საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლისა და ტურის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1501
2017 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლისა და ტურის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულების შესახებ
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ მე-17 მუხლის შესაბამისად, მოწონებულ იქნეს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის „თელავის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მგლისა და ტურის რაოდენობის რეგულირების ღონისძიების განხორციელების შესახებ უფლებამოსილების დელეგირების თაობაზე“ გასაფორმებელი ხელშეკრულება.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი