საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (3)
დოკუმენტის ტექსტი
📑 სარჩევი (12 მუხლი)
საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაცია
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისი ის
დადგენილება № 26/2012
201 2 წ ლის 20 ივლისი
ქ . თბილისი
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს:
მუხლი 1. დამტკიცდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად.
მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
კომისიის თავმჯდომარე ზ. ხარატიშვილი
კომისიის მდივანი გ. მჭედლიძე
დანართი
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია
მუხლი 1. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ცესკოში რეგისტრაციისათვის საჭიროა, რომ ეს ორგანიზაცია იყოს:
1) სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი;
2) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია;
3) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა;
ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება;
გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა;
დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა;
ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა.
მუხლი 2. რეგისტრაციაში გასატარებლად საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-7 დღისა ცესკოში უნდა წარმოადგინოს, თუ:
ა) სხვა სახელმწიფოს (ხელისუფლების ორგანოს) წარმომადგენელია – განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი;
ბ) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ან საერთაშორისო ორგანიზაციაა – განცხადება და სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი.
მუხლი 3. რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე საბუთების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში ცესკო უფლებამოსილია:
ა) რეგისტრაციაში გატარებისათვის ორგანიზაციას მოთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის შესაბამისობის დადგენას ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში;
ბ) რეგისტრაციაში გაატაროს სადამკვირვებლო ორგანიზაცია, თუ მისი საბუთები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს;
გ) დასაბუთებული უარი უთხრას ორგანიზაციას, თუ იგი არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და მას დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გადაეცეს უარის თქმიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა.
მუხლი 4. ცესკოს განკარგულება ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ორგანიზაციამ შეიძლება გაასაჩივროს ცესკოს მიერ განკარგულების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ვალდებულია საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 5. რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანს რეგისტრაციაში გატარების მიზნით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შევსებული, ანკეტები.
მუხლი 6. თუ დამკვირვებლებს თან ახლავთ თარჯიმანი, ცესკოში რეგისტრაციისათვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მათი სიაც.
მუხლი 7. მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი ინფორმაციის/სიის მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანი, კანონის შესაბამისად რეგისტრაციაში ატარებს დამკვირვებლებსა და თარჯიმნებს ან ამავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც მოთხოვნისთანავე გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს.
მუხლი 8. დამკვირვებელთა რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოს მდივნის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში.
მუხლი 9. დამკვირვებლებზე გაიცემა სამკერდე ნიშანი – დამკვირვებლის მოწმობა.
საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის
დადგენილება№
26/2012201
2 წ
ლის
20 ივლისიქ
.
თბილისი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ „საქართველოს საარჩევნო კოდექსი” საქართველოს ორგანული კანონის 30-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლო წინადადებისა და 77-ე მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგენს: მუხლი 1. დამტკიცდეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია დანართის შესაბამისად. მუხლი 2. ეს დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მისი მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. კომისიის თავმჯდომარეზ.
ხარატიშვილი კომისიის მდივანიგ.
მჭედლიძე დანართი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქცია მუხლი 1. საერთაშორისო დამკვირვებელი ორგანიზაციის ცესკოში რეგისტრაციისათვის საჭიროა, რომ ეს ორგანიზაცია იყოს: 1) სხვა სახელმწიფოს წარმომადგენელი; 2) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ორგანიზაცია; 3) საერთაშორისო ორგანიზაცია, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტი/წესდება ითვალისწინებს არჩევნების მონიტორინგს, ადამიანის უფლებათა დაცვას და რომლის საქმიანობაც ეფუძნება შემდეგ საერთაშორისოდ აღიარებულ პრინციპებს: ა) საქართველოს კანონმდებლობის, სუვერენიტეტისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ნორმების პატივისცემა; ბ) საარჩევნო პროცესისათვის ხელის შეშლისგან თავის შეკავება; გ) პოლიტიკური მიუკერძოებლობა; დ) საარჩევნო პროცესის მონაწილეებისაგან ფინანსური დამოუკიდებლობა და დაფინანსების წყაროების გამჭვირვალობა; ე) საერთაშორისო საარჩევნო დაკვირვების პრინციპების დეკლარაციით აღიარებული დებულებების დაცვა. მუხლი 2. რეგისტრაციაში გასატარებლად საერთაშორისო ორგანიზაციამ კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-7 დღისა ცესკოში უნდა წარმოადგინოს, თუ: ა) სხვა სახელმწიფოს (ხელისუფლების ორგანოს) წარმომადგენელია – განცხადება და რწმუნების დამადასტურებელი საბუთი; ბ) სხვა სახელმწიფოში რეგისტრირებული ან საერთაშორისო ორგანიზაციაა – განცხადება და სადამფუძნებლო დოკუმენტის ასლი. მუხლი 3. რეგისტრაციის მოთხოვნის თაობაზე საბუთების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში ცესკო უფლებამოსილია: ა) რეგისტრაციაში გატარებისათვის ორგანიზაციას მოთხოვოს დამატებითი ინფორმაციის წარმოდგენა, რომელიც შესაძლებელს გახდის ორგანიზაციის შესაბამისობის დადგენას ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის „ა“–„ე“ ქვეპუნქტებით დადგენილ მოთხოვნებთან მიმართებაში; ბ) რეგისტრაციაში გაატაროს სადამკვირვებლო ორგანიზაცია, თუ მისი საბუთები შეესაბამება საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს; გ) დასაბუთებული უარი უთხრას ორგანიზაციას, თუ იგი არ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს და მას დასაბუთებული გადაწყვეტილება უნდა გადაეცეს უარის თქმიდან არა უგვიანეს მომდევნო დღისა. მუხლი 4. ცესკოს განკარგულება ორგანიზაციის რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ორგანიზაციამ შეიძლება გაასაჩივროს ცესკოს მიერ განკარგულების მიღებიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც ვალდებულია საჩივარი განიხილოს და გადაწყვეტილება მიიღოს 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 5. რეგისტრირებულმა საერთაშორისო დამკვირვებელმა ორგანიზაციამ, კენჭისყრამდე არა უგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანს რეგისტრაციაში გატარების მიზნით უნდა წარუდგინოს ინფორმაცია დამკვირვებელთა შესახებ, მათი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები და ცესკოს განკარგულებით დამტკიცებული, საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შევსებული, ანკეტები. მუხლი 6. თუ დამკვირვებლებს თან ახლავთ თარჯიმანი, ცესკოში რეგისტრაციისათვის საერთაშორისო ორგანიზაციამ უნდა წარმოადგინოს მათი სიაც. მუხლი 7. მე-7 და მე-8 მუხლებით დადგენილი ინფორმაციის/სიის მიღებიდან არა უგვიანეს მე-2 დღისა, ცესკოს მდივანი, კანონის შესაბამისად რეგისტრაციაში ატარებს დამკვირვებლებსა და თარჯიმნებს ან ამავე ვადაში გამოსცემს განკარგულებას რეგისტრაციაში გატარებაზე უარის თქმის თაობაზე, რომელიც მოთხოვნისთანავე გადაეცემა დაინტერესებულ მხარეს. მუხლი 8. დამკვირვებელთა რეგისტრაციაში გატარების/გატარებაზე უარის თქმის თაობაზე ცესკოს მდივნის განკარგულება შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცემიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომელიც საჩივარს იხილავს 2 კალენდარული დღის ვადაში. მუხლი 9. დამკვირვებლებზე გაიცემა სამკერდე ნიშანი – დამკვირვებლის მოწმობა.ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დიახ, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 25.03.2025.
- როდის იქნა მიღებული „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 20.07.2012. მიმღები ორგანო — საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია. დოკუმენტის ნომერი — №26/2012. სარეგისტრაციო კოდი — 010240020.15.008.016044.
- რამდენჯერ შევიდა ცვლილება „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ში?
- დოკუმენტში სულ 3 ცვლილებაა შესული. მოქმედი რედაქცია ძალაშია 25.03.2025-დან.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 12 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 25.03.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დადგენილება „საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო დამკვირვებელთა არჩევნებზე დაკვირვების მიზნით ცესკოში რეგისტრაციის ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“, №26/2012, 20.07.2012, სარეგისტრაციო კოდი 010240020.15.008.016044 (კონსოლიდირებული რედაქცია 25.03.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1705723/