ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №380
2017 წლის 7 აგვისტო
ქ. თბილისი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების დამტკიცების შესახებ
მუხლი 1🔗
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ი“ ქვეპუნქტისა და „სივრცითი მოწყობისა და ქალაქთმშენებლობის საფუძვლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და მე-12 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, დამტკიცდეს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.02.803; №64.30.02.804) განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება.
მუხლი 2
ამ დადგენილებით დამტკიცებული განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალება მოქმედებს მისი დამტკიცებიდან 5 წლის განმავლობაში.
მუხლი 3
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთების (მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი: №64.30.02.803; №64.30.02.804) განაშენიანების რეგულირების გეგმის
გეგმარებითი დავალება
საპროექტო ობიექტი – სასტუმროს ტიპის საცხოვრებელი კომპლექსი;
ობიექტის მისამართი: ბორჯომის მუნიციპალიტეტი, დაბა ბაკურიანი;
დამკვეთის/მენაშენეს განაცხადი ე1075;
მიწის ნაკვეთის საკადასტრო კოდები (№64.30.02.803; №64.30.02.804);
გრგ-ის საპროექტო ტერიტორიის საერთო ფართობი შეადგენს – 8415.00 მ2-ს.
ტერიტორიის სამშენებლო განვითარების ზოგადი პირობები, მოთხოვნები და მონაცემები
ტერიტორიის დახასიათება და ქალაქთმშენებლობითი განვითარების შესაძლებლობები
საპროექტო ტერიტორია მდებარეობს ბორჯომის მუნიციპალიტეტში, დაბა ბაკურიანის სარეკრეაციო ტერიტორიაზე, აღმაშენებლის ქუჩაზე. რელიეფი ხასიათდება საშუალო სირთულით;
ტერიტორია თავისი ადგილმდებარეობითა და ფართობით მოითხოვს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებას. ტერიტორიის ზოგადი და კონკრეტული ზონები განისაზღვროს განაშენიანების რეგულირების გეგმით, დავალებით განსაზღვრული ფუნქციების შესაბამისად;
გათვალისწინებულ იქნეს წარდგენილი წინასაპროექტო კვლევის შედეგები და დასკვნები.
შენობა-ნაგებობის არქიტექტურულ-კომპოზიციური გადაწყვეტა და კავშირი მიმდებარე გარემოსთან
მოხდეს შენობების მორგება არსებულ გარემოსთან;
გრგ-ის პროექტის ფარგლებში, წარდგენილ იქნეს მიმდებარე ტერიტორიების სავარაუდო განვითარების ხედვა;
საპროექტო შენობის მიშენების კონტურები,მოცულობით-კომპოზიციური გადაწყვეტა განისაზღვროს გრგ-ის პროექტით;
შენობები დაპროექტდეს საპროექტოდ გამოყოფილი ტერიტორიისთვის დადგენილ საზღვრებში;
თითოეული მიწის ნაკვეთი უნდა იყოს საინჟინრო და სატრანსპორტო ინფრასტრუქტურით სათანადოდ უზრუნველყოფილი, რისთვისაც მინიმალური პირობა არის მშენებლობადამთავრებულ ობიექტთან მინიმუმ ერთი მისასვლელის არსებობა, მათ შორის, სერვიტუტის გამოყენებით;
გამოყენებულ იქნეს მაღალი ხარისხის სამშენებლო მასალა;
ღია და დახურული ავტოსადგომები მოეწყოს შემდეგი გაანგარიშებით: ბინების შემთხვევაში –
1 ბინაზე –
1 ავტოსადგომი; სასტუმროს შემთხვევაში –
2 ნომერზე –
1 ავტოსადგომი;
ავტოსადგომების უმეტესი ნაწილი განთავსდეს მიწისქვეშა სივრცეში.
მიწის ნაკვეთზე არსებული შენობა-ნაგებობის დანგრევა და გადატანა ან მისი სივრცით-გეგმარებითი მოწყობის შეცვლა
განისაზღვროს გრგ-ის პროექტით.
