ხაშურის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების მოზიდვის მიზნით საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) კონსულტაციების დაწყების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №1523
2017 წლის 21 ივლისი
ქ. თბილისი
ხაშურის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების მოზიდვის მიზნით საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) კონსულტაციების დაწყების შესახებ
1. მიღებულ იქნეს ცნობად საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაცია ხაშურის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების მოზიდვის მიზნით საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) კონსულტაციების დაწყების თაობაზე.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ დაიწყოს კონსულტაციები საფრანგეთის განვითარების სააგენტოსთან (AFD) ხაშურის წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პროექტის განხორციელებისათვის საჭირო დაფინანსების მოზიდვის მიზნით.
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი