„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№390
სარეგისტრაციო კოდი
190040000.10.003.020099
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 14/08/2017
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №390

2017 წლის 11 აგვისტო

ქ. თბილისი

 

„საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის №82 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების, სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი სხვა ორგანიზაციების, აგრეთვე საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და საკონსულო დაწესებულებების ბალანსზე რიცხული ამორტიზებული ან გამოუყენებელი ძირითადი აქტივების ჩამოწერისა და მის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესის შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 მარტის № 82 დადგენილებაში (სსმ, 29/03/2010, მუხლი 474) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებულ დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 მუხლი:

„მუხლი 7. ცალკეული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების აქტივების ჩამოწერის განსაკუთრებული წესი

1. ბალანსიდან ჩამოწერას ექვემდებარება საჯარო სამართლის იურიდიული პირების ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების რეაბილიტაციის მიზნით შექმნილი საპროექტო-სააღრიცხვო დოკუმენტაციით გათვალისწინებული სადემონტაჟო შენობა-ნაგებობები.

2. ეს მუხლი ვრცელდება მხოლოდ იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებზე, რომელთა რეაბილიტაცია ხორციელდება ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის გაფორმებული ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის) ფარგლებში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობების ჩამოწერაზე არ ვრცელდება ამ დებულების მე-3 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შენობა-ნაგებობა ჩამოწერილად ჩაითვლება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ შენობა-ნაგებობის ჩამოწერასთან დაკავშირებით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.“. 

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიგიორგი კვირიკაშვილი