მოთხოვნები იმ ფიზიკური და იურიდიული პირების უფლებების დაცვაზე, რომელთა ინტერესებსაც ეხება ტერიტორიის სამშენებლო განვითარება (საკადასტრო ერთეულების გაერთიანება-შერწყმა, ახალი სერვიტუტების წარმოქმნა, ინსოლაცია, ბუნებრივი განათება, ჩაუხედაობა და სხვა)
განისაზღვროს ტერიტორიის განაშენიანების რეგულირების გეგმის პროექტით, ქვეყანაში დადგენილი სამართლებრივ-ნორმატიული მოთხოვნების საფუძველზე;
დაცულ იქნეს მიწის ნაკვეთის საზღვარზე (მიჯნაზე) სამშენებლო წესებისა და ნორმების მოთხოვნები.
ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავების შენარჩუნება, ტერიტორიის კეთილმოწყობა და გარემოს დაცვის პირობები
მაქსიმალურად შენარჩუნებულ იქნეს ტერიტორიაზე არსებული ხე-ნარგავები (არსებობის შემთხვევაში);
მათი გადარგვის ან მოჭრის შემთხვევაში, შეთანხმებულ იქნეს შესაბამის სამსახურებთან;
წარდგენილ იქნეს საპროექტო ტერიტორიის კეთილმოწყობის სქემა, შიდა საფეხმავლო და რეკრეაციული სივრცეების გათვალისწინებით;
გრგ-ის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს გარემოსდაცვითი და სანიტარიული კანონმდებლობის მოთხოვნები;
მიეთითოს ტერიტორიაზე ნაგვის ურნების განთავსების ადგილები;
გათვალისწინებულ იქნეს რელიეფისა და განაშენიანების ხასიათი, ბუნებრივ ლანდშაფტთან თანაფარდობა და ტერიტორიის მიმდებარედ არსებული საინჟინრო ქსელი;
დაცულ იქნეს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილების მოთხოვნები;
დაცულ იქნეს „ტექნიკური რეგლამენტის „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესების“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის №41 დადგენილების მოთხოვნები;
● დაცულ იქნეს „ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ბაკურიანსა და სოფელ დიდ მიტარბში განაშენიანების რეგულირების გეგმის გეგმარებითი დავალების/მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენების პირობების დადგენის პროცესში დროებითი შეზღუდვების დაწესებისა და შესაბამისი პარამეტრების დადგენის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 15 დეკემბრის №2566 განკარგულებით დადგენილი მოთხოვნები.
ტერიტორიისა და მისი გეგმარებითი არეალის საინჟინრო-კომუნალური, სატრანსპორტო და სოციალური ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფა
პროექტით გათვალისწინებულ იქნეს ძირითად სატრანსპორტო ქსელთან მყარი კავშირები;
ტერიტორია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ნორმატიული პარამეტრების მქონე შიდა სატრანსპორტო ქსელით, ტრანსპორტის, ფეხმავალთა გადაადგილებისა და სახანძრო-საავარიო მომსახურებისთვის;
განაშენიანების რეგულირების გეგმის დამუშავებისას გათვალისწინებულ იქნეს შენობების უზრუნველყოფა საინჟინრო ინფრასტრუქტურით (წყალმომარაგება, კანალიზაცია, სანიაღვრე არხები, ელექტროენერგია, გაზმომარაგება, კავშირგაბმულობა).
მიწის ნაკვეთების ფართობი
8415.00 მ2
ტერიტორიის განაშენიანების მაქსიმალური კოეფიციენტი კ-1
0,3.
_____
_____
ტერიტორიაზე შენობების მაქსიმალური სიმაღლე
11 მეტრი ფასადის სიმაღლე;
15 მეტრი კეხში.
ტერიტორიის გამწვანების კოეფიციენტი კ-3
0.3.
ა) განაშენიანების რეგულირების ხაზები (წითელი ხაზები);
ბ) განაშენიანების სავალდებულო ხაზები (ლურჯი ხაზები)
განისაზღვროს გრგ-ის პროექტით.
ა) ავტომანქანების ღია სადგომების რაოდენობა;
ბ) ავტომანქანების მიწისქვეშა სადგომების რაოდენობა
განისაზღვროს ტერიტორიის გრგ-ის პროექტით.
შენობის მაქსიმალური სიმაღლე/სართულიანობა
3 სართული მანსარდით.
