საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
განკარგულება №2502
2017 წლის 30 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ
1. „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის თანხის გამოყოფის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 16 დეკემბრის №1965 განკარგულებით გათვალისწინებულ პროექტთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ (შემდგომში – სამინისტრო) უზრუნველყოს „საქართველოს 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე სამინისტროსთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში 3 000 000 (სამი მილიონი) ლარის მოძიება და შპს „სახელმწიფო სამშენებლო კომპანიისათვის“ (შემდგომში – კომპანია) გადარიცხვა მისი კაპიტალის გაზრდის მიზნით.
2. კომპანიამ უზრუნველყოს სამინისტროსათვის ინფორმაციის მიწოდება ამ განკარგულების პირველი პუნქტის საფუძველზე გადარიცხული თანხის ხარჯვის თაობაზე, ან სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად.
პრემიერ-მინისტრი გიორგიკვირიკაშვილი