2012 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, №26/2017, 08.08.2017, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016340 (კონსოლიდირებული რედაქცია 08.08.2017). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/3769844/