განაშენიანების რეგულირების გეგმის (შემდგომში – გრგ) შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალი
განაცხადი.
ტერიტორიის გრგ-ის რუკა, გეგმარებითი დავალება.
საკადასტრო რუკა და საკადასტრო გეგმა.
ზოგადი გეოლოგია.
გრგ-ის ტექნიკური ნაწილი: გრგ-ის აღწერა, განმარტებითი ბარათი, განხორციელების ეტაპები და რიგითობა.
სიტუაციური გეგმა, მ 1:2000 ან 1:1000.
ტოპო-გეოდეზიური ანაზომი, საპროექტო ტერიტორიის საზღვრებითა და მომიჯნავე ინფრასტრუქტურის ჩვენებით – მ 1:500.
ტერიტორიის უფლებრივი ზონირების დეტალური რუკა – მ 1:500 ან 1:1000 (არსებობის შემთხვევაში).
განაშენიანების რეგულირების გეგმის ფრაგმენტ(ებ)ი, საჭიროების შემთხვევაში.
განშლები და ჭრილები, მ 1:500 ან 1:1000.
ფუნქციური ზონირების რუკა (არსებობის შემთხვევაში).
მიწის ნაკვეთების განაწილების რუკა (გამიჯვნის სქემა).
ავტოტრანსპორტისა და ქვეითთა მოძრაობის სქემა, მ 1:500 ან მ 1:1000.
ტერიტორიის ვერტიკალური დაგეგმარება მ 1:1000 ან მ 1:200 ან მ 1:500.
მომიჯნავე ტერიტორიებზე გასატარებელი ქალაქთმშენებლობითი ღონისძიებების ჩამონათვალი – მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში).
საინჟინრო კომუნიკაციების გადაწყობის ამსახველი გეგმა, მ 1:500 ან მ 1:1000 (საჭიროების შემთხვევაში).
არქეოლოგიური კვლევის ცენტრის დასკვნა (საჭიროების შემთხვევაში).
შენიშვნები:
გრგ-ის პროექტის შემადგენლობაში წარდგენილ იქნეს ტერიტორიის არსებული მდგომარეობის ამსახველი წინასაპროექტო კვლევის მონაცემები, „ტექნიკური რეგლამენტის – დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების ძირითადი დებულებების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 15 იანვრის №59 დადგენილებისა და ამ გეგმარებითი დავალების მოთხოვნის შესაბამისად.
გრგ-ის საპროექტო დოკუმენტაცია შესათანხმებლად წარდგენილ იქნეს A3 ან A2 ფორმატის ალბომის სახით.
ამ გეგმარებითი დავალებით განსაზღვრული განაშენიანების რეგულირების გეგმის შესათანხმებლად წარსადგენი დოკუმენტაციის ჩამონათვალის 5-16 პუნქტებში მითითებული მასალები წარდგენილ იქნეს ელექტრონული ვერსიის სახით, CD დისკზე AutoCaD 2007-ის ან უფრო ახალი ვერსიის ფორმატში. საკოორდინატო სისტემა უნდა შეესაბამებოდეს WGS 1984 UTM Zone 38-ს.
გრგ-ის წარსადგენ საპროექტო დოკუმენტაციას, მისი განხილვის მიზნით, აუცილებელია ახლდეს დოკუმენტაციის შინაარსის ამსახველი ელექტრონული ვერსია PowerPoint-ის ან PDF ფორმატში CD დისკზე.
გრგ-ით მოცემული უფლებრივი ზონირების დეტალურ რუკაზე დადგენილ და ასახული უნდა იქნეს:
საპროექტო ტერიტორიის საზღვრები;
მიწის ნაკვეთის საზღვრები;
განაშენიანების რეგულირების ხაზები;
შენობის მაქსიმალური დასაშვები სიმაღლეები – H;
მიწის ნაკვეთის განაწილების რუკა (გამიჯვნის სქემა);
განაშენიანების კოეფიციენტი – კ-1;
განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი კ-2;
გამწვანების კოეფიციენტი კ-3;
ცალკეული მიწის ნაკვეთების ფუნქციური გამოყენება, სამანქანე გზები და ავტოსადგომები;
გაბარიტული ზომები.