საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№2131
სარეგისტრაციო კოდი
000000000.00(0).000.000000
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , გამოუქვეყნებელი, 0, 04/11/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

განკარგულება №2131

2011 წლის 4 ნოემბერი

 ქ. თბილისი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ  განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ

1. ცნობად იქნეს მიღებული საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაცია, რომ მიმდინარე წლის 10 ნოემბრიდან 11 ნოემბრის ჩათვლით ქ. თბილისში იმართება სამხრეთ კავკასიაში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის პერსპექტივების შესახებ საკოორდინაციო შეხვედრა (შემდგომში – საკოორდინაციო შეხვედრა), რომელიც ორგანიზებულია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და მსოფლიო ბანკის მიერ. საკოორდინაციო შეხვედრის მიზანია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, სომხეთის რესპუბლიკის ტრანსპორტისა და კომუნიკაციის სამინისტროს და აზერბაიჯანის რესპუბლიკის ტრანსპორტის სამინისტროს მიერ მხარდაჭერილი პროგრამების განვითარების გავლენის მაქსიმალური ზრდა დონორთა პროგრამებთან მათი უკეთესად თანხვედრითა და მისადაგებით.

2. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უზრუნველყოს საკოორდინაციო შეხვედრასთან დაკავშირებული საორგანიზაციო ხასიათის ღონისძიებების განხორციელება და შესაბამისი წარმომადგენლობითი ხარჯების გაწევა „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსათვის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს აპარატის“ მუხლით (ორგანიზაციული კოდი: 25 01) განსაზღვრული ასიგნებებიდან.

 

პრემიერ-მინისტრი                                                              ნიკა გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
დიახ, საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 04.11.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“?
„საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“ მიღებულია 04.11.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №2131. სარეგისტრაციო კოდი — 000000000.00(0).000.000000.
სად არის „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 04.11.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის განკარგულება „საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ“, №2131, 04.11.2011, სარეგისტრაციო კოდი 000000000.00(0).000.000000 (კონსოლიდირებული რედაქცია 04.11.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2336